logo
ENG



ოცნების პრიორიტეტები - დროება

30 აპრ 202320:29
3 წუთის საკითხავი
 

მოქალაქეებს უსამართლობის განცდა მაშინ ეუფლებათ, როდესაც სახელმწიფო მანქანა აცდენილია ხალხის რეალურ საჭიროებებს - ასე დააანონსა ქართულმა ოცნებამ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები საქართველოში. ათობით მილიონი ლარი დაიხარჯება წინასწარ წამგებიან პროექტზე, ვერც ახალ ტურისტებს მოიზიდავს და ვერც ინვესტიციებს. ვისთვის დავხარჯავთ ამხელა ფულს? - ალბათ თავად სახელმწიფო ბიუროკრატიისთვის, რომლებიც ოჯახებს, მეგობრებს და თანამშრომლებს უფასო ბილეთებს დაურიგებენ. ან მდიდარი ფენისთვის, რომელიც ამ კონცერტებს საზღვარგარეთ ისედაც ნახულობს, ან საქართველოში უკრაინის ომის ფონზე შემოსული ახალი შეძლებული ფენისთვის, რომელიც ისედაც პარალელურ რეალობაში ცხოვრობს და გაძვირებული ფასებისა და მომსახურების მიზეზია. დროება მოგიყვებათ - რა პრიორიტეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებას და შეეფერება თუ არა ის ღარიბი სახელმწიფოს ხელისუფლების პრიორიტეტებს.


close დახურვა