logo
ENG


პაპუაშვილი: ჩვენ ვართ ევროპა - ბატონმა ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს
  • 144ნახვები

ჩვენ სად ვართ? ჩვენ საქართველო ამერიკა ვართ, ჩინეთი ვართ თუ რა ვართ? ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. ჩვენ ვართ ევროპა. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, ის არის ევროპის რაიმე ქურუმი და აქ ჩვენ გვეუბნება რა არის ევროპა, არ ვიცი, თუ ეს ვინმეს სჭირდება ევროპის ახსნა, აუხსნას თავის გარშემო ვინმე ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. თუ მის ან ბრიუსელის გემოვნებაში რაღაც არ არის, ეს სხვა საქმეა. [...]

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა, პირველი რეკომენდაცია რაც მინდა მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტირებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ვნახეთ ჩვენ გუშინ გაბრაზებული საუბარი, პრეტენზიებით საუბარი - რა არის საერთოდ ეს, რა წესია, რომ სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება. ის ვერ მიხვდა ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს.

ამბობს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩზე პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას. მანამდე ელჩს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე დაესხა თავს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა