საპატრიარქომ პატრიარქის ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მეუფე პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტერში გამწესდა.
„31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში.
მონასტრის ადგილად განესაზღვრა შიომღვიმე,“ - ნათქვამია ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.