logo
ENG



პესკოვი: ყაზახეთს შეუძლია, თავისი შიდა პრობლემები თვითონ მოაგვაროს

05 იან 202216:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/05/iwbawdlygve9ski.jpg

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ყაზახეთში მიმდინარე პროტესტი ქვეყნის შიდა საქმეა. როგორც მან განაცხადა, ყაზახეთს დახმარებისთვის არ მიუმართავს.

"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ყაზახი მეგობრები შეძლებენ დამოუკიდებლად მოაგვარონ თავიანთი შიდა პრობლემები", - განაცხადა მან.

პესკოვის თქმითვე, მნიშვნელოვანია, რომ ვითარებაში გარედან არავინ ჩაერიოს.

ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი უკიდია. 

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტი გრძელდება, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ იწვის პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობაც.  

გარდა ამისა, პრეზიდენტმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. 

მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა.  პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.


close დახურვა