„ცხრა ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები გადაისინჯება“ - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურამ მიიღო. მსჯავრდებულები 2011 წელს კულტურული მემკვიდრეობის ნახატი „კახური ღვინო“ -ს უკანონოდ გადატანისთვის გაასამართლეს.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აბრაზე შესრულებული ნახატი „კახური ღვინო“ არასდროს ყოფილა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი, რასაც ბრალდების ძირითადი არგუმენტი ემყარებოდა, ასევე არ ჰქონია ადგილი მისი საზღვარგარეთ გატანისა და გასხვისების მცდელობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნამუშევარს არ ჩატარებია სათანადო ექსპერტიზა და შესაბამისად, ბრალდების პირვანდელი ვერსია, თითქოსდა ნახატი შესრულებული იყო ფიროსმანის მიერ, მხოლოდ ცალკეულ სპეციალისტთა მიერ ვიზუალური დათვალიერებით შექმნილ მოსაზრებას ეყრდნობოდა.
ხელახალი გამოძიებით, მათი უდანაშაულობა დასტურდება, ამიტომ პროკურატურამ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.