logo
ENG



პროკურატურა მთლიანად დღეს ერთი კაცის წინააღმდეგ მუშაობს - კოტე კემულარია

05 ნოე 201911:50
3 წუთის საკითხავი
 
r8uhxjhsolqppzl.png

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო. სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროდან გამოგზავნილი განცხადება წაიკითხეს, რომლის მიხედვითაც ყოფილი მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ის სახელწმიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატს დაეცვა, რის გამოც ადვოკატმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, ოქრუაშვილი სასამართლოში გამოცხადებას თავს არიდებს. ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი აღნიშნული ქმედებით საქმის გაჭიანურებას ცდილობს.

ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებენ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის „ძალა ერთობაშიას“ წევრები. მათი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია და სახელმწიფო სისტემა მის წინააღმდეგ მუშაობს.

„ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის მიმართ აქვს გაუგონარ წნეხს ადგილი სახელმწიფოს მხრიდა. იუსტიციის სამინისტრო, სასამართლო, თავად ბიძინა ივანიშვილი, პროკურატურა მთლიანად დღეს ერთი კაცის წინააღმდეგ მუშაობს. რა გაჭიანურებაზე ლაპარაკი, გინახავთ სამ თვეში ვინმეს სასამართლო პროცესი დასრულებულიყოს“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

 


close დახურვა