logo
ENG



პროტესტის შემდეგ გლოვოს კურიერების ნაწილს აპლიკაცია გაუთიშეს

17 მაი 202110:17
3 წუთის საკითხავი
 

პროტესტის შემდეგ გლოვოს კურიერების ნაწილს აპლიკაცია გაუთიშეს.

ისინი დღესაც, 17 მაისს, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და კომპანიის ქმედებები გააპროტესტეს. 

გუშინ, 16 მაისს მათ ახალი ტარიფები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, გლოვომ კურიერებს მოუხსნა როგორც ბონუსი, ასევე, გაუუქმა ობიექტამდე მისვლის ანაზღაურება. კურიერების თქმით, ეს მათ შემოსავალს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

როგორც ირკვევა, დღეს კურიერების ნაწილს გლოვოს აპლიკაციამდე წვდომა შეუჩერეს.

კომპანიაში უარყოფენ, რომ ეს საპროტესტო აქციას უკავშირდება. თუმცა, ამბობენ, რომ კურიერების ნაწილს აპლიკაციასთან წვდომა შეუჩერეს, რადგან პროტესტის ნიშნად მას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ და კომპანიის მუშაობას აფერხებდნენ. 

ახლა კურიერები ითხოვენ მოლაპარაკებას და კომპრომულ შეთანხმებამდე მისვლას. 

"ჩვენ არ გვინდა მომხმარებლის დაზიანება და დისკომფორტის შექმნა. კომპანია ფაქტობრივად პარალიზებულია, ვერ მუშაობს. თუმცა, კომპანიაც უნდა იყოს კომპრომისული წინადადებით მოსული. დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები და არ დააზიანებს არც ჩვენს, არც კომპანიის და არც მომხმარებლების ინტერესებს". - ამბობს ერთ-ერთი კურიერი. 


close დახურვა