logo
ENG



რატიანი: ვიმედოვნებ 1-ლი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს

15 მაი 202011:47
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში ამჟამად ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, კლინიკაში ორი ორსული ინფიცირებულია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 47 პაციენტი გყვავს. აქედან კოვიდინფიცირებულია 38. დანარჩენი პაციენტები არიან ნეონატოლოგიური და ორსული ქალბატონები. დღეს კლინიკიდან ეწერება 1 პაციენტი კოვიდინფიცირების გარეშე. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ, დღის მეორე ანხევარში დაემატება 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი. დაახლოებით 6-7 დღეა ჩვენს კლინიკას არც ერთი ახალი შემთხვევა არ მიუღია, რაც ძალიან გვახარებს.

"რეანიმაციაში რჩება ორი პაციენტი. ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა რამოდენიმე ექიმის მიერ და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ეს ქალაბტონი სახლში გაეწერება შინმოვლის სამსახურის მეთვალყურეობით. რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში გყვავს, სტაბილურია. აქედან ორი ორსული ქალბატონი გყვავს, როგორც ნაყოფის ასევე მათი მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით პირველად პასუხებს ორსულ ქალბატონებთან.

"კლინიკამ ათი მარტიდან დღემდე გაატარა 1 500-მდე საეჭვო შემთხვევა, აქედან 163 იყო კოვიდდადასტურებული, საიდანაც 125-მა დატოვა კლინიკა. დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელმაც ბოლო 15 დღე გაატარა ჩვენს კლინიკაშ მკაცრი კარანტინის პირობებში. ჩატარებული კვლევებით, არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ისინი 14 დღე კვლავ წავლენ მკაცრი კარანტინის პირობებში. შემოვიდა ახალი ბრიგადა და იმედია, ეს ბოლო იქნება ჩვენი კლინიკისთვის. ვიმედოვნებ, პირველი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და მოვემსახურებით ჩვეულებრივ პაციენტებს“, - განაცხადა რატიანმა. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასული ღამის შემდეგ 4-ით გაიზარდა და  671 გახდა. აქედან 393 განიკურნა, ხოლო 12 გარდაიცვალა.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 ადამიანია, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 3873 მოქალაქე იმყოფება. 

პირველად კორონავირუსი საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

close დახურვა