logo
ENG



რეფერენდუმის ექო დღეს - დროება

26 მარ 202320:45
3 წუთის საკითხავი
 

მოსკოვში არ მოსწონთ, მაგრამ ისტორიულად ასეა - უკრაინის და საქართველოს ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული - იმარჯვებს საქართველო, იმარჯვებს უკრაინა და იმარჯვებს უკრაინა, იმარჯვებს საქართველო. ორ სახელმწიფოს, ორ ერს - ერთი საერთო მტერი გვყავდა და გვყავს. მტერი, რომელიც ბოლო სამი ათეული წელია ცდილობს დაგვანაწევროს და დაგვაჩოქოს. სამი ათეული წელია ვუმკლავდებით ურდოს. სამი ათეული წლის განმავლობაში ამ ბრძოლას არაერთი თაობა შეეწირა. ზუსტად 5 დღეში 32 წელი შესრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან. სამ მილიონ ამომრჩეველზე მეტი ადამიანის მოლოდინი, რომელთაც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობა აირჩიეს. იმავე წელს, აპრილში, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჟურნალისტებთან თქვა: "ჩვენ ბატონ ჯორჯ ბუშს გავუგზავნეთ დეპეშა, რომ საქართველოში მზადდება სამხედრო ინტერვენცია და შეიარაღებული ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში. მხოლოდ დასავლეთის რეაქცია დაგვიცავს ჩვენ", - სამწუხაროდ ასეც მოხდა. კვლავ ბრძოლა თავისუფლებისთვის 32 წლის თავზე. სად შეგვეშალა და როგორია სამი ათწლეულის წინანდელი რეფერენდუმის ექო დღეს.


close დახურვა