logo
ENG



რურუა: ირაკლი კობახიძე ცდილობს, სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს

01 ივნ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

„ირაკლი კობახიძე ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე და იმედი მაქვს, ამას ვერ მოახერხებს“, - ამ სიტყვების მიმართა „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილს.

რურუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული არავითარი ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ჰქონია.

„ჩემს მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ასევე მაინტერესებს, ხომ არ ამიხსნით, რას ნიშნავს პოლიტიკური კრიმინალი. ეს იყო გამოთქმული ბატონი კობახიძის მიერ ჩემს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კობახიძე კონსტიტუციონალისტია მე როგორც ვიცი, სამწუხაროდ არ უნდა იყენებდეს ასეთ გამონათქვამებს და არ უნდა მაყენებდეს შეურაცხყოფას. ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე და იმედი მაქვს, რომ ამას ვერ მოახერხებს“, - განაცხადა რურუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა 3 საათზე მეტია მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე 3 მოწმის გამოკითხვაა ჩანიშნული. შეგახსენებთ, გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. 


close დახურვა