logo
ENG



რურუა: რუსი ოლიგარქის პირადი პატიმრის მხარდაჭერა ბელარუსის თავისუფალ მოქალაქეებს

17 აგვ 202023:10
3 წუთის საკითხავი
clock 509
vy2edo62x4c8kr2.jpg

მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა ბელარუს ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება რურუამ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა. 

ის ამბობს, რომ საქართველოს ხელუსუფლების დუმილი სამარცხვინოა. 

"რუსი ოლიგარქის პირადი პატიმრის მხარდაჭერა, თავისუფალი ბელორუსის თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების სამარცხვინო დუმილის სანაცვლოდ მნიშვნელოვანია ბელორუსი ხალხის გვერდში დგომა და გამხნევება. ვთხოვ ჩემს მეგობრებს შეკრების ორგანიზებას. პოლიტპატიმარი გიორგი რურუა", - წერს გიორგი რურუა. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მონაწილეობდა. აღსანშნავია, რომ ეს ლუკაშენკოს რიგით მე-6 საპრეზიდენტო არჩევნებია. მისი მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. სულ ანტისამთავრობო აქციებზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 ათასი ადამიანი დააკავეს. 

16 აგვისტოს, მინსკში მასშტაბური თავისუფლების მარში გაიმართა, რომელშიც 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 

თავის მხრივ ევროკავშირი და დასავლეთი ბელარუს ხალხს მხარს უჭერს და სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირმა სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა და ე.წ. შავი სია, აგვისტოს ბოლოს შემუშავდება. 


close დახურვა