logo
ENG



რუსები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს ისევ ესვრიან და პროვოკაციას ამზადებენ - ენერგოდარის მერი

13 აგვ 202216:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/13/aj8k24oe2hdvxtn.jpg

ენერგოდარის მერის დმიტრი ორლოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ისევ ესვრიან.

ორლოვი მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ, რათა არსებულ საფრთხეს თავი აარიდონ.

"გვაქვს ინფორმაცია, ოკუპანტების მორიგი პროვოკაციების შესახებ. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი რაიონიდან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მისამართით სროლები მიმდინარეობს. სროლებს შორის ინტერვალი 3-5 წამია. ამ დროისთვის განადგურებულია სატუმბე სადგურის პირველი ბლოკი, ასევე ნაწილობრივ განადგურებულია სახანძრო ნაწილი, რომელიც სადგურზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასევე სადგურთა მდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა და მისი ჩაქრობა სისტემატური სროლების გამო ვერ ხერხდება", - თქვა მერმა.

გარდა ამისა, დაზვერვის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტებმა ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ორი ავტობუსით შეიყვანეს ადამიანები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისა და სადგურის პერსონალის როლებს შეასრულებენ, პროპაგანდისტული ვიდეოს გადაღების დროს.

უკრაინულ დაზვერვაში ამბობენ, რომ რუსები პროვოკაციებს უკრაინული დროშის ჩართულობით ამზადებენ.

თავის მხრივ რუსეთი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინულმა მხარემ ესროლა.

***

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.

6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომირომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.


close დახურვა