24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ბრძოლები უკრაინის რამდენიმე სხვადასხვა ოლქში მიმდინარეობს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასობით სამოქალაქო პირი. 7 დღეში 1 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა.
მოსკოვსა და პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო აქციებზე ასობით ადამიანი დააკავეს
06.03 - 18:10
უკრაინა: რუსებმა ესროლეს შენობას, სადაც ბირთვული მასალები ინახება
06.03 - 18:06
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რამდენიმე გრადის სისტემის რაკეტა ესროლეს ხარკოვის ფიზიკისა და და ტექნოლოგიების ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ცენტრის შენობას.
შენობაში განთავსებულია კვლევითი ობიექტი ნეიტრონის წყარო, რომელშიც 37 ბირთვული საწვავის უჯრედია ჩატვირთული.
ხარკოვის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ბირთვული ობიექტის და ბირთვული მასალების შესანახი ობიექტების განადგურებამ შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური კატასტროფა.
ხარკოვის რეგიონში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა პროკურატურასთან ერთად აღძრეს ეკოციდის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
გრძელდება მტკიცებულების შეგროვება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენადაც.
ზელენსკი: ვინიცას 8 ბომბი ესროლეს, განადგურებულია ქალაქის აეროპორტი
06.03 - 16:57
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქალაქი ვინიცია დაბომბეს. ნასროლია 8 რაკეტა და განადგურებულია ქალაქის აეროპორტი.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ომის მიმდინარეობისას 3973 წყვილმა იქორწინა, დაიბადა 4311 ბავშვი
06.03 - 13:06
მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყება
06.03 - 12:29
დღეს, 6 მარტს, 10:00 საათიდან 21:00 საათამდე, მარიუპოლში სიჩუმის რეჟიმი დაწესდება.
ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყება.
მწვანე დერეფნის მარშრუტი: მარიუპოლი - პორტოვსკოე - მანგუშ - (ნიკოლსკის შემოვლით) რესპუბლიკა - როზოვკა - ბილმაკი - პოლოგი - ორეხოვი - ზაპოროჟიე.
ევაკუაციას წითელი ჯვრის მანქანა გაუძღვება.
მანქანების მფლობელებს სთხოვენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ ტერიტორიის დატოვებაში.
ჰუმანიტარული დერეფნის გავლის შემდეგ მოქალაქეებს შეეძლებათ, გზა თავიანთი ტრანსპორტით გააგრძელონ.
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ჟიტომირში 2 ქალაქი დაბომბეს, განადგურდა 30 საცხოვრებელი სახლი
06.03 - 11:34
დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი.
ბორის ჯონსონმა პუტინის დამარცხების 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა
06.03 - 11:30
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, აუცილებელია, მსოფლიო ლიდერებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წარუმატებლობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევა განაახლონ.
ამის შესახებ ჯონსონი New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს, რომელშიც ვლადიმირ პუტინზე ზეწოლისა და მისი დამარცხებისთვის 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.
ჯონსონის თქმით, აუცილებელია:
- მსოფლიო ლიდერებმა უკრაინისთვის „საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ მობილიზება უნდა მოახდინონ
- მათ ასევე მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას „საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მცდელობებში“.
- რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს
- საერთაშორისო თანამეგობრობამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს უკრაინაში რუსეთის ქმედებების "მცოცავ ნორმალიზებას".
- ომის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების სრული თანამონაწილეობით.
- NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს უსაფრთხოების და სიმტკიცის გაძლიერების კამპანიის წარმოება.
რადიო თავისუფლება რუსეთში მუშაობას წყვეტს
06.03 - 11:20
რადიო თავისუფლება რუსეთში მუშაობას წყვეტს. სარედაქციო განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროს გაკოტრება ემუქრება, ჟურნალისტებზე კი მიმდინარეობს წნეხი პოლიციის მხრიდან.
აშშ პოლონეთთან უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს
06.03 - 09:35
ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთთან უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა.
"განიხილება, რით შეუძლია დახმარება აშშ-ს, თუ პოლონეთი თვითმფრინავების უკრაინაში გადაყვანას გადაწყვეტს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
რუსულმა ძალებმა ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვი კიდევ ერთხელ დაბომბეს.
ამასთან, გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმა კვლავ გაისმა. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
რუსულმა ძალებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია 5 თანამშრომელი
06.03 - 07:32
რუსულმა ძალებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია 5 თანამშრომელი. ინფორმაციას სუმის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, დიმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.
ამ დროისთვის, ახტირკაში ჯერ ისევ არ არის გათბობა, მოსახლეობას კი წყალი და ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ილონ მასკს ესაუბრა და ომის შემდეგ უკრაინაში დაპატიჟა
06.03 - 04:09
მომავალ კვირას უკრაინა Starlink სისტემების კიდევ ერთ პარტიას მიიღებს.
Visa და Mastercard-ი რუსეთში ყველა ოპერაციას აჩერებენ
06.03 - 02:36
კომპანიების განცხადებების მიხედვით, რუსი მომხმარებლების ტრანზაქციები შეჩერებული იქნება როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პუტინმა მთავრობას დაავალა "არამეგობრული ქვეყნების" სია შექმნას
06.03 - 02:36
პუტინის განკარგულების თანახმად, რუსულ ორგანიზაციებსა და კომპანიებს დროებით მიეცათ უფლება კრედიტორებს, რომლებიც "არამეგობრული ქვეყნების" სიიდან იქნებიან, ვალი რუბლში გადაუხადონ.
უკრაინელების დასახმარებლად Airbnb-ით 1.9 მილიონი დოლარის ბინები დაჯავშნეს
06.03 - 02:36
"48 საათში უკრაინაში 61 406 ღამე დაიჯავშნა, რაც ნიშნავს 1.9 მილიონ დოლარს უკრაინელებისთვის. ძალიან მაგაღი იდეაა ჩვენი საზოგადოებისგან", - წერს კომპანიის დირექტორი.
იტალიამ 5 რუს ოლიგარქს 143 მილიონი ევროს ქონება ჩამოართვა
06.03 - 02:34
იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 5 რუს ოლიგარქს 143 მილიონი ევროს ღირებულების - აგარაკები, სახლები და იახტები ჩამოართვა. სანქციების ფარგლებში, იტალიის შესაბამისმა უწყებებმა რუსი ოლიგარქების აქტივები გაყინეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ევროკავშირმა 500 მილიონი ევრო გამოყო
06.03 - 02:30
"მადლობელი ვარ ურსულა ვონ დერ ლაიანის, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინელების სამართლებრივ სტატუსზე, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფარს პოულობენ, რუსული აგრესიის გამო. ევროკომისიის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევრო უზრუნველყოფს მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობებით", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
Anonymous-მა რუსეთის საიდუმლო სამსახურის ვებ-გვერდი დაჰაკა
05.03 - 23:47
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა რუსეთის ფედერაციის საიდუმლო სამსახურის ვებ-გვერდი დაჰაკა. უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო. 1-ელ მარტს Anonymous-მა რუსეთის და ბელარუსის მთავრობების და კომპანიების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა.
რადიო თავისუფლება: საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის დოჟდის ჟურნალისტი არ შემოუშვეს
05.03 - 23:45
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ მედიებისთვის გარკვეული ცენზურა დააწესა, რამაც დამოუკიდებელი მედიების მუშაობა გაართულა. რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ თუ მედია ომთან დაკავშირებით "ფეიკ ნიუსებს" გაავრცელებს, ჟურნალისტები ან დაჯარიმდებიან ან დააკავებენ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიხურა რადიო ეხო მოსკვი, ასევე არხი დოჟდის მაუწყებლობა შეწყდა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონში უკვე 100 000 უკრაინელი ჩაერთო
05.03 - 23:43
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონში ომის ქვეყანაში ომის დაწყებიდან დღემდე 100 000 უკრაინელი ჩაერთო. მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონი არ დაიშლება და უკრაინის თავდაცვის სისტემის ნაწილი იქნება.
მარიუპოლში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიღუპა
05.03 - 22:22
მარიუპოლში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიღუპა. ბავშვი მშობლებმა ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ისრაელის პრემიერი მოსკოვში პუტინს შეხვდა
05.03 - 22:03
ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ შეხვედრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ იყო ინფორმირებული.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი ორშაბათს გაიმართება
05.03 - 21:07
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ორშაბათს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია სად შედგება შეხვედრა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი მოთხოვნები განიხილეს. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს. რუსეთის ფედერაცია კი უკრაინის უბლოკო სტატუსს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, "დენაციფიკაციასა" და ყირიმზე უარის თქმას მოითხოვს.
ორი აზერბაიჯანული ავიაკომპანია რუსეთში ფრენებს წყვეტს
05.03 - 21:01
ორი აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines და Buta Airways რუსეთში ფრენებს წყვეტს. კომპანიებმა გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.
რუსული აეროფლოტი, ბელარუსის გარდა, ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს
05.03 - 19:40
რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია აეროფლოტი 8 მარტიდან, ბელარუსის გარდა, ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს. ავიკომაპანია რუსეთის ქალაქებიდან საზღვარგარეთ მხოლოდ მინსკის მიმართულებით იფრენს.
პუტინი: ნებისმიერი ქვეყნის მიერ უკრაინის ცის ჩაკეტვას კონფლიქტში მონაწილეობად განვიხილავთ
05.03 - 17:50
"რუსეთი ნებისმიერი ქვეყნის მიერ უკრაინის ცის ჩაკეტვას განიხილავს, როგორც სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობას", - თქვა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე.
ლავროვი: ზელენსკის რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირება სურს
05.03 - 16:17
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირება სურს. ლავროვის თქმით, ზელენსკის "სამხედრო აურზაური" აჩვენებს, რომ მას არ უნდა რუსეთთან მოლაპარაკება.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ხოლო რუსები თავის პოზიციებს ტოვებენ
05.03 - 15:44
"ეს შესაძლებელი გახდა უკრაინელი ხალხის უძლეველების, რუსი რეზერვისტების მოუმზადებლობის, საოკუპაციო ჯარების დემორალიზაციისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ჯარების გასვლის გამო", - ნათქვამია შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
Zara, Pull&Bear, Massimo Dutti და Bershka რუსეთში მუშაობას წყვეტენ
05.03 - 15:41
ესპანური კომპანია Inditex, ვის მფლობელობაშიცაა პოპულარული ქსელური ტანსაცმლის მაღაზიები: Zara, Pull & Bear, Massimo Dutti და Bershka, რუსეთში მუშაობას წყვეტს.
ჯამში რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის 502 მაღაზია დაიხურება.
მარიუპოლში ევაკუაცია გადაიდო
05.03 - 14:54
მარიუპოლში ევაკუაცია გადაიდო. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ რუსული მხარე არ იცავს ცეცხლის შეწყვეტის დროებით შეთანხმებას.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა უნდა დაიშალოს და იპოვოს თავშესაფარი, ხოლო დამატებით ინფორმაციას უახლოეს დროში მიიღებენ.
მერის მოადგილე აცხადებდა, რომ მარიუპოლში ჯერ კიდევ აგრძელებდნენ სროლას.
სერგეი ორლოვი ამბობს, რომ მარიუპოლსა და ევაკუაციისთვის შეთანხმებული გზის მონაკვეთზე, ქალაქ ორეხოვის სიახლოვეს ბრძოლები გრძელდება.
"ბრძოლების გამო ამ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო არაა", - განაცხადა მან.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება ესაუბრა რუსულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო და მოლაპარაკებები გრძელდება.
ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს
05.03 - 14:13
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს. ამის შესახებ ის BBC-ს ესაუბრა.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის "განსაცვიფრებელ სიმტკიცეს".
"თუ მოსკოვი აპირებს, რომ რაიმენაირად დაამხოს მთავრობა და თავისი მარიონეტული რეჟიმი შექმნას, 45 მილიონი უკრაინელი ამას შეეწინააღმდეგება", - თქვა ბლინკენმა.
Reuters: ამერიკელების 74% უკრაინის ცის დაკეტვის მომხრეა
05.03 - 14:07
გამოცემა როიტერსის მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-მ NATO-სთან ერთად რუსეთისგან დაცვის მიზნით უკრაინის ცა უნდა დაკეტოს. ამერიკელები ასევე მხარს უჭერენ რუსეთისგან გაზისა და ნავთობის შეძენის შეწყვეტას.
უკრაინის შესახებ გამოკითხვა კომპანია იფსოსმა ელექტრონულად ჩაატარა. მონაწილეობა 831-მა ზრდასრულმა მიიღო. როიტერსი აცხადებს, რომ ეს კვლევები ასახავს ამერიკელების უარყოფით დამოკიდებულებას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ, ვუთხრათ ჩვენს ხალხს - დაბრუნდით!
05.03 - 13:48
"დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ, ვუთხრათ ჩვენს ხალხს - დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. დაბრუნდით, რადგანაც საფრთხე აღარ არის.
ჩვენ უკვე ვფიქრობთ მომავალზე. როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, ჩვენი ეკონომიკა. უკვე არსებობს შეთანხმებები უკრაინისთვის ათობით მილიარდის გამოყოფაზე აღდგენისთვის და ეს მხოლოდ პირველადი გადაწყვეტილებებია".
ქალაქ ირპენში, სადაც ევაკუაცია მიმდინარეობს, რუსულმა ჭურვმა მატარებლის ლიანდაგები დააზიანა
05.03 - 13:33
უკრაინის ქალაქ ირპენში, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, რუსმა ოკუპანტებმა სარკინიგზო გზა დააზიანეს. ამის შესახებ ქალაქის მერი, ალექსანდრ მარკუშინი ამბობს.
"ყველას ვთხოვთ, რომელიც ირპენის რკინიგზის სადგურიდან ევაკუაციას ელოდება, გადავიდნენ ნოვოირპენსკის გზატკეცილზე, იქ განხორციელდება ავტობუსებით ევაკუაცია კიევში", - ამბობს მერი.
როგორც აცხადებენ, რუსულმა ჭურვმა ირპენის მიმართულებით რკინიგზის ლიანდაგი დააზიანა.
რეზნიკოვი: 66 224 უკრაინელი დაბრუნდა უცხოეთიდან ქვეყნის დასაცავად
05.03 - 12:54
"66224. სწორედ ამდენი კაცია დაბრუნდა უცხოეთიდან, რათა დაიცვან საკუთარი ქვეყანა ურდოსგან. ეს 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადაა. უკრაინელებო, ჩვენ დაუძლეველნი ვართ!"
PayPal-მა რუსეთში თავისი სერვისები დახურა
05.03 - 12:02
"შექმნილი ვითარების გამო ვაჩერებთ PayPal-ის სერვისევს რუსეთში", - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა. მანვე დასძინა, რომ კომპანია დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გმობს რუსეთის ძალადობრივ სამხედრო აგრესიას უკრაინაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: შეჭრიდან დღემდე რუსეთმა 10 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა
05.03 - 12:00
მათი ინფორმაციით, განადგურებულია 269 რუსული ტანკი, 945 საბრძოლო ბრონირებული მანქანა, 105 საარტილერიო სისტემა, 39 თვითმფრინავი, 40 ვერტმფრენი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, განსაკუთრებული სიმამაცის გამო 76 სამხედრო დაჯილდოვდა
05.03 - 11:35
სამხედროთა სიას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათგან 35-ს ჯილდო დაღუპვის შემდეგ მიენიჭა.
უკრაინის თავდაცვის სამინიტრო: 9 დღეში რუსეთის 39 თვითმფრინავი და 40 შვეულმფრენი განადგურდა
05.03 - 11:14
რუსეთი "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებს - მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება
05.03 - 11:06
"დღეს, 5 მარტს, მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან რუსული მხარე აცხადებს სიჩუმის რეჟიმს და მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მოსახლეობის გაყვანისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნის", - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათივე თქმით, ჰუმანიტარული დერეფნები და მარშრუტები უკრაინულ მხარესთანაა შეთანხმებული.
გაეროს: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 1.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
05.03 - 10:08
UNICEF-ის ცნობით კი იძულებით გადაადგილებულთა შორის დაახლოებით ნახევარი მილიონი ბავშვია.
CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს
05.03 - 09:51
მედია აცხადებს, რომ ეს არის მათი პასუხი იმ აკრძალვებზე, რაც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დამოუკიდებელი მედიას დაუწესა.
რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადა არაერთმა უცხოურმა გამოცემამ, მათ შორის BBC-მ და CBC-მ და Bloomberg-მა.
სინგაპური რუსეთს სანქციებს უწესებს
05.03 - 07:53
ქალაქ-სახელმწიფოს სანქციები შეეხება 4 რუსულ ბანკს: VTB, Vnesheconombank, Promsvyazbank და Rossiya Bank-ს, ცენტრალურ ბანკსა და რუსეთის ხელისუფლებას. სინგაპურში დასახელებულ ბანკებთან ტრანზაქციები იკრძალება და მათი აქტივები იყინება.
სინგაპური ასევე სამხედრო ექსპორტზე ემბარგოს უწესებს რუსეთს, რაც სამხედრო ნაწარმსა და ნებისმიერ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე ვრცელდება, რაც რუსეთმა შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.
ბრაზილია უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ ვიზებს გასცემს
05.03 - 05:39
ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მოაწერა.
უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებლის დატოვება ომის გამო მოუწიათ, საშუალება ექნებათ, ბრაზილიაში ჰუმანიტარული ვიზით იცხოვრონ და იმუშაონ.
აპლიკანტებს შეეძლებათ მიიღონ 180-დღიანი დროებითი ვიზა, რაც შეიძლება 2-წლამდე ბინადრობის უფლებით გაგრძელდეს, შემდეგ კი უკრაინელებს შეეძლებათ, მუდმივი ცხოვრების უფლება მოითხოვონ.
უკრაინელებს ვიზის აპლიკაციის შესავსებად ვადა 31 აგვისტომდე აქვთ.
5 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს Zoom-ით შეხვდება
05.03 - 05:25
რუსეთში Hermes-ის, Cartier-ის და Chanel-ის მაღაზიები დაიხურა
05.03 - 05:17
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ ორშაბათიდან რუს და ბელორუს სპორტსმენებს შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა
05.03 - 05:16
Samsung-ი რუსეთში ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის მიწოდებას წყვეტს - Bloomberg
05.03 - 05:13
G7: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა
05.03 - 05:12
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე იმსჯელეს.
ისინი რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა.
რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით, უკრაინულმა არმიამ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სადესანტო ხომალდი გაანადგურა, რომელიც ბოლო დღეებში ოდესასთან იმყოფებოდა
05.03 - 01:25
ბლინკენი: უკრაინაში ფრენის აკრძალვის ზონის დაწესება ევროპაში სრულფასოვან ომს გამოიწვევს
05.03 - 01:21
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ აშშ-ის და NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის სრული დახურვა ევროპაში "სრულფასოვან ომს გამოიწვევს".
"ფრენის აკრძალვის ზონის შემოღების ერთადერთი გზა არის უკრაინის საჰაერო სივრცეში NATO-ს თვითმფრინავების გაგზავნა და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სრულფასოვანი ომი ევროპაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომში შესვლას". - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბრიუსელში, სადაც ევროპული ქვეყნების ლიდერებს ხვდება.
თუმცა, ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი იმუშავებს თავის პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს უკრაინისთვის იმ საშუალებების მიწოდება, რომელიც ამ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებას მისცემს.
Booking.com რუსულ ბაზარს ტოვებს
05.03 - 00:06
ბინის მოკლევადიანი გაქირავების სერვისი - Booking.com რუსულ ბაზარს ტოვებს. ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო შეზღუდვების ნაწილია. რუსეთში მომხმარებლები Booking.com-ზე თავიანთ ბინებს ვეღარ განათავსებენ. კომპანიამ ასევე 1 მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინელების მხარდამჭერ ფონდში.
რუსეთში Twitter-იც დაბლოკეს
04.03 - 23:46
რუსეთში სოციალური ქსელი Twitter-ი დაბლოკეს. GlobalCheck-მა დაადგინა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით Twitter მიუწვდომელია.
როსკომნადზორ-მა რუსეთში ფეისბუქი დაბლოკა
04.03 - 22:15
რუსეთში Facebook-ი დაბლოკეს. გადაწყვეტილება როსკომნადზორმა მიიღო. უწყებაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება Facebook-ის მიერ რუსული მედიასაშუალებების მიმართ შეზღუდვების გამოყენებას ეხება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში აქციაზე შეკრებილებს მიმართა
04.03 - 22:00
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ზელენსკიმ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც რუსების თავდასხმას ემსხვერპლნენ.
"მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.
თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.
ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი - თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის". - მიმართა ზელენსკიმ საზოგადოებას.
კუბილიუსი: იმედია, საქართველო შეძლებს ევროპასთან ყოფნას, არ დაუშვებს შეცდომას ამ მიმართულებით
04.03 - 20:49
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
"გამარჯობა, საქართველო, გამარჯობა, ევროპა.
დღეს ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინის კრიმინალური ომი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვლოცულობთ გმირული უკრაინისთვის. ისინი გაიმარჯვებენ.
უკრაინა ძლიერი სახელმწიფოა, მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარი დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. ევროპამ უნდა სთხოვოს NATO-ს, უკრაინა შეუერთდეს მას, იმიტომ, რომ NATO კიდევ უფრო გაძლიერდება ამით.
პუტინისა და რუსეთის ქმედებები ანადგურებენ რუსეთის ეკონომიკას. ემბარგო ადევს რუსეთის გაზსა და ნავთობს. ეს გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას.
აუცილებლად უნდა დატოვოს რუსეთის უკანასკნელმა ჯარისკაცმაც კი უკრაინის ტერიტორია, დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ჩათვლით. თუ პუტინს სურს, აიცილოს კატასტროფა, ომი დღეს უნდა დაასრულოს.
ომის შემდეგ აღდგენა ძალიან რთული იქნება. ევროპა სხვანაირი იქნება. ის იქნება უფრო ძლიერი, ისევე, როგორც უკრაინა. და უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს.
მე იმედი მაქვს, რომ ქართველები შეძლებენ ევროპასთან ერთად ყოფნას. იმედი მაქვს, საქართველო შეცდომებს არ დაუშვებს ამ მიმართულებით.
ევროკავშირი ფასეულობათა საზოგადოებაა. ვისურვებდი, საქართველოს ხელისუფლება ამ ფასეულობის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარეს იქნება.
ჩვენ გვიყვარს საქართველო. ჩვენ გვიყვარს ქართველები და გვსურს, საქართველო ევროკავშირის ოჯახის წევრად დავინახოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ, პუტინი ამ ბრძოლას წააგებს. გაუმარჯოს საქართველოს". - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. მას შემდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლებას ღიად პრორუსული პოლიტიკა აქვს და უკრაინას მხარს არ უჭერს, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების მიდგომებს არ იზიარებენ. ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები.
დღევანდელი, 4 მარტის აქცია ფორმულას ორგანიზებულია.
სტოლტენბერგი: შევთანხმდით, რომ NATO-ს ძალები უკრაინაში არ უნდა შევიყვანოთ
04.03 - 17:32
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აგრძელებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა არ აპირებს მის საჰაერო და სახმელეთო სივრცეში NATO-ს ძალების შეყვანას.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი უარს ამბობს ცის დაკეტვაზე, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის თავზე მყოფი რუსეთის თვითმფრინავების განადგურებით შეიძლება. ამან კი, შესაძლოა, მთელი ევროპა მასშტაბურ კონფლიქტამდე მიიყვანოს.
„რა თქმა უნდა, ცის დაკეტვის ერთადერთი გზა NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ზონაში შესვლა იქნება და ცის დაკეტვა რუსეთის თვითმფრინავების ჩამოგდებით დაწესდება.
ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, შესაძლოა, მივიდეთ ევროპაში სრულმასტაბიანი ომის ზღვარზე, რაც შეეხება კიდევ უფრო მეტ ქვეყანას და კიდევ მეტ ადამიანურ ტანჯვას მოიტანს", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
უკრაინა წითელ ჯვარს ჰუმანიტარული კორიდორების შექმნაში დახმარებას სთხოვს
04.03 - 14:39
ჰუმანიტარული კორიდერების მოწყობაზე რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინა წითელ ჯვარს კორიდორების ორგანიზებაში დახმარებას სთხოვს. განცხადებას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ახლა უკრაინის მრავალი ქალაქი და სოფელი ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების წინაშე დგას. დასახლებებში მოსახლეობას არ აქვს საკმარისი საჭმელი, წყალი, წამლები, არაა ელექტროენერგიაც. ათასობით ადამიანი საჭიროებს ევაკუაციას.
ჩერნიგოვის რაიონში რუსმა სამხედროებმა პოლიციის განყოფილება აიღეს
04.03 - 14:40
ჩერნიგოვის რაიონის სასაზღვრო სოფელ რეპკიში ოკუპანტებმა ადგილობრივი პოლიციის განყოფილება აიღეს და სოფლის მცხოვრები, მშვიდობიანი, უიარაღო მოქალაქე დახვრიტეს.
ქალაქ ჟიტომირში რუსეთმა სკოლა დაბომბა
04.03 - 13:55
უკრაინის ქალაქი ჟიტომირში რუსმა ოკუპანტებმა სკოლა დაბომბეს. ქალაქის მერი, სერგეი სუხომლინი ამბობს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
სუხომლინის თქმით, სკოლის შენობის ნახევარი განადგურებულია და ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზელენსკი რუს ხალხს: რადიაციამ არ იცის სადაა რუსეთი, არ იცის სადაა თქვენი ქვეყნის საზღვრები
04.03 - 13:25
"რუსო ხალხო, მინდა თქვენ მოგმართოთ. საერთოდ როგორაა ეს შესაძლებელი? ჩვენ ხომ ერთად ვებრძოდით 1986-ში ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს. თქვენ უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად გამოსროლილი ცხელი გრაფიტი, გარდაცვლილები, დასხივება ენერგობლოკების ნანგრევებზე, თქვენ უნდა გახსოვდეთ პრიპიატიდან და 30კმ-იანი ზონიდან ევაკუაცია. როგორ შეიძლება ამის დავიწყება?
და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ თქვენი გაჩუმება დაუშვებელია. უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გახვიდეთ ქუჩებში და თქვათ, რომ გინდათ სიცოცხლე. თქვენ გინდათ ცხოვრობდეთ რადიოაქტიური დაავადებებისგან თავისუფალ მიწაზე. რადიაციამ არ იცის სადაა რუსეთი, რადიაციამ არ იცის სადაა თქვენი ქვეყნის საზღვრები" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
The Times: ბოლო 1 კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა მინიმუმ სამჯერ სცადეს
04.03 - 11:53
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, გასული 1 კვირის მანძილზე უკრაინის პრეზიდენტის მოკვლა მინიმუმ სამჯერ სცადეს. მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაკლავად 2 სხვადასხვა ჯგუფი - ე.წ ვაგნერის ჯგუფი და ჩეჩნეთის სპეციალური ძალები გაგზავნეს.
Times-ის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გეგმები რუსულმა ფედერალური უსაფრთხოების ძალებმა ჩაშალეს. მათ უკრაინის ოფიციალური პირები დაგეგმილი მცდელობების შესახებ გააფრთხილეს.
მკვლელობის მცდელობებს ადასტურებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვიც. მისი განცხადებით, ინფორმაცია იმ ორმაგი აგენტებისგან მიიღეს, ვისაც „ამ სისხლიან ომში მონაწილეობა არ სურთ“.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაიკავეს
04.03 - 11:10
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ცნობით, პერსონალი აკონტროლებს ელექტროსადგურის ელექტროსადგურების მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათ მუშაობას ტექნოლოგიური რეგლამენტის შესაბამისად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე მინიმუმ 9 166 სამხედრო დაკარგა
04.03 - 11:17
უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის 1 251 ტანკის, 9 939 საბრძოლო ბრონირებული ტრანსპორტის, 105 საარტილერიო სისტემის, 33 თვითმფრინავის, 37 ვერტმფრენის, 404 ტრანსპორტის განადგურება შეძლეს. შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მონაცემები მუშავდება, თუმცა დათვლა შეტაკებების გამო გართულებულია.
Airbnb რუსეთსა და ბელარუსს ტოვებს
04.03 - 10:55
ბინის მოკლევადიანი გაქირავების სერვისი- Airbnb რუსეთსა და ბელარუსში ფუნქციონირებას წყვეტს. ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო შეზღუდვების ნაწილია.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია 100 000 იძულებით გადაადგილებულ უკრაინელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია
04.03 - 09:05
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ჩააქრეს. დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.
ჯონსონი: პუტინის უგუნური ქმედებები მთელი ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმომადგენს
04.03 - 07:58
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის უგუნური ქმედებები მთელი ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნული განცხადება ჯონსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სიტუაციას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა.
"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებოს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ქარხანაში", - აღნიშნულია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში.
ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდეს. იგი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მეხანძრეები დაუშვეს
04.03 - 07:25
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მეხანძრეები დაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი აცხადებს.
რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს
04.03 - 04:23
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. სადგურს ცეცხლი უკიდია. ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე. მისივე თქმით, მაშველები ვერ ახერხებენ ცეცხლის ჩაქრობას, რადგან სადგურს ახლაც ესვრიან.
რუსეთში Facebook-ი შეფერხებით მუშაობს
04.03 - 03:11
რუსეთში Facebook-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ აპლიკაციით საერთოდ ვერ სარგებლობენ, ნაწილი კი ამბობს, რომ Facebook-ი ხარვეზით მუშაობს და ისინი ვერ ხსნიან მესიჯებს, ფოტო და ვიდეო მასალებს.
გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე რადიო თავისუფლების, BBC-ს რუსული ბიუროს და Deutsche Welle-ს საიტები გაითიშა. კრიტიკული მედია Meduza io იტყობინება, რომ მომხმარებლებს მათ ვებ-გვერდზეც უჭირთ შესვლა.
უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირში ცხოვრების 3-წლიანი უფლება მიიღეს
04.03 - 02:39
უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირში ცხოვრების 3-წლიანი უფლება მიიღეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ქვეყნის დატოვება თითქმის 875 000 ადამიანს მოუწია.
მაკრონი: პუტინს ვესაუბრე, ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე
04.03 - 00:42
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. როგორც მაკრონი ამბობს, პუტინი ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე.
ჩერნიგოვში კორპუსის ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
03.03 - 22:05
რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ჩერნიგოვში კორპუსის ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, კორპუსი საავიაციო თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა. მისივე თქმით, ნანგრევებიდან ამოყვანილია 18 დაშავებული.
რუსებმა ზაპოროჟიეში მრავალპროფილურ კლინიკას ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი
03.03 - 22:04
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მრავალპროფილურ კლინიკას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობა სერიოზულად დაზიანდა. ამ დროისთვის კლინიკაში არსებობს პრობლემა წყალმომარაგებასთან და ელექტროენერგიასთან.
ზელენსკი: ღმერთმა არ ქნას, ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება საქართველო, მოლდოვა, სხვები
ჰუმანიტარული კორიდორები, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესაძლებლობა - მოლაპარაკებების II რაუნდი
03.03 - 21:56
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მხარეები შეთანხმდნენ ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობაზე, შეთანხმდნენ რაც მოქალაქეების ევაკუაციისა და მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების მიწოდებას ითვალისწინებს და კორიდორების ადგილებში ევაკუაციის პერიოდში დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილეს.
პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტაზე შეთანხმება არ მიღწეულა და მხარეები მხოლოდ მის შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ, თანაც მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ჰუმანიტარული კორიდორები მოეწყობა.
ზელენსკი: პრეზიდენტი რომ არ ვიყო, უკვე შევუერთებოდი მოხალისეებს საბრძოლველად
03.03 - 21:14
ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი მოლდოვასაც შეაქვს
03.03 - 21:13
"30 წელი დასჭირდა მოლდოვას, რომ მომწიფებულიყო, ახლა, ქვეყანა მზადაა, საკუთარ მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა", - თქვა მაია სანდუმ ბრიფინგზე.
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს
03.03 - 15:40
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს
ინფორმაცია ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, გენადი ლაგუტამ გაავრცელა.
მისივე განცხადებით, არ შეუწყვეტია მოვალეობის შესრულება.
IKEA რუსეთსა და ბელორუსში მუშაობას წყვეტს
03.03 - 15:07
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით, სულ მცირე, 500 მილიონ ევროს გამოუყოფს
03.03 - 14:13
მინუს ერთი - უკრაინელებმა ვოლნოვახასთან რუსული გამანადგურებელი სუ 34 ჩამოაგდეს
03.03 - 13:47
გაერთიანებული ძალების ცნობით, ამ საფრენი აპარატით რუსეთი გეგმავდა, თავს დასხმოდა მშვიდობიან მოქალაქეებს და გაენადგურებინა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
"დიდება უკრაინას, ჩვენ გავიმარჯვებთ". - აცხადებს გაერთიანებული ძალები.
ზელენსკი: მტერს საზღვართან არც ერთი მიმართულებით არ აქვს წარმატება
03:03 - 13:26
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა:
"ჩვენი თავდაცვის ყველა ხაზი დაცულია. მტერს საზღვართან არც ერთი მიმართულებით არ აქვს წარმატება. ისინი სულიერად დემორალიზებულები და განწირულები არიან".
გერმანია უკრაინას დამატებით 2 700 ერთეულ ანტი საზენიტო რაკეტას გაუგზავნის
03.03 - 13:13
რა ხდება უკრაინაში ფრონტის ხაზზე - ოფიციალური კიევის ცნობები
03.03 - 12:50
უკვე 8 დღეა, უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთი ქვეყანაში 24 თებერვალს შეიჭრა.
ოფიციალური კიევის განცხადებით, 3 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით:
- საოკუპაციო ძალებმა წინსვლა ვერ შეძლეს ვერც ერთ ტერიტორიაზე, რომელსაც თავს ესხმიან, ამიტომ, შეცვალეს ტაქტიკა და დიდი ქალაქების საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ ღამის საათებში.
- უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ საზღვრების მტკიცედ დაცვას, კონტრშეტევებს და საპასუხო თავდასხმებს, ბლოკავენ ოკუპანტების ძალებს სხვადასხვა მიმართულებით.
- ვოლინის მხარეს, სახელმწიფო საზღვართან გრძელდება მტრის მობილიზება.
- 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ICC-ს მიმართა. მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო"დაუყოვნებლივ გააგრძელებს" უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას.
- პოლისიას რეგიონში მტერი ცდილობს, შეტევა მიიტანოს კოზაროვიჩის, ვიშჰოროდის, ფასტივის და ობუხივის დასახლებების მიდამოებში. ასევე, რუსების საველე საველე ლოგისტიკური ბანაკების შემდგომი განლაგება შეინიშნება ბოროდიანკას, კატიუჟანკასა და გავრონშჩინას რაიონებში.
- ჩრდილოეთის მხარეს რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა - ქალაქებში ჩერნიგოვი, ნიჟნი და სუმი, ლებედინ და ოხტირკა რუსები ცდილობენ, თავიდან აირიდონ უკრაინულ არმიასთან დაპირისპირება, ასევე, ცდილობენ, მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბნებამდე.
- მტრის შენაერთები და ქვედანაყოფები კონცენტრირებულები იყვნენ ბარიშევკას, ნოვა ბასანის და ლიუბეჩის დასახლებების მიმდებარედ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მე-14 არმიის შენაერთმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობები, გადაჯგუფდა და ცდილობს შეტევას ბროვარისა და კიევის მიმართულებით.
- სლობოჟანსკის მხარეს მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას ზოლოჩივის, ხარკოვისა და ბალაქლიას რაიონებში, ცდილობს განაგრძოს შეტევა ლოზოვას მიმართულებით და აქვს დაკარგული აღჭურვილობისა და პერსონალის შევსების კატასტროფული საჭიროება.
- დონეცკის მიმართულებით 1-ლი და მე-2 არმიის კორპუსის ოკუპანტები არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ნოვი აიდარის, ვოლნოვახასა და მარიუპოლის რაიონებში. მტერმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - მარიუპოლის აღებას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას.
- ტავრიას მხარეს მტერი შეტევებს არ წყვეტს.
- შავი ზღვის საოპერაციო ზონაში საზღვაო ფლოტი არ წყვეტს სამოქალაქო გემების მიმართულებით სროლას და მეზღვაურების გატაცებას.
- რუსეთმა ოფიციალურად პირველად აღიარა თავისი ჯარისკაცების მასობრივად სიკვდილი და დაჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილია 498 სამხედრო, დაჭრილია 1597.
- მტრის ძალების ნაწილი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ენერჰოდარის, ვასილივკას, ტოკმაკის, ნოვოპეტრივკას რაიონებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე გენერალური არმიის 205-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ოპერატიული რეზერვების ნაწილის გადაჯგუფების შემდეგ, ის აგრძელებს შეტევას ზაპოროჟიასა და მარიუპოლის გარეუბნებამდე მისვლის მიზნით.
- რუსულმა ჯარმა ჩამოაგდო და გაანადგურა მცირე სადესანტო ჯგუფი.
- შავ ზღვაში ოდესის მიმართულებით მოძრაობს 4 რუსული სამხედრო გემი, 3 მათგანი აღჭურვილია რაკეტით.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, სუ 30 ჩამოაგდეს
03.03 - 12:33
ხარკოვის ოლქში, იზიუმში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას 2 ბავშვი და 6 უფროსი ემსხვერპლა
03.03 - 10:05
ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმში რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო პირების საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.
ოკუპანტების თავდასხმის ობიექტი ასევე იყო სუპერმარკეტი და სკოლა.
შედეგად 2 ბავშვი და 6 ზრდასრული ადამიანი დაიღუპა.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, რუსეთსა და ბელარუსში ჭადრაკის ტურნირები აღარ გაიმართება
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, რუსეთსა და ბელარუსში ჭადრაკის ტურნირები აღარ გაიმართება
"FIDE გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების გამო. FIDE ომის წინააღმდეგია და ასევე გმობს სამხედრო საშუალებების ყოველგვარ გამოყენებას პოლიტიკური კონფლიქტების მოსაგვარებლად. რუსეთსა და ბელორუსში FIDE-ს საჭადრაკო შეჯიბრებები და ღონისძიებები აღარ გაიმართება". - წერია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.
ICC უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას გააგრძელებს
03.03 - 09:25
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) "დაუყოვნებლივ გააგრძელებს" უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას.
საქმის წარმოება 2013 წელს დაიწყო, როცა კიევში პრორუსული მთავრობის მიმართ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
პროკურორ კარიმ ხანის განცხადებით, გამოძიება მას შემდეგ ახლდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სასამართლოს კი შესაბამისი მოთხოვნით 39-მა ქვეყანამ მიმართა, მათ შორის ICC-ის დამფუძნებლებმა, კანადამ და საფრანგეთმა.
უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია
03.03 - 08:38
უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია.
გაეროს განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 1 კვირაზე ნაკლებ დროში, ქვეყნის მოსახლეობის 2%-ზე მეტი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი და ქვეყანა დაეტოვებინა.
ყველაზე მასობრივი ევაკუაცია ხარკოვიდან მოხდა, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან, რომელსაც რუსული ჯარები უტევენ და ბომბავენ.
გაერო აცხადებს, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ბომბებს გაურბოდა და მატარებელში ასვლას ცდილობდა, მაგრამ ბევრმა მათგანმა არც იცოდა, საით სურდა ან აპირებდა წასვლას.
Unian: კიევში აფეთქებების ხმა ისმის
03.03 - 04.01
უკრაინული გამოცემა, Unian-ის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის სხვადასხვა დასახლებაში ღამის 1:40-ის შემდეგ აფეთქებების ხმა ისმის.
მოწმე Unian-ს უყვება, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა გოლოსევოსა და პეჩერსკის დასახლებებში. აფეთქებები მეტროს სიახლოვესაც ისმის.
ქალაქში ჩართულია საჰაერო თავდასხმის სიგნალი. ყველა მაცხოვრებელს უახლოეს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
რუსული ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმს ბომბავენ
03.03 - 03:51
ქალაქის მერის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ სახლებს.
გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 კვირის განმავლობაში 9 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
03.03 - 03:31
„თითქმის 9 000 მოკლული რუსი ერთ კვირაში. ნიკოლაევსკის მიმართულებით მათ მოუწევთ ორასეულები და სამასეულები ათობით ვერტმფრენით გადაიყვანონ.
ისინი [სამხედროები] 19 წლისები, 20 წლისები არიან. ისენი არ არიან ომის მეომრები. ისინი დაკარგული ბავშვები არიან, ვინც გამოიყენეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ მიმართვაში.
მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა
03.03 - 03:02
მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა დაუყოვნებლივ შეაჩერა.
ისინი მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და „უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებულ ბოროტებას" ასახელებენ.
გერმანიამ სანქცირებულ რუს მილიარდს $600 მილიონის ღირებულების იახტა ჩამოართვა
03.03 - 02:47
რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს ევროკავშირმა ორშაბათს სანქციები დაუწესა
Forbes-ის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი საკუთრება, 156-მეტრიანი იახტა Dilbar, რომელიც 600 მილიონ დოლარად არის შეფასებული, გერმანიის ხელისუფლებამ ჰამბურგში ჩამოართვა.
ჯონსონი: 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართა
03.03 - 01:13
"ამ საღამოს მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში ბარბაროსულ შეჭრაზე ისტორიაში ყველაზე დიდი განაცხადით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.
ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ პუტინს ამ საშინელი ქმედებებს დაუსჯელად ვერ ჩაიდენს" - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.
რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსების გასროლილი რაკეტა უკრაინელებმა ჩამოაგდეს
03.03 - 00:56
„განმარტება სადგურზე მომხდარი აფეთქების შესახებ. ჩვენმა გმირულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რუსი ნაცისტების რაკეტა, რომელიც განკუთვნილი იყო ერთ-ერთი საკონტროლო ცენტრისთვის. ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებმა მაგისტრალი დააზიანა, თუმცა ზარალი დილისთვის აღმოიფხვრება. თუ ეს რაკეტა სამიზნეს მოხვდება სადმე კიევის ცენტრში, მსხვერპლი და ნგრევა საშინელი იქნება. დიდება უკრაინის საჰაერო თავდაცვას!" - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანტონ გერაშენკო.
აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რუსეთსა და ბელარუსს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს
03.03 - 00:14
თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის მიზანი რუსეთის თავდაცვის სექტორისა და სამხედრო ძალების დასუსტებაა, ამიტომ აშშ-ის მთავარი სამიზნე რუსეთის სიმდიდრის მთავარი წყაროები გახდნენ. გარდა ამისა, ამერიკა რუსულ ავიახაზებს აშშ-ის საჰაერო სივრცეს უკეტავს.
სანქციები მოიცავს:
- შეზღუდვებს რუსეთსა და ბელარუსში ტექნოლოგიური პროდუქტების იმპორტზე;
- რუსული თავდაცვის ერთეულების სრული დაბლოკვას;
- ექსპორტის კონტროლს ნავთობის მოპოვებაზე;
- შეზღუდვებს რუსული და ბელარუსული ჯარების მხარდამჭერ ერთეულებზე;
- რუსულ ავიაციას ეკრძალება აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლა და გამოყენება;
რომან აბრამოვიჩი ჩელსის ყიდის
02.03 - 23:00
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯამში 180-ზე მეტი რაკეტა ისროლა
02.03 - 22:15
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა რუსები მიზანმიმართულად თავს ესხმიან, სამოქალაქო შენობებსა და დასახლებული პუნქტებსაც.
„რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მტერმა 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის ტერიტორიაზე. სამხედრო დანაყოფების გარდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურამ და დასახლებულმა პუნქტებსაც უდიდესი ადამიანური დანაკარგი ჰქონდა. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით მიმართავენ მაროდიორობას, კლავენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებსაც“, - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვაში ამტკიცებენ, რომ უკრაინაში 498 რუსი სამხედრო დაიღუპა
02.03 - 21:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 498 რუსი სამხედრო დაიღუპა, 1597 კი დაშავდა.
გარდა ამისა, რუსული თავდაცვა ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის მხრიდან დანაკარგებზე. მათი მტკიცებით, დაიღუპა 2 870-ზე მეტი უკრაინელი, ხოლო 3 700-მდე დაშავდა. ხოლო ტყვედ 572 პირია აყვანილი.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა დანაკრგის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უკრაინული მხარის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან 5 800-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
ზელენსკი: ველოდები პოზიტიურ სიგნალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე
02.03 - 19:07
"მუდმივ კავშირზე ვარ ჩვენს სანდო მეგობართან, შარლ მიშელთან. განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და დიპლომატიური მცდელობები. ველოდები პოზიტიურ სიგნალებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე".
ჯარის ქმედებებზე "ფეიკნიუსის" გავრცელებისთვის რუსეთში 15-წლიანი სასჯელის შემოღებას აპირებენ
02.03 - 18:53
რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებზე "ფეიკნიუსის" გავრცელებისთვის რუსეთში 15 წლით თავისუფლების აღკვეთის შემოღებას აპირებენ. ცვლილებები რუსეთის სახელმწიფო დუმაში უკვე დარეგისტრირდა.
"პირველი ნაწილი ზოგადია, რომელიც ეხება ასეთი ფეიკნიუსების დამზადებასა და გავრცელებას - გათვალისწინებულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. თუ საქმიანობა ხორციელდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფში ან ადამიანთა ორგანიზებულ ჯგუფში, ინტერნეტისა და გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენებით, მაშინ სასჯელი უფრო დიდი - 5-დან 10 წლამდე იქნება. თუ პირი შეგნებულად ავრცელებს ტყუილ ინფორმაციას, რასაც საზოგადოებისთვის საშიში შედეგები მოყვა, მაშინ სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება", - განაცხადა ცვლილებების თანაავტორმა, დეპუტატმა ვასილი პისკარევმა.
UNIAN: რუსი ოკუპანტების გამო ხერსონის რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა
02.03 - 17:43
უკრაინაში, ხერსონთან, ჩერნობაევსკაიას მეფრინველეობის მეურნეობა, რომელიც ევროპაში ქათმის კვერცხის წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, უფუნქციოდაა დარჩენილი.
გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ფერმაში 3 მილიონი ქათამი, რეალურად, შიმშილით იხოცება, მათთვის საკვების მიწოდების შეუძლებლობის გამო.
Ukrlandfarming სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრინველი დაიხოცება და მათი და კვერცხის ნარჩენის გატანა ვერ მოხერხდება. მათივე თქმით, გარდა გარემოსდაცვითი საფრთხისა, საწარმოების დახურვამ შეიძლება გამოიწვიოს კვერცხის დეფიციტი უკრაინაში.
გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ ხარკოვის რეგიონის ბოგოდუხოვსკაიას მეფრინველეობის ფერმა და ოხოჩეს მეფრინველეობის ფერმა.
ხადარკოვსკი რუსეთის მოქალაქეებს ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
02.03 - 17:40
"პუტინი უკრაინაში გაიჭედა და იმისთვის, რომ ვითარებას გაუმკლავდეს, უკრაინისკენ გადაისვრის ყველაფერს, რაც აქვს, პოლიციას, სამხედრო პოლიციას, სწრაფი რეაგირების სპეციალურ დანაყოფს.
თითოეული ადამიანი, რომელიც ახლა რუსეთის ქალაქების ქუჩებში გამოდის, თითოეული ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში, პუტინს უკრაინელი მოქალაქეების დასახოცად ძალის ნაწილს აცლის.
გიღირთ თქვენი 15 დღე თუნდაც ერთი უკრაინელის სიკვდილის თავიდან ასარიდებლად? თუ კი, გადით ქუჩებში და შემდეგ ციხეში ჩაჯექით.
მე 10 წელზე მეტხანს ვიჯექი საპატიმროში იმის დასაცავად, რასაც სწორად ვთვლიდი. თუ ფიქრობთ, რომ სწორია, არ ხოცავდნენ მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტიპს ეს მოუნდა, გაუწიეთ მას წინააღმდეგობა. დღეს ქუჩაში აქციაზე გასვლა უკრაინაში ადამიანები მკვლელობის წინააღმდეგ ქმედებაა".
ევროკავშირმა რუსეთში ევროს ბანკნოტების მიწოდება აკრძალა
02.03 - 17:36
ევროკავშირმა რუსეთში ევროს მიწოდება აკრძალა ევროკავშირმა რუსეთში ევროს ბანკნოტების მიწოდება აკრძალა. კერძოდ აკრძალულია ევროს გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტირება ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, კომპანიისთვის, დაწესებულებისთვის, მთავრობისთვისა და ცენტრალური ბანკისთვის.
აკრძალულია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მიერ თანადაფინანსებული სამომავლო პროექტებში ინვესტირება, მონაწილეობა ან სხვაგვარად წვლილის შეტანა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 7 დღეში, 2000-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა
02.03 - 17:31
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - 24 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით, ოკუპანტებმა 2 000 სამოქალაქო პირი მოკლეს.
"საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, მხარი დაგვიჭირონ, შემდგომი სიკვდილის პრევენციის მიზნით". - აცხადებს საგანგებო სიტუაციების სამსახური.
ევროკავშირი SWIFT-დან შვიდ რუსულ ბანკს თიშავს
02.03 - 17:04
ევროკავშირის განცხადებით, SWIFT-დან შვიდი რუსული ბანკი გაითიშება. კერძოდ საუბარია შემდეგ ბანკებზე: Bank Otkritie, Novikombank, Promsvyazbank, Bank Rossiya, Sovcombank, VNESHECONOMBANK (VEB), VTB BANK. შეზღუდვები ძალაში შედის 12 მარტიდან.
ლავროვი: მესამე მსოფლიო ომი გამანადგურებელი ბირთვული ომი იქნება
02.03 - 16:42
"მესამე მსოფლიო ომი იქნება გამანადგურებელი ბირთვული ომი", - განაცხადა ლავროვმა.
"უკრაინის სამხედრო ოპერაცია, მათ შორის კიევში, მიმართულია უკრაინის განიარაღებისკენ. რუსეთი არ დაუშვებს, უკრაინამ ბირთვული იარაღი მიიღოს".
არესტოვიჩი: რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლოა დღეს, 2 მარტს შედგეს
02.03 - 16:40
პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდის სავარაუდო თარიღი დაასახელა.
არესტოვიჩმა, ასევე თქვა, რომ დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი იქნება, მათი პოზიციები კი მყარი. მისი თქმით, შეხვედრა, შესაძლოა, დღეს, 2 მარტს შედგეს.
არესტოვიჩი: დონბასში, ერთ-ერთი ნაწილში უკრაინული ჯარი შეტევაზე გადავიდა
02.03 - 16:37
ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-7 დღეს უკრაინული ჯარი პირველად გადავიდა შეტევაზე.
"ეს კარგი ამბავია". - აცხადებს არესტოვიჩი.
მისი განცხადებით, უკრაინული ჯარები შეტევაზე დონბასში, ერთ-ერთ ნაწილში - გორელოვკას გარეუბანში გადავიდა.
"ისინი იქ რჩებიან და ალბათ, განავითარებენ კიდეც შეტევას, რაც არ შეიძლება, არ იყოს კარგი ამბავი. ომის დაწყებიდან მე-7 დღეს პირველად მოხდა, რომ უკრაინული ქვედანაყოფი შეტევაზე გადავიდა. ვფიქრობ, ეს არ ბოლო და უკანასკნელი კონტრშეტევა. მალე მოვა, როცა ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს მიწას, არამედ გავათავისუფლებთ მას". - აცხადებს არესტოვიჩი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.
ენერგოდარში მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს, რათა ოკუპანტები ატომურ სადგურამდე არ მიუშვან
02.03 - 14:19
ქალაქ ენერგოდარში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, რათა ოკუპანტებს გავლის საშუალება არ მისცენ.
ენერგოდარში ტომური ელექტროსადგურია განთავსებული და რუს ოკუპანტებს სწორედ ამ ადგილამდე მისვლა სურთ. ქალაქი უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონს შორის მდებარეობს.
უიარაღო მოქალაქეებს ატომური ელექტროსადგურამდე მისასვლელი გზა ცოცხალი ძალით აქვთ ჩაკეტილი.
უკრაინა ხერსონის დაცემას უარყოფს
02.03 - 14:09
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოკუპანტებს ქალაქი ხერსონი არ აუღიათ.
სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით:
„ჩვენი ბრიგადის ინფორმაციით, ბრძოლები ახლა მიმდინარეობს. ქალაქი სრულად აღებული არ არის, ზოგიერთი ნაწილი ჩვენი კონტროლის ქვეშაა".
მარიუპოლის მერის თქმით, დაბომბვების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
02.03 - 14:06
მარიუპოლთან მძიმე ბრძოლები გრძელდება.
უკრაინული ქალაქი, სადაც 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სამი მხრიდან არის ალყაშემორტყმული რუსული ჯარების მიერ.
2 მარტს, დილით, მარიუპოლს რუსული არმია ბომბავდა. მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ამის მიუხედავად, უკრაინელებმა შეძლეს მობილური კომუნიკაციების აღდგენა.
მისივე თქმით, დაჭრილია ათობით ადამიანი და მათი რიცხვი იზრდება.
დღეს ჰოსპიტალში 128 ადამიანია. ექიმები სახლებში წასვლას ვერ ახერხებენ. ისინი მარიუპოლის მცხოვრებლების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
უკრაინის დასაცავად რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში 19 წლის მოთხილამურე, ევგენი მალიშევი დაიღუპა
02.03 - 12:15
ზელენსკი: ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა სანქციებს, რას ელოდება ზოგი სხვა ქვეყანა?
02.03 - 12:09
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დილის ბრიფინგზე თქვა:
"ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ!
მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?
ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა შეუძლებელია, დარჩე ნეიტრალური".
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და აქვს ღიად პრორუსული პოლიტიკა.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი აიღეს
02.03 - 08:01
ქალაქის მერი ამბობს, რომ რუსულმა ჯარებმა პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს. ის ცენტრალურ ხელისუფლებას და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ქალაქში მედიკამენტებისა და საკვების გაგზავნას, ასევე, დაჭრილების ევაკუაციას სთხოვს. საკრებულოს წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, რომ უკრაინის მხარეს ქალაქისთვის ბრძოლების დროს 200-მდე ადამიანი დაიღუპა.
აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს
02.03 - 06:55
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის ცას კეტავს.
"დღეს საღამოს ვაცხადებ, რომ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებით ყველა რუსული რეისისთვის ცის დაკეტვასთან დაკავშირებით, რითაც რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული იქნება და მის ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლა განხორციელდება", - განაცხადა ბაიდენმა.
ხარკოვში რუსული დესანტი სამხედრო ჰოსპიტალს თავს დაესხა
02.03 - 06:53
ხარკოვში რუსული დესანტი დაეშვა. უკრაინელი სამხედროები მათ მოგერიებას ცდილობენ. უკრაინის უსაფრთხობის სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტები სამხედრო ჰოსპიტალს დაესხნენ თავს.
Ford-ი რუსეთში მანქანების მიწოდებას წყვეტს
02.03 - 02:32
ავტომობილებს მწარმოებელი კომპანია Ford-ი რუსეთში მანქანების მიწოდებას წყვეტს. გარდა ამისა, კომპანია გადაურიცხავს 100 000 დოლარს საერთაშორისო ფონდს Global Giving Ukraine Relief Fund, რომელიც თავის მხრივ ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. მანამდე რუსეთში ავტომობილების მიწოდება შემდეგმა კომპანიებმა შეწყვეტის: მერსედესმა, BMW, იაგუარმა, ლენდ როვერმა, სიტროენმა, აუდიმ, ასევე General Motors-მა.
ამერიკული კინოსტუდიები რუსეთისთვის ფილმების მიწოდებაზე უარს ამბობენ
02.03 - 02:31
ამერიკული კინოსტუდიები რუსეთისთვის ფილმების მიწოდებას წყვეტენ. ერთ-ერთი ბოლო კომპანია, რომელიც გადაწყვეტილებას შეუერთდა Universal Pictures-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ფილმების კინოგაქირავება შეაჩერეს Disney-მ, Warner Bros-მა, Sony-მ და Paramount-მა.
ჟიტომირში რუსებმა სადესანტო ბაზას ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, რომელიც სახლებსაც მოხვდა
02.03 - 02:00
ჟიტომირში რუსეთის ძალებმა 95-ე სადესანტო ბაზას ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. რაკეტამ გვერდზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა, სადაც ხანძარი გაჩნდა.
ზელენსკი: თუ ნატო მზად არაა წევრად მიგვიღოს, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება
02.03 - 00:28
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, თუ ნატო მზად არაა წევრობა შესთავაზოს.
"თუ ჩვენი პარტნიორები ჯერ არ არიან მზად უკრაინა ნატოში მიიღონ...რადგან რუსეთს ეს არ სურს [უკრაინის ნატოში გაწევრიანება], - მაშინ მათ უნდა შეიმუშავონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის... ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი საზღვრები დაცულია, გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობები ჩვენს ყველა მეზობელთან, და გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხობას იურიდიულად დაიცავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთში შესაძლოა ვიკიპედია დაბლოკონ
01.03 - 23:01
რუსეთში შესაძლოა ვიკიპედია დაბლოკონ. როსკომნადზორს შესაბამისი მოთხოვნით რუსეთის პროკურატურამ მიმართა. მიზეზი სტატიის გამოქვეყნებაა, სახელწოდებით "რუსეთის უკრაინაში შეჭრა".
Роскомнадзор прислал уведомление от Генпрокуратуры с угрозой блокировки Википедии за статью «Вторжение России на Украину (2022)». pic.twitter.com/O3vKd7H1GV
ზურაბიშვილი: პრეზიდენტის მხარდაჭერა გამოიხატება არა დროშების გადმოფენაში, არამედ განცხადებებში
01.03 - 22:34
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოს გამოეხმაურა, სადაც ჩამოთვლილი იყო ის "მხარდამჭერი აქტივობები", რომელიც ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ გაატარა.
"საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
რუსეთში რადიოსადგური ეხო მოსკვი და ტელეარხი დოჟდი გათიშეს
01.03 - 22:33
მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და დოჟდის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. პროკურატურის მტკიცებით, ხსენებული მედია საშუალებები "რუსეთის მიერ დონეცკსა და ლუგანსკის დაცვის სპეცოპერაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ".
რიში: იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას
01.03 - 22:32
"14 წლის წინ როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მთელი მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი იჭრება უკრაინაში, მე შეძრწუნებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, იპოვონ ის გამბედაობა, რომელიც უკრაინელებმა გამოიჩინეს", - ჯიმ რიში.
კიევში ტელეანძის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა
01.03 - 21:55
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კიევში ტელეანძის დაბომბვის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა.
უკრაინის დაზვერვა: საზღვართან 300-მდე ბელარუსული ტანკია, ისინი რუსების პროვოკაციას ელიან
01.03 - 21:28
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ქვეყნის საზღვართან 300-მდე ბელარუსული ტანკი დგას, რომელიც რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციას ელოდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს.
დანილოვი: განადგურებულია კადიროვის ელიტური დაჯგუფება, რომელთაც ზელენსკის მოკვლა უნდოდათ
01.03 - 21:25
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია კადიროვის "ელიტური" დაჯგუფება, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა. მისივე თქმით, ეს დაჯგუფება ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი გოსტომელში აიყვანეს, ხოლო მეორე "მიზანშია ამოღებული".
ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, უკრაინას წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს
01.03 - 20:48
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირს მოუწოდებს უკრაინას წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭოს. ევროპარლამენტში განხილულ რეზოლუაციას 637 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მდა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: პუტინი პირადად იქნება პასუხისმგებელი თავისი მოსახლეობის სირთულეებზე
01.02 - 20:13
ჩვენ არ გვსურს რუსეთის მოსახლეობას ვავნოთ, მაგრამ ეკონომიკური და ფინანსური სანქციების შემოღებით, უპირობოდ, ვლადიმირ პუტინი პირდაპირ და პირადად იქნება პასუხისმგებელი თავისი მოსახლეობის სირთულეებზე.
ლუკაშენკო: ბელარუსი სამხედროები უკრაინაში არ არიან, ამის საჭიროება არაა
01.02 - 20:03
ალექსანდრ ლუკაშენკო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბელარუსი სამხედროები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ.
"უფრო მეტიც, რუსულ ხელმძღვანელობას ჩვენ წინაშე არასდროს დაუსვამს ეს საკითხი - შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენს მონაწილეობაზე", - თქვა ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
"ჩვენ მომავალშიც არ ვაპირებთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ამის საჭიროება არაა", - განაცხადა მან.
მექსიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება
01.03 - 19:36
მექსიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეზ ორბადორმა გააკრიტიკა სოციალური ქსელების მხრიდან რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების დაბლოკვა, რასაც მან ცენზურა უწოდა.
"არ ვაპირებთ რაიმე ეკონომიკურ რეპრესიებზე წასვლა, რადგან გვინდა მსოფლიოში ყველა მთავრობასთან კარგი ურთიერთობები გვქონდეს", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
რუსებმა კიევში ტელეანძას ჭურვი ესროლეს
01.03 - 19:24
კიევში, რუსებმა ტელეანძას ჭურვი ესროლეს. ის სააპარატოს მოხვდა.
ზელენსკი ევროპარლამენტს: დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ და არ მიგვატოვებთ
01.03 - 16:12
"მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველას ვაჩვენებთ ზუსტად იმას, ვინც ვართ. ევროკავშირი იქნება ბევრად ძლიერი ჩვენთან ერთად. თქვენს გარეშე კი უკრაინა მარტო დარჩება.
ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ძალა. ჩვენ მინიმუმ ის დავამტკიცეთ, რომ ჩვენ იგივე ვართ ვინც თქვენ. ამიტომ ახლა თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ხართ და არ მიგვატოვებთ. დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ. ამის შემდეგ კი სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, სინათლე სიბნელეზე. დიდება უკრაინას." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
CNN: კიევისკენ 64 კილომეტრიანი სამხედრო კოლონა მიემართება
01.03 - 15:33
სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, ბელარუსის მხრიდან კიევისკენ სამხედრო მანქანების კოლონა მიემართება.
კოლონა 64 კილომეტრიანია.
ბელარუსის სამხედროები უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში შევიდნენ
01.03 - 15:21
ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფოს სპეციალური კომუნიკაციებისა და დაცვის სამსახური ავრცელებს და ადასტურებს ვიტალი კრილოვი, ჩრდილოეთის დაცვის ძალების რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენელი.
„ბელარუსი ომში შევიდა. ბელარუსი ჯარისკაცები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ",- აცხადებს კრილოვი.
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუსეთსა და ბელარუსს ყინულზე სრიალის საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა აუკრძალა
01.03 - 14:15
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციები გაითვალისწინეს.
გადაწყვეტილება, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს კავშირის საერთაშორისო ჩემპიონატებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას უკრძალავს, დაუყოვნებლივ ამოქმედდა.
ოკუპანტები ხერსონში საცხოვრებელ სახლებს ესვრიან
01.03 - 13:25
Maersk რუსეთში და რუსეთიდან მიწოდებას აჩერებს
01.03 - 13:22
Maersk, საკონტეინერო გადაზიდვის მსოფლიოში ყველაზე კომპანია რუსეთში და რუსეთიდან ტვირთების მიწოდებას აჩერებს
"რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ჩვენ, Maersk, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვემზადებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების შესასრულებლად.
ჩვენი მზადება შეიცავს Maersk-ის ჯავშნების შეჩერებას რუსეთიდან და რუსეთში როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზებით". - აცხადებს კომპანია.
Mersk მიუთითებს, რომ ამასთან, ეცდებიან, დანიშნულების ადგილამდე მიიტანონ ის ტვირთი, რომელიც უკვე გზაშია.
კომპანიის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ტვირთია და მოიცავს ფარმაცევტულ საქონელს და სურსათს.
"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტვირთთან დაკავშირებით ყველა რისკი ავიცილოთ და ის მომხმარებლებამდე მივიდეს. აღსანიშნავია, რომ იზღუდება საჰაერო სივრცეც და ეს ჩვენს სერვისზეც აისახება". - აცხადებს მაერსკი.
კომპანია დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
Google, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, Russia Today-სა და Sputnik-ის Youtube არხებს ევროპის მასშტაბით ბლოკავს
01.03 - 13:02
"უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ევროპის მასშტაბით დაუყოვნებლივ ვბლოკავთ Youtube-ზე Russia Today-სა და Sputnik-თან დაკავშირებულ არხებს. ჩვენს სისტემას ამის განხორციელებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება სიტუაციას, რათა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები" - აცხადებს Google.
Due to the ongoing war in Ukraine, we’re blocking YouTube channels connected to RT and Sputnik across Europe, effective immediately. It’ll take time for our systems to fully ramp up. Our teams continue to monitor the situation around the clock to take swift action.
5700 ჯარისკაცი, საწვავის 60 ავზი და სხვა - რუსეთის დანაკარგი 1-ლი მარტისთვის
01.03 - 12:49
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს:
- 5 700 ჯარისკაცი
- 29 თვითმფრინავი
- 29 შვეულმფრენი
- 198 ტანკი
- 77 საარტილერიო ნაწილი
- 846 ჯავშანტრანსპორტიორი
- 24 M270 მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა
- 2 საზღვაო ხომალდი
- 305 მანქანა
- 60 საწვავის ავზი
- 3 უპილოტო საფრენი აპარატი
- 7 ანტი სარაკეტო სისტემა
ბრიტანული დაზვერვის მონაცემები
01.03 - 11:50
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დაზვერვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.
მათი ცნობით:
- კიევთან რუსეთის წინსვლა ბოლო 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელო იყო, მიზეზი, სავარაუდოდ, რუსული ჯარის მუდმივი ლოგისტიკური სირთულეებია.
- რუსულმა ძალებმა გააძლიერეს არტილერიის გამოყენება კიევის ჩრდილოეთით და ხარკოვისა და ჩერნიგოვის სამხრეთით. მძიმე არტილერიას იყენებენ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, რამაც შეიძლება გაზარდოს მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.
- რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ცაზე კონტროლის დამყარების მცდელობა, ამიტომ, რუსული ჯარი ოპერაციებს ატარებს ღამით, დანაკარგის შემცირების მიზნით.
ოკუპანტებმა ვასილკოვში ცეცხლი საერთო საცხოვრებელს გაუხსნეს
01.03 - 10:59
რუსეთმა ხარკოვის ცენტრი დაბომბა
01.03 - 10:54
რუსულმა ჯარმა ხარკოვის ცენტრი დაბომბა.
გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
01.03 - 10:11
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, მათი უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 281 000 უკრაინელი, მეზობელ პოლონეთში გადავიდა, 84 500 უნგრეთში, 36 400 მოლდოვაში, 32 500 რუმინეთში, ხოლო 30 000 სლოვაკეთში.
რუსეთი უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს 50$-ს გადაუხდის
01.03 - 09:44
რუსეთი უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახებს 11 ათას რუბლს გადაუხდის, რაც დაახლოებით 50$-ია.
ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის რადამ გაავრცელა.
"პუტლერმა თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა. 50 დოლარი ღირს რუსი ოკუპანტის სიცოცხლე". - წერს რადა.
ხერსონში რუსი ოკუპანტების ქვეითი ჯარი შევიდა
01.03 - 09:26
ქალაქ ხერსონში რუსი ოკუპანტების ქვეითი ჯარი შევიდა.
ქალაქი ალყაშია.
ჟურნალისტი ალიონა პანინა ამბობს, რომ ყველა მხარეს რუსი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკაა. ისინი ქალაქის გასასვლელებთან საგუშაგოებს აწყობენ.
კიევში, უმანში, ვინიცასა და ჩერკასიში საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალებია ჩართული
01.03 - 09:19
ადგილობრივებს უახლოეს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსების ალყაშია
01.03 - 09:17
ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით, სამხრეთ უკრაინის რეგიონული ცენტრი თითქმის მთლიანადაა გარშემორტყმული რუსი სამხედროებით. მისი თქმით, ქალაქის ყველა გასასვლელთან რუსი სამხედროები და აღჭურვილობაა მობილიზებული.
უკრაინის კომუნიკაციების სამსახურმა რუსული ნომრები დაბლოკა
01.03 - 09:16
უკრაინის კომუნიკაციების სამსახურის ცნობით, უკრაინულმა მობილურმა ოპერატორებმა დაბლოკეს რუსული ნომრების მქონე ტელეფონებზე წვდომა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესულ რუს სამხედროებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაუჭირდებათ.
თუმცა, ამის გამო რუსი ოკუპანტები უფრო ხშირად ართმევენ ტელეფონებს უკრაინელ მოქალაქეებს.
საკომუნიკაციო სამსახური მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მობილური ტელეფონები წაართვეს, დაუკავშირდნენ ოპერატორებს და ნომრის დაბლოკვა სთხოვოს.
ჩენცოვი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების განაცხადი EU-ს წარმომადგენელს გადავეცით
01.03 - 08:27
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა, ევროკავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმოადგენელს, ფილიპ ლეგლის-კოსტას გადავეცი. ის ევროპულ საბჭოში საფრანგეთს წარმოადგენს.
აპლიკაცია დარეგისტრირდა. პროცესი დაიწყო", - წერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისიის ხელმძღვანელი, ვსევოლოდ ჩენცოვი.
უკრაინის ქალაქ ახტირკაში რუსი ოკუპანტების ცეცხლს, სავარაუდოდ, 70 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა
01.03 - 07:52
„გუშინ, მტრის არტილერიამ დაფარა ჩვენი სამხედრო დანაყოფი. ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება. ადგილზე სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახური და მოხალისეები არიან. ბევრია გარდაცვლილი. ახლა ისინი ამზადებენ სასაფლაოებს 70 დაღუპული უკრაინელი სამხედროსთვის. ვამზადებთ ჩვენი ორასეულის მონაცემებსაც", - წერს სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრო ჟივიცკი.
რუსი სამხედროები ქალაქ ხერსონისკენ მიიწევენ
01.03 - 05:45
რუსი სამხედროები ქალაქ ხერსონისკენ მიიწევენ. ქალაქის მერის, იგორ კოლიხაევის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხერსონის შესასვლელთან საგუშაგოები მოაწყვეს, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
აშშ-მა გაეროდან 12 რუსი დიპლომატი გააძევა
01.03 - 03:36
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 12 დიპლომატი გაეროში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყნის დასატოვებლად ვადა 7 მარტამდე მისცეს.
ზელენსკი: რუსეთისგან პროდუქციის შეძენა უკრაინელების მკვლელობისთვის ფულის გადახდას ნიშნავს
01.03 - 02:54
"ქვეყანა, რომელიც იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო ტექნიკას, არ შეიძლება გაეროს წევრი იყოს. ასეთ ქვეყნებს უნდა დაუკეტო მსოფლიოში ყველა პორტალი და აეროპორტი. ასეთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ექსპორტითა და ენერგორესურსებით იშოვოს მილიონები. რუსეთისგან პროდუქციის შეძენა მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მკვლელობისთვის ფულის გადახდას ნიშნავს".
ზელენსკი რუსებს: არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი ხალხის მკვლელობას, აქ ევროპაა, აქ 2022 წელია
ზელენსკი რუსეთზე: რაკეტებით შეიარაღებული ბოროტება სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ
EU-ს ქვეყნების ნაწილი: უკრაინა ევროკავშირში დაუყოვნებლივ უნდა გაწევრიანდეს
01.03 - 02:10
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ისინი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანაბას მტკიცედ მხარს უჭერენ.
საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
"ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები მტკიცედ მხარს ვუჭერთ, უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გავრცელებას. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს პოლიტიკური მხარდაჭერა დააფიქსირონ და დაუყოვნებლივ მიანიჭონ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყონ. ამ კრიტიკულ დროს ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინას სოლიდარობას", - ნათქვამია წევრი ქვეყნების წერილში.
Anonymous-მა რუსეთის და ბელარუსის მთავრობების და კომპანიების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა
01.03-01:45
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა უკრაინსი მხარდასაჭერად, რუსეთისა და ბელარუსის მთავრობების, კომპანიების, სახელმწიფო არსებისა და ბანკების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა.
დაჯგუფების ცნობით, საიტები ბოლო 72 საათში დაიბლოკა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე გამოძიებას იწყებს
02.03 -01:20
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე გამოძიებას იწყებს.
პროკურორ კარიმ ჰანის განცხადებით, გამოძიების დასაწყებად გონივრული საფუძველი არსებობს.
"დავადასტურე, რომ არსებობს გონივრულ საფუძველი გამოძიების დასაწყებად. არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინაში ჩადენილია როგორც სავარაუდო ომის დანაშაულები, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები", - აცხადებს პროკურორი.
კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და განახლებულ საბრძოლო მასალას გაუგზავნის
01.02 -01:18
კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და განახლებულ საბრძოლო მასალას გაუგზავნის. როგორც პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, კანადა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. გარდა ამისა, კანადა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას გეგმავს.
რეზნიკოვის თქმით, 4 დღეში 5 300-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა
01.03 - 00:20
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ოთხ დღეში 5 300-ზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიღუპა და დაიჭრა.
მინისტრის თქმით, ასობით რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედაა აყვანილი.
"ბევრი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა. კრემლი მათ აქცევს კრიმინალებად და მკვლელებად. ბევრი მათგანი მოატყუეს, ზოგი პროპაგანდამ დააშინა. აშკარაა, რომ დამპყრობლების უმეტესობის მოტივაცია დაბალია", - აცხადებს რეზნიკოვი.
დიდმა ბრიტანეთმა რუსულ გემებს საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალა
01.03 - 00:05
ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის გრანტ შეპსის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოზე - უკრაინაზე თავდასხმას უკავშირდება.
"საზღვაო სექტორი ფუნდამენტურია საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი რუსეთის ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვაში. ასეთ ვითარებაში ტრანსპორტის დეპარტამენტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს რუსული გემების გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლას", - ნათქვამია დოკუმენტში.
ხარკოვის მერის თქმით, დაბომბვის შედეგად მანქანაში დაიწვა ოჯახი 3 ბავშვთან ერთად
28.02 - 23:50
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, დღეს ქალაქის დაბომბვის დროს ოჯახი მანქანაში ცოცხლად დაიწვა. საუბარია 2 ზრდასრულსა და 3 ბავშვზე.
"დღეს გადავიტანეთ ძალიან მძიმე დღე. ხარკოვში საცხოვრებელი სახლების დაბომბვამ გვაჩვენა, რომ ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, ეს მკვლელობაა, უკრაინელი ხალხის განადგურება. მხოლოდ დღეს დაშავდა 37 ადამიანი, რომელთა შორის 3 ბავშვია. 4 ადამიანი გავიდა თავშესაფრიდან წყლის მოსაგროვებლად და დაიღუპნენ. მანქანაში დაიწვა ოჯახი - 3 ბავშვთან. ჩვენ ერს ერთად უნდა გადავიტანოთ და გავხდეთ უფრო ძლიერები. ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ხარკოვის მერმა.
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენგან ელოდებიან სოლიდარობას, როცა ევროპა ერთიანია, უნდა გავხდეთ ამის ნაწილი
28.02 - 23:15
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
28.02 - 22:29
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ.
პეტიციას უკვე 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.
შმიგალი: ქართველები დასახმარებლად ფრენას ელიან, იმედია, ღარიბაშვილი ნებართვას გასცემს
28.02 - 22:15
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება", - წერს შმიგალი.
დღეს, საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.
კიევში აფეთქებების ხმა ისმის
28.02 - 21:26
კიევში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ ბალისტიკურ რაკეტები გამოიყენეს. რადას ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, დედაქალაქში სამი დიდი აფეთქება იყო.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა - მე-2 რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება
28.02 - 20:50
უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მათ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების საკითხის განხილვა.
რუსული მხარის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სავარაუდოდ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გაიმართება.
ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა
28.02 - 20:16
ხარკოვში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე, ათობით დაშავდა
28.02 - 20:15
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოქალაქე.
ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ის რაც ახლა ხარკოვში ხდება უკრაინული ერის გემოციდია.
უკრაინა საერთაშორისო ლეგიონს ქმნის
28.02 - 16:45
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა სართაშორისო ლეგიონს ქმნის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარისს განცხადებით: "ჩვენ ვქმნით საერთაშორისო ლეგიონს. უკვე ათასობით თხოვნა გვაქვს უცხოელებისგან, რომლებსაც სურთ, რუს ოკუპანტებს წინ აღუდგნენ და დაიცვან მსოფლიო უსაფრთხოება პუტინის რეჟიმისგან".
უკრაინა: სამხედროები კუნძულ ზმეინიდან ცოცხლები არიან და რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან
28.02 - 16:29
უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე მსახურობდნენ ცოცხლები არიან და რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს.
24 თებერვალს რუსმა სამხედროებმა კუნძულზე კონტროლი დაამყარეს. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ რუსები უკრაინელებისგან ჩაბარებას ითხოვენ, თუმცა ამ უკანასკნელებმა გემს შეაგინეს: "რუსულო გემო, იდი ნა ხუი".
ამის შემდეგ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო კუნძულზე დაიღუპა. თუმცა რუსეთში ამბობდნენ, რომ 82 პირი ტყვედ აიყვანეს.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 26 თებერვალს კუნძულის მიმართულებით სამოქალაქო გემი დაიძრა, რათა ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ, თუმცა ეს გემიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს.
"სამოქალაქო გემის არაკანონიერი დაკავება, არ ასრულებდა რაიმე სამხედრო ამოცანას, არის ომის წესების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან უკრაინის უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.
გერაშენკო: ხარკოვი მასობრივი დაბომბვის ობიექტია, ათობით ადამიანი დაიღუპა
28.02 - 15:30
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ხარკოვი მასობრივი დაბომბვის ობიექტი გახდა.
რუსეთი თავდასხმისთვის ამჯერად BM-21-ს - გრადს იყენებს. ეს საბჭოთა სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული 122 მილიმეტრიანი მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებია.
გერაშენკო ამბობს, რომ ათობით ადამიანი დაიღუპა, დაჭრილების რიცხვი კი, სავარაუდოდ, ასობითაა.
სანქციების გამო სერგეი ლავროვი გაეროს სესიაზე ვერ ჩადის
28.02 - 15:25
სერგეი ლავროვი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სესიაზე სანქციების გამო ვერ ჩადის.
ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარიამ ზახაროვამ თქვა.
მისი განცხადებით, პრობლემები აქვთ დელეგაციის სხვა წევრებსაც.
"ევროპულმა ქვეყნებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ამიტომ მინისტრი ლავროვი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში, გაერო ვერ უზრუნველყოფს ლავროვის ჩასვლას ჟენევაში". - თქვა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა სერგეი ლავროვმა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღოს.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
28.02 - 15:15
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრა ბელარუსის საზღვართან მიმდინარეობს.
მოლაპარაკებების დაწყების წინ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ ყველა მონაწილისთვის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. მისივე თქმით, პრეზიდენტი ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.
პესკოვი: პერსონალური სანქციების მიმართ პუტინი ინდიფერენტულია
28.02 - 15:07
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პერსონალური სანქციების მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი. პესკოვის მტკიცებით, პუტინს ქონება დეკლარირებული აქვს.
"სანქციები შეიცავს საკმაოდ აბსურდულ დებულებებს რაღაც აქტივებთან დაკავშირებით და ა.შ. ყველამ იცის, რომ რაღაც აქტივები, გარდა იმ აქტივებისა, რომლებიც ყოველწლიურად დეკლარირებულია და რაღაც საბანკო ანგარიშებისა, პრეზიდენტს არ აქვს", - განაცხადა პესკოვმა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას იზიარებს
28.02 - 14:07
ვიცე პრემიერმი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას იზიარებს.
პრემიერმინისტრმა დღეს თქვა, რომ რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები "ეფექტური არ არის". მანვე 2008 წლის ომზე ილაპარაკა და რუსეთის თავდასხმაში კვლავ ენმ-ის ხელისუფლება და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
თეა წულუკიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "ცდილობს, სერიოზულობით მართოს ოკუპირებული ქვეყანა".
ლუქსემბურგი უკრაინას ანტისატანკო სისტემებს უგზავნის
28.02 - 13:48
ზელენსკის თქმით, ის პატიმრები, რომლებსაც აქვთ სამხედრო გამოცდილება, გათავისუფლდებიან და გაიგზავნებიან ცხელ წერტილებში
28.02 - 13:45
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ასე შეძლებენ, გამოისყიდონ თავიანთი დანაშაულები.
ლომჯარია ღარიბაშვილს: ირაკლი, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი!
28.02 - 13:40
"ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!"
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის თავდასხმების გამო, 4 დღის განმავლობაში უკრაინაში 16 ბავშვი დაიღუპა, 45 კი დაშავდა.
28.02 - 13:26
ზელენსკი EU-ს უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს
28.02 - 13:05
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს.
ზელენსკიმ კვლავ მიმართა ევროკავშირს უკრაინის სასწრაფო გაწევრიანების მოთხოვნით - ახალი, სპეციალური პროცედურებით.
პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართება
28.02 - 13:03
დღეს, 28 თებერვალს პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართება. უკვე მეხუთე დღეა მოძრაობა #სირცხვილიას ორგანიზაბით ათასობით ადამიანი იკრიბება რუსთაველის გამზირზე.
"უკრაინის სოლიდარობის აქციები გრძელდება. ვიკრიბებით 19:00 საათზე, პარლამენტთან!" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის ბელარუსის საზღვართან ჩავიდა
28.02 - 12:42
უკრაინის დელეგაცია ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. როგორც ცნობილია დელეგაციის შემადგენლობაში არიან, პარტია ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი, სამმხრივ კონტაქტში უკრაინის დელეგაციის უფროსის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი როჩიცკი.
ღარიბაშვილი უკრაინაში ომზე: ამის შემჩერებელი არავინაა, სანქციები არაა ეფექტური
28.02 - 12:37
"დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. და ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. და ისიც ვთქვა, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი".
The Times: კიევში დაჯგუფება ვაგნერის 400-ზე მეტი წევრი ზელენსკის მოსაკლავად იმყოფება
28.02 - 12:09
მათი დავალება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა და მოსკოვისთვის კიევის მთავრობის ხელში ჩასაგდებად ნიადაგის მომზადებაა.
ვაგნერი არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსსა და იურიდიული პირების რეესტრში. თუმცა, ისინი ვლადიმირ პუტინის უახლოეს მოკავშირეებად ითვლებიან და მოქმედებენ, როგორც სახელმწიფო სამხედრო დანაყოფი.
სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვანგერის მიერ დაქირავვებული პირები მონაწილეობდნენ სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაჯგუფება სისასტიკით არის გამორჩეული.
ამჯერად კიევში ისინი აფრიკიდან ჩავიდნენ.
მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებას შაბათს დილით მიეწოდა. მათ 36-საათიანი მკაცრი კომენდანტის საათი გამოაცხადეს "ქალაქის დივერსანტებისგან გასაწმენდად".
რუსეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს ზრდის
28.02 - 11:37
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის 9,5%-დან 20%-მდე ზრდა დააანონსა, რათა თავიდან აიცილოს რუბლის გაუფასურება და ინფლაციის კიდევ უფრო გაზრდა.
ასევე, ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვმა კომპანიებს უცხოურ ვალუტაში შემოსავლების 80%-ის გაყიდვა დაავალა.
"რუსეთის ეკონომიკისთვის გარე პირობები მკვლეთრად შეიცვალა", - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
რუსეთში ამტკიცებენ, რომ უკრაინის ცაზე კონტროლი დაამყარეს
28.02 - 11:28
"რუსულმა ავიაციამ მოიპოვა საჰაერო უპირატესობა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე", - ამტკიცებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის დანაკარგი
28.02 - 11:12
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 თებერვლის 06:00 საათამდე რუსეთმა დაკარგა 5 300 ჯარისკაცი, 29 თვითმფრინავი, 29 შვეულმფრენი და 151 ტანკი.
გაიდაი: რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქი სჩასტიეს 80% განადგურებულია
28.02 - 11:04
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ ქალაქი სჩასტიეს 80% განადგურებულია. როგორც ის ამბობს, ხალხის ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან რუსები სისტემა "გრადიდან" ავტობუსებს ესვრიან.
გაიდაის თქმით, მსგავსი რამ 2014-2015 წლებშიც არ მომხდარა.
"გაეროს კოორდინატორს ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ თუ ევაკუაციასთან დაკავშირებით რაიმე შესაძლებლობა ექნება, ეს გაკეთდება", - ამბობს გაიდაი და ამატებს, რომ ხალხის გაყვანისთვის რუსები კონტაქტზე არ გამოდიან.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები მაროდიორობას ეწევიან - აყაჩაღებენ მაღაზიებს, მიაქვთ პროდუქტები.
ბერდიანსკის რაიონი ოკუპირებულია
28.02 - 10:26
უკრაინამ ოფიციალურად აღიარა, რომ ქალაქ ბერდიანსკზე კონტროლი დაკარგა.
ბერდიანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის განცხადებით, რაიონი ოკუპირებულია.
პოლიციის განყოფილება დაიშალა.
ქალაქის ხელისუფლებამ უარიო თქვა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე.
ქალაქის აღებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი - დაშავდა. გაჩერდა ადგილობრივი ტრანსპორტი.
მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთს შორის
28.02 - 10:10
დღეს, 28 თებერვალს ბელარუსში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
აეროფლოტმა კანადის საჰაერო სივრცე დაარღვია
28.02 - 10:00
რუსულმა ავიაკომპანია აეროფლოტმა კანადის საჰაერო სივრცე დაარღვია.
კომპანიას კანადამ სანქციები დაადო და ქვეყანაში ფრენები აუკრძალა.
თვითმფრინავი მაიამიდან მოსკოვში მიფრინავდა.
კანადა ამბობს, რომ მომხდარს გამოიძიებს და მიიღებს ზომებს, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.
კიევში ვითარებას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. რუსული ჯარების ყველა მცდელობა, მოეხდინათ ოკუპაცია, ჩაიშალა.
28.02 - 09:24
Google Map-მა უკრაინაში დროებით დაბლოკა ფუნქცია, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას გასცემს.
28. 02 - 09:22
კადიროვი დასავლეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება და ვადას "31 თებერვლამდე" აძლევს
28.02 - 08:59
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი დასავლეთს "მკაცრი სანქციებით" ემუქრება და ვადას 31 თებერვლამდე აძლევს. თუმცა ჩეჩნეთის ლიდერს გამორჩა, რომ თებერვალში წელს 28 დღეა.
თავის ტელეგრამარხზე კადიროვი წერს, რომ სარკისებურ სანქციებს შემოიღებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრისა და ევროკავშირის ლიდერების წინააღმდეგ, თუ საკუთარ განცხადებებზე უარს არ იტყვიან.
აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $54 მილიონს გამოუყოფს
28.02 - 08:20
აშშ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $54 მილიონს გამოუყოფს.
თანხის ნაწილს - 26 მილიონ აშშ დოლარს უკრაინას სახელმწიფო დეპარტამენტი გადასცემს, 28 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო.
"უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ უკრაინის სასწრაფო ჰუმანიტარულ საჭიროებებზე. ეს მნიშვნელოვანია რუსეთის წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის პასუხად.
აშშ უკრაინისთვის უმსხვილესი ჰუმანიტარული დონორია. მას შემდეგ, რაც რუსეთი 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ ამ ქვეყანას 405 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ.
ჰუმანიტარული დახმარების ეს ბოლო ტრანში დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით გადაირიცხება, რომლებიც საჭიროებებზე დაფუძნებულ დახმარებას მიუკერძოებლობით, ჰუმანურობით, ნეიტრალიტეტით და დამოუკიდებლობით მიაწვდიან". - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ჰუმანიტარული დახმარება მოუცავს საკვებს, უსაფრთხო სუფთა წყალს, თავშესაფრებს, გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას და დაცვას.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ეცდებიან ერთმანეთს დააკავშირონ ის ოჯახები, რომლებიც კონფლიქტის გამო ერთმანეთს დაშორდნენ.
ქალაქ ჩერნიგოვში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა
28.02 - 08:07
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში ადგილობრივი დროით 02:45 საათზე საცხოვრებელ სახლს რაკეტა მოხვდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი დაშავდა.
ბოლსონარუს თქმით, ბრაზილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
28.02 - 07:55
ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ შეუერთდება და უკრაინში მიმდინარე ომის საკითხზე ნეიტრალიტეტს დაიჭერს.
პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ბოლსონარუმ თქვა, რომ უკრაინელებმა ქვეყნის ბედი "კომიკოსს ჩააბარეს", რითაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის სამსახიობო კარიერა გაიხსენა. მისივე თქმით, ბრაზილია დამოკიდებულია რუსულ სასუქზე და მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედება დიდ ზიანს მიაყენებს სოფლის მეურნეობას.
გარდა ამისა, ბოლსონარუ ამბობს, რომ უკრაინაში "ხოცვა-ჟლეტაზე საუბარი გადამეტებაა" და დაიცვა რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობა.
Google რუსულ სამთავრობო მედიას თავის პლატფორმებზე მონეტიზაციას უჩერებს
28.02 - 07:58
Google რუსულ სამთავრობო მედიას თავის პლატფორმებზე მონეტიზაციას უჩერებს
ანალოგიური გადწყვეტილება მისმა შვილობილმა YouTube-მა რამდენიმე დღის წინ მიიღო.
"უკრაინასთან ომის საპასუხოდ ჩვენ ვაჩერებთ მონეტიზაციას ჩვენს პლატფორმებზე რუსული სამთავრობო მედიებისთვის. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ". - აცხადებს ტექნოლოგიური გიგანტი.
რუსულ სამთავრობო მედიებს მონეტიზაცია და რეკლამების განთავსება Meta-მ 25 თებერვალს მიიღო.
FIFA: რუსეთს საკუთარი ქვეყნის სახელის, დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება აღარ ექნება
28.02 - 02:07
საერთაშორისო ტურნირების ეგიდით გასამართ მატჩებს რუსეთი ვერ უმასპინძლებს - შეხვედრები ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება. რუსეთს საკუთარი ქვეყნის სახელის, დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება აღარ ექნება. მათ გუნდებს რუსეთის საფეხბურთო გაერთიანებად მოიხსენიებენ.
უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის მერის თქმით, რუსებმა ქალაქის ყველა ადმინისტრაციული შენობა აიღეს
28.02 - 02:02
"რამდენიმე საათის წინ ჩვენ ყველანი შევესწარით, როგორ შევიდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებული ჯარისკაცები ქალაქის ტერიტორიაზე", - ამბობს ალექსანდრა სვიდლო.
EU-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავენ
28.02 - 01:55
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება. ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აპირებს, უკრაინას ეს თვითმფრინავები მიაწოდოს.
BBC: ბელარუსს არმიის დანაყოფები მზადყოფნაში მოჰყავს, შესაძლოა, ომში მალე ჩაერთონ
28.02 - 01:50
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთი განაგრძობს ბელარუსის ტერიტორიაზე საავიაციო ტექნიკისა და სპეცრაზმის მობილიზებას. მათი ცნობით, აეროდრომ მაჩულიშთან (მინსკთან) მობილიზებულია 50-ზე მეტი თვითმფრინავი, 10 ვერტმფრენი და ორი AH-124 თვითმფრინავი.
კლიჩკო: კიევში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
28.02 - 01:41
"კიევი აგრძელებს თავის დაცვას. ქალაქში რუსული ჯარი არ არის, მაგრამ ბევრი დივერსიული ჯგუფია, რომლებიც აქ კვლავ მოქმედებენ. კიევში ღამის საათებში იყო შეტაკებები და ბრძოლები ქუჩებში, სამართალდამცველებმა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანეიტრალეს დივერსანტების დიდი ჯგუფები. კიევში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - ამბობს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.
საქართველომ უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა
28.02 - 00:40
ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება - გაიგზავნა სისხლის კომპონენტები, ჰემოტრანსფუზიისთვის საჭირო მასალა და ტესტები.
ნაციონალური მოძრაობა რუსეთისთვის ცის ჩაკეტვასა და რუსული პროპაგანდისტული არხების აკრძალვას ითხოვს
28.02 - 00:12
"ქართული საჰაერო სივრცე უნდა ჩაიკეტოს პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და პუტინის რუსეთის მთელი ეს პროპაგანდისტული არხები საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდეს", - თქვა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.
უკრაინის შსს: რუსული აგრესიის შედეგად გარდაიცვალა 352 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი
28.02 - 00:12
საბრძოლო მოქმედებების დროს დაშავდა 1684 ადამიანი, რომელთა შორის 116 ბავშვია.
უკრაინის გენშტაბი: 18:00 საათის მონაცემებით მოკლულია 4500 რუსი სამხედრო
27.02 - 23:56
18:00 საათის მონაცემებით უკრაინელებმა 4500 რუსი სამხედრო მოკლეს, განადგურებულია და დაზიანებულია: 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 150-მდე ტანკი, 700-ზე მეტი სამხედრო მანქანა, 50-მდე იარაღი, 4 ცეცხლრეაქტიული სისტემის მანქანა, 2 გემი
ზელენსკი: დიდად არ მჯერა მოლაპარაკებების შედეგების, მაგრამ მზად ვარ ვცადო
27.02 - 21:14
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას ბელარუსის საზღვართან უკრაინა-რუსეთის დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგის "დიდად არ სწამს, თუმცა მზად არის სცადოს".
ზელენსკის თქმით, ლუკაშენკომ დაარწმუნა, რომ ბელარუსიდან უკრაინისკენ რაკეტებს აღარ ისვრიან
27.02 - 20:44
"ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბარი ძალიან შინაარსობრივი იყო. მე არ მინდა რაკეტები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები ბელორუსიდან უკრაინაში დაფრინავდნენ. მე არ მინდა ბელორუსიიდან უკრაინაში ჯარები მოდიოდნენ და მან ამაში დამარწმუნა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს
27:02 - 21:05
გარდა ამისა, რუსული ავიაკომპანიებისთვის კეტავს ცას და კრძალავს რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიებს - Russia Today-სა და სპუტნიკს.
აპლიკაცია ტელეგრამმა, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობა შეწყვიტოს
27.02 - 19:55
ტელეგრამის დამფუძნებელმა პლატფორმის მომხმარებლები გააფრთხილა, რომ ამ ეტაპზე აპლიკაცია ომთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით დაუდასტურებელი ინფორმაციის წყარო ხდება. პაველ დუროვის თქმით, აპლიკაციის ადმინისტრაციას არ შეუძლია ყველა ინფორმაციის ავთენტურობის შემოწმება.
"ჩვენ არ გვინდა, რომ ტელეგრამი იმ ხელსაწყოდ იქცეს, რაც კონფლიქტს გაამწვავებს და ეთნიკური ნიშნით სიძულვილს ხელს შეუწყობს. სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, კონფლიქტის განმავლობაში განვიხილავთ ტელეგრამის არხების ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას ამ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებში", - აცხადებს ტელეგრამის დამფუძნებელი, პაველ დუროვი.
უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე შეხვდება
27.02 - 17:39
უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს.
"ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგი:
ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინასწარი დათქმების გარეშე უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდება.
ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს, ბელორუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა მათ მიწაზე დარჩება", - წერს ზელენსკი.
საქართველოში ვითიბი ბანკმა საცალო, სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზის ბანკზე გაასხვივა
27.02 - 17:09
"ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთვე ვითიბი ბანკის ფილიალებში", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
"საწყალი პუტინი როგორ მეცოდება" – ლუკაშენკო კიევიდან გომელში შეხვედრაზე უარის შესახებ:
27.02 - 16:30
"საწყალი [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი], რასაც სთავაზობენ უკრაინელები, იმაზევე უკან იხევენ, მე ის მართალი გითხრათ მეცოდება." – უთხრა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს კიევის მიერ გომელში შეხვედრაზე გასაფრენად უარის თქმის შესახებ.
უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, უკრაინაში 210-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 100-ზე მეტი დაშავდა
27.02 - 16:25
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დღემდე 210-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, 1 100-ზე მეტი კი დაშავდა.
"მტერი არნახული სისასტიკით ანგრევს საცხოვრებელ შენობებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, ართმევს სიცოცხლის უფლებას უკრაინული უკრაინელ ხალხს, ჩვილებსაც კი", - წერს დენისოვა.
ქალაქ ხარკოვს უკრაინის ხელისუფლება სრულად აკონტროლებს
27.02 - 15:50
ქალაქ ხარკოვს უკრაინის ხელისუფლება სრულად აკონტროლებს. ქალაქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქში ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბრიტანეთის საგარეო მდივნის თქმით, უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს მხარს დაუჭერენ
27.02 - 15:52
ლიტ ტრასის განცხადებით, თუ ბრიტანელი ადამიანები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ უკრაინაში ბრძოლებში ჩართვას, იმ მათ სრულად მხარს დაუჭერს.
სუმის რეგიონში რუსულმა ტანკმა მოქალაქეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა
27.02 - 15:13
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ახტირკას გარშემო ტერიტორია დანაღმულია, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანები შემთხვევის ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
„ახტირკას დასახლებაში რუსულმა ტანკმა მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა.
სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილამდე ვერ აღწევენ. გარშემო ტერიტორია დანაღმულია.
ახლა ადგილობრივი ოჯახის ექიმები ფეხით მიემართებიან შემთხვევის ადგილისკენ და ეცდებიან სასწრაფოს მოსვლამდე დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ. ეს დადასტურებული ინფორმაციაა“ - წერს დმიტრო ჟივიცკი ფეისბუქზე.
ზელენსკი: უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა
27.02 - 15:00
"უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის მცდელობის გამო. ჩვენ მოვითხოვთ, სასამართლომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც რუსეთს სამხედრო მოქმედებების ახლავე შეწყვეტას აიძულებს. ჩვენ სასამართლო პროცესების დაწყებას შემდეგი კვირიდან ველოდებით" - ტვიტერზე წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
Ukraine has submitted its application against Russia to the ICJ. Russia must be held accountable for manipulating the notion of genocide to justify aggression. We request an urgent decision ordering Russia to cease military activity now and expect trials to start next week.
3 დღის განმავლობაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 4 300-ს მიაღწია
27.02 -14:55
უკრაინის ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 4300-ს მიაღწია. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, განადგურებულია 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი და ასობით სხვა ტექნიკა.
ძიუდოს მსოფლიო ორგანიზაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეუჩერა
27.02 - 14:35
ძიუდოს მსოფლიო ორგანიზაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეუჩერა. განცხადება ძიუდოს მსოფლიო ორგანიზაციამ (IJF) ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ავსტრია, ირლანდია და დანია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავენ
27.02 - 14:10
უკრაინამ ქალაქი ირპინი დაიბრუნა
27.02 -14:02
უკრაინამ ქალაქი ირპინი დაიბრუნა. ინფორმაციას ქალაქის მერი ალექსანდრე მარკუშინი ავრცელებს.
"ჩვენ შევინარჩუნეთ ირიპინი. დღეს ირპინი 100%-ით კონტროლდება", - აცხადებს მერი.
ალექსანდრე მარკუშინის თქმით, რუსული ტანკები ირპინს მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ.
ზელენსკი ბელარუსს: იყოთ ბელარუსი და არა რუსეთი - ამ არჩევანს ახლა აკეთებთ
27.02 - 12:30
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მოსახლეობას დღეს რუსულ ენაზე მიმართა და კონსტიტუციაში ცვლილებების შესვლის შესახებ დღეს დაგეგმილ რეფერენდუმში სამართლიანი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
ლუკაშენკოს შეთავაზებული ცვლილებები ბელარუსში საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებასა და ქვეყნის ბირთვული ძალისგან თავისუფალი ზონის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს.
"ბელარუს, თქვენ წყვეტთ ვინ ხართ, თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თვალებში თქვენს შვილებს, როგორ შეხედავთ თვალებში ერთმანეთსა და თქვენს მეზობლებს. თქვენი მეზობლები კი ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ თქვენი მეზობლები - უკრაინელები. იყოთ ბელარუსი და არა რუსეთი - ამ არჩევანს თქვენ ზუსტად ახლა აკეთებთ" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებზე თანახმაა, მაგრამ არა ბელარუსში
27.02 - 12:10
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა - ბელარუსში.
ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა მზად იქნებოდა მინსკში მოლაპარაკებებზე იმ შემთხვევაში, თუ "ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედებები არ იქნებოდა".
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ისე ჩავიდა მინსკში, არ დაელოდა უკრაინის ოფიციალურ პოზიციას, სურს თუ არა ბელარუსში მოლაპარაკება.
უკრაინის შსს: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა
27.02 - 11:19
"მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქებში შეღწევას, თუმცა კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი მთლიანად უკრაინული კონტროლის ქვეშაა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესვრის, ყველა ჩვენმა ქალაქმა გაუძლო" - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვადიმ დენისენკომ.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელარუსიდან გამოშვებული რაკეტა ჩამოაგდეს
27.02 - 11:10
უკრაინის საჰაერო ძალებმა, რამდენიმე წუთის წინ, ბელარუსის ტერიტორიიდან კიევისკენ საშუალო ბომბდამშენის TU-22-ის გამოშვებული რაკეტა ჩამოაგდეს
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართება
27.02 - 10:57
"კიევის დროით დილის 7 საათის მონაცემებით, უმძიმესი ღამისა და ინტენსიური შეტაკებების შემდეგ, დედაქალაქი მთლიანად უკრაინის არმიისა და ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა. ოკუპანტები ვერ დაწინაურდნენ!" - აცხადებენ ორგანიზატორები.
უკრაინა: მოკლულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 200-ზე მეტი ტყვედაა აყვანილი
27.02 - 10:50
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინაში ომის მესამე დღის ბოლოს ჯამში მოკლულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 200-ზე მეტი კი ტყვედ არის აყვანილი.
მათი ცნობით, უკრაინელებმა შეტაკებებისას ჩამოაგდეს 16 რუსული თვითმფრინავი, 18 ვერტმფრენი, გაანადგურეს 102 ტანკი, 20-ზე მეტი სამხედრო მანქანა და 540 სხვადასხვა ტიპის ბრონირებული მანქანა.
ლიეტუვადან უკრაინაში სამხედრო დახმარება ჩავიდა
27.02 - 10:05
ლიეტუვის სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
"ლიეტუვის სამხედრო დახმარების ტვირთმა უკრაინამდე მიაღწია. ლიეტუვა აგრძელებს ჩვენი ძვირფასი მეგობრის, უკრაინის მხარდაჭერას", - წერია განცხადებაში.
სინეგუბოვი მოსახლეობას: რუსული სამხედრო ტექნიკა შევიდა ქალაქ ხარკოვში, არ დატოვოთ თავშესაფრები
27.02 - 09:46
ხარკოვის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი აცახდებს, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა შევიდა ქალაქ ხარკოვში. მისივე ცნობით, უკრაინელები მტრის მოგერიებას ცდილობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ გარეთ არ გამოვიდნენ.
კიევში ოკუპანტებმა მანქანას ესროლეს, სადაც ოჯახი იჯდა, დაიღუპა 7 წლის ბავშვი
27.02 - 09:36
უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ცნობით, 26 თებერვალს ოკუპანტების დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა (ДРГ) მანქანას ესროლეს, რომელშიც ოჯახი იჯდა სამი ბავშვით.
გამოცემა LB.ua დაღუპულის თანაკლასელის დედაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა ელენა ტალიჰას ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც მე-4 კლასელი პოლინა და მისი მშობლები სროლის შედეგად მოკლეს, დანარჩენი ბავშვები კი დაჭრეს.
სუმში დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 7 წლის გოგო
27.02 - 08:52
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, ქალაქ ოხტირკას დაბომვის შედეგად, გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდი წლის გოგოა.
ასევე, კიევის დასავლეთით ძლიერი სროლის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე მშვიობიანი მოქალაქე კი დაშავდა.
Anonymous-ის თქმით, მათ ჩეჩნეთის მთავრობის ვებსაიტი დაბლოკეს
27.02 - 08:42
ჰაკერების დაჯგუფება Anonymous ირწმუნება, რომ მათ ჩეჩნეთის მთავრობის ვებსაიტი დაბლოკეს. მათივე თქმით, საიტი გათიშეს რუსეთის მხარდაჭერილი რეგიონის განცხადებიდან 12 საათში, როდესაც მათ თქვეს, რომ უკრაინაში შეყავთ ჯარები. ჩეჩნეთის მთავრობის საიტი ამ დროისთვისაც [08:53] არ მუშაობს.
კიევში სროლის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა
27.02 - 08:33
კიევის დასავლეთ რაიონში ძლიერი სროლის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე მშვიობიანი მოქალაქე კი დაშავდა.
კიევის ოხმატდიტის საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, დაშავებულებს შორის ორი მოზარდი და სამი ზრდასრულია.
პეტიცია პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით
27.02 - 06:51
პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა, 30 წუთში ხელი 34 ათასმა ადამიანმა მოაწერა
პლატფორმაზე Change.org ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა.
30 წუთში მას ხელი 34 ათასმა ადამიანმა მოწერა.
პეტიციის აღწერაში ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ვლადიმირ პუტინი დამნაშავეა სახელმწიფო ღალატსა და სამხედრო დანაშაულებში.
რუსებმა რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს ესროლეს
27.02 - 06:18
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის ცნობით, რუსებმა ატომური ნარჩენების განთავსების ადგილს ესროლეს.
ჭურვები რადონის ასოციაციის კიევის ფილიალის რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს მოხვდა.
27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი გაიმართება
27.02 - 05:26
27 თებერვალს ბელარუსში რეფერენდუმი გაიმართება, რომლის შემდეგაც რუსეთს უფლება მიეცემა, ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განალაგოს.
პოდოლიაკი: ბრძოლები იქ მიმდინარეობს, სადაც დაიწყო, რუსებს წინ არ წაუწევიათ
27.02 - 05:10
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მესამე დღეს ბრძოლები ისევ იქ მიმდინარეობს, სადაც დაიწყო.
პოლოდიაკი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს აკავებენ და მათ წინასვლას ხელს უშლის.
"პოზიციური ბრძოლებია. ომის მესამე დღეა, ხოლო პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს იმავე რეგიონებში, სადაც დაიწყო: ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუმი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი. ბრძოლები მიდის ზუსტად იქ, სადაც თავიდანვე იყო". - თქვა მან.
პოლოდიაკისვე განცხადებით, კიევში ვითარება იძაბება, რადგან აქ ქვეყნის ხელმძღვანელობა იმყოფება.
"რუსეთის მთავარი მიზანია, შეცვალოს უკრაინის ხელმძღვანელობა, რისი გაკეთებაც მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. უკრაინის ხელმძღვანელობა კიევშია, არსად წასულა და არც აპირებს წასვლას". - დასძინა მან.
ხარკოვში 9-სართულიანი კორპუსი დაიბომბა - არის მსხვერპლი
27.02 - 04:46
ხარკოვში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 1 ქალი. კორპუსის მოსახლეობა ევაკუირებულია.
Intel და AMD რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდებას აჩერებენ
27.02 - 04:29
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებს საწვავის 56 ავზი აუფეთქეს
27.02 - 04:16
ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო ადასტურებს. საწვავი განკუთვნილი იყო რუსული ჯარების კოლონებისთვის, რომლებიც ჩერნიგოვი-სუმიის მიმართულებით მიიწევდნენ.
შავ ზღვაში უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული SU-30 - ორადგილიანი საბრძოლო შვეულმფრენი გაანადგურეს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის სამი SU-30, 11 ვერტმფრენი, ორი SU-25 და ორი IL-76 გაანადგურეს
27.02 - 03:45
უკრაინის რადა მოუწოდებს ბროვარის მოსახლეობას თავშესფრებისკენ. ქალაქი ბროვარი დედაქალაქიდან 29 კილომეტრში მდებარეობს
27.02 - 03:38
უკრაინა IT არმიას ქმნის
27.02 - 03:30
"ვეძებთ კიბერმეომრებს!“ — წერს უკრაინის ვიცეპრემიერი ტვიტერზე.
რუსებმა ვასილკოვში ნავთობის საცავი ააფეთქეს და იწვის
27.02 - 03:22
რუსებმა კიევის ოლქში, ქალაქ ვასილკოვში ნავთობის საცავი ააფეთქეს.
ახლა ძლიერი ხანძარია.
ინფორმაცია ქალაქის მერმა დაადასტურა.
მისი თქმით, აუცილებელია ქალაქის სასწრაფოდ ევაკუაცია, ვინაიდან არის ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე.
ლიეტუვის ლოჯისტიკური დახმარება უკრაინას
27.02 - 03:17
ახლახან დასრულდა პირველი მატერიალურ-ტექნიკური ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ლიეტუვამ უკრაინას დიდი რაოდენობით ავტომატები, ჩაფხიტები და ჯავშანჟილეტები გადასცა.
ELON MASK: Starlink-ის სერვისი უკვე უკრაინაშიც ხელმისაწვდომია
27.02 - 03:14
დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა
27.02 - 02:38
ევროკავშირი, აშშ, დიდმა ბრიტანეთი და კანადა რუსეთს მკაცრი სანქციებს უწესებს.
- პირველი: შერჩეული რუსული ბანკები გაითიშება SWIFT-ის სისტემიდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.
- მეორე: წესდება შემზღუდავი ზომები, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო რეზერვებზე. ეს ნიშნავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ჩვენ გავყინავთ მათ ტრანზაქციებს. რუსული ბანკებისთვის შეუძლებელი გახდება, ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები.
- მესამე: იმუშავებენ, რომ რუს ოლიგარქებს აეკრძალოთ თავიანთი ფინანსების გამოყენება დასავლურ ბაზრებზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ასევე შეებრძოლებიან დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომის სხვა გამოვლინებებს.
ARD: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ავიაკომპანიებს მათ სივრცეში ფრენა აუკრძალეს
27.02 - 02:12
ლიეტუველი დეპუტატის, ინგრიდა სიმონიტეს თქმით, აგრესორის თვითმფრინავებს ცას არ დაუთმობენ.
უკრაინა რუსეთსა და ბელარუსს საზღვრებს ჩაუკეტავს
27.02 - 02:05
ქვეყნის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 28 თებერვლიდან რუსეთიდან და ბელარუსიდან საზღვრის გადაკვეთა და უკრაინის ტერიტორიაზე შემოსავლა მხოლოდ მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
კიევში, რამდენიმე სხვადასხვა ადგილას აფეთქებების ხმა ისმის
27.02 - 01:32
კიევში, რამდენიმე უბანში ობოლონში, ბუჩასა და გოსტემოლში აფეთქებების ხმა ისმის.
უკრაინაში ეუთოს მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ კიევის ცენტრში, მათ ოფისთან ახლოს სროლა იყო.
კიევის გარდა, რამდენიმე საათია, უწყვეტი და მძიმე ბრძოლა გრძელდება ხარკოვში.
ARD: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ავიაკომპანიებს მათ სივრცეში ფრენა აუკრძალეს
27.02 - 01:30
გერმანული გამოცემის, ARD-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ავიაკომპანიებს მათ სივრცეში ფრენა აუკრძალეს.
უკრაინულმა სამხედრო ძალებმა მეორე რუსული IL-76 ჩამოაგდეს
27.02 - 00:55
დღეს, 27 თებერვალს, უკრაინულმა სამხედრო ძალებმა მეორე რუსული სადესანტო თვითმფრინავი IL-76 ჩამოაგდეს.
ჯონსონი: ზელენკის და მისი ხალხის გმირობა ქვეყნის დაცვის დროს შთამაგონებელია
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
ჯონსონმა ტვიტერზე დაწერა:
"ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტის მისი ხალხის გმირობა ქვეყნის დაცვის დროს შთამაგონებელია.
ჩვენი მიდგომა ნათელია - რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს დიპლომატიურად და ფინანსურად. მივესალმები რუსეთის SWIFT-დან გარიცხვის გაზრდილ მზაობას".
To the people of Ukraine: Slava Ukraini.
To the people of Russia: I do not believe this war is in your name.
This crisis, this tragedy, can and must come to an end. Because the world needs a free and sovereign Ukraine. pic.twitter.com/ijbAAb8G67
შოთა არველაძე: ღმერთმა დალოცოს უკრაინა
27.02 - 00:32
"ღმერთმა დალოცოს უკრაინა". - პიტერბოროსთან გამარჯვების შემდეგ, შოთა არველაძემ ჟურნალისტებთან უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
კიევში კვლავ საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის
00:30
კიევში კვლავ საჰაერო განგაშის სიგნალი ისმის. განგაში ჩართულია ლვოვსა და რამდენიმე სხვა ქალაქშიც.
გერშჩენკო: ფაქტობრივად შევაჩერეთ მოწინააღმდეგის შემოტევა აღმოსავლეთიდან
27.02 - 00:26
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერშჩენკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტობრივად შეაჩერეს აღმოსავლეთიდან მოწინააღმდეგის შემოტევა.
უკრაინელებმა კადიროვის რაზმების ერთ-ერთი მთავარი მეთაური, მოგამედ ტუშაევი მოკლეს
27.02 - 00:00
უკრაინელებმა კადიროვის რაზმების ერთ-ერთი მთავარი მეთაური, სისასტიკით გამორჩეული მოგამედ ტუშაევი მოკლეს.
ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. დასტურდება ჩეჩნური წყაროებითაც.
ტუშაევთან ერთად, უკრაინელებმა ბრძოლაში გაანადგურეს მისი მთელი პოლკი.
NATO-ს წარმომადგენელი: საწვავის ნაკლებობა აქვთ, შენელდნენ, მორალიც პრობლემაა
26.02 - 23:57
NATO-ს წარმომადგენლის განცხადებით, რუსებს პრობლემები აქვთ: საწვავის ნაკლებობა აქვთ, შენელდნენ, მორალიც პრობლემაა.
თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ეს ისე წარმოაჩინოს, თითქოს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამო ჩერდება.
კითხვაზე, სავარაუდოა თუ არა, რომ რუსები გააძლიერებენ მცდელობებს, ის პასუხობს, რომ "მოუწევთ, საკმაოდ ჩამორჩებიან განგიგს. ხელიდან ეცლებათ ვითარება, თითოეული დამატებითი დღე ძალიან მტკივნეულია".
მანამდე, 26 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განაახლონ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეჩერდა.
კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ 25 თებერვალს განაცხადა, თუმცა, იმავე საღამოს ამაზე უარი თქვა. 26 თებერვლის გამთენიისას რუსეთმა დედაქალაქი კიევი დაბომბა.
ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა
26.02 - 23:55
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, მან ზურაბიშვილს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩეხეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია უკრაინას საბრძოლო დახმარებას მიაწვდიან
26.02 - 23.29
ჩეხეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია უკრაინას საბრძოლო დახმარებას მიაწვდიან.
NATO-ს წევრმა სამმა ქვეყანამ განაცხადა, რომ გააძლიერებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩეხეთი უკრაინას 8.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღს და საბრძოლო მასალას მიაწვდის.
აბრამოვიჩმა "ჩელსის" მართვა ფონდის ხელმძღვანელებს გადასცა
26.02 - 23:23
ლონდონის ჩელსის მფლობელმა, რუსმა მილიარდელმა რომან აბრამოვიჩმა, საფეხბურთო კლუბის მართვა მისი ფონდის ხელმძღვანელებს გადასცა
"ვფიქრობ, ახლა ისინი საუკეთესო პოზიციაში არიან, რომ დაიცვან კლუბის, ფეხბურთელების, თანამშრომლების და ფანების ინტერესები" - განაცხადა მან.
საფეხბურთო კლუბის მფლობელს, რომან აბრამოვიჩს დიდ ბრიტანეთში ცხოვრება ამ ქვეყნის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ფარგლებში აეკრძალა.
რა ხდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქში
23:18
- კიევში გამოცხადებულია მკაცრი კომენდანტის საათი.
- ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშაა და წარმატებით იგერიებს თავდასხმებს.
- სუმი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა. შეიარაღებული ძალები და ადგილობრივი მოსახლეობა თვითორგანიზებულია და თავს იცავენ.
- ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური კვლავ რუსი დამპყრობლების კონტროლქვეშაა. პერსონალი მძევლად არის აყვანილი. რუსებს ოპერატიული პაუზა აქვთ, რადგან დანაკარგს განიცდიან.
- კიევის დასავლეთ ნაწილში რუსი ჯარისკაცების რაოდენობა იზრდება, მიმდინარეობს სროლები.
- ხარკოვი იგერიებს თავდასხმებს, იმყოფება ოკუპანტების პირდაპირი სროლის ქვეშ. რუსები ესვრიან საცხოვრებელ კვარტლებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
- არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი.
- მელიტოპოლიდან მარიუპოლისკენ მიემართება რუსეთის ტაქტიკური ჯგუფი. უკრაინელები მოსაგერიებლად ემზადებიან. რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ.
- უკრაინის მოქალაქეები შესანიშნავად ორგანიზდებიან და ეწინააღმდეგებიან მტერს.
- ოკუპანტებმა დაიკავეს ლუგანსკის სადგური და ბერდიანსკის აეროპორტი.
-
რუსი ტყვეების რიცხვი 300-ს აღემატება
- სევეროდონეცკთან გაანდგურეს რუსული ჯარის კოლონა
- ინსტაგრამმა დაბლოკა რამზან კადიროვის ანგარიში 4 მილიონზე მეტი გამომწერით
გერმანია უკრაინას ანტი სატანკო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის
26.02 - 22:30
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტვიტერზე დაწერა:
"რუსეთის შეტევა გარდამტეხ წერტილს უკავშირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასაცავად, პუტინის ჯარის შეჭრის წინააღმდეგ.
ჩვენ 1000 ანტი-სატანკო იარაღს და 500 სტინგერს (საჰაერო თავდაცვის სისტემას) გავუგზავნით ჩვენს მეგობრებს უკრაინაში".
Der russische Überfall markiert eine Zeitenwende. Es ist unsere Pflicht, die Ukraine nach Kräften zu unterstützen bei der Verteidigung gegen die Invasionsarmee von #Putin. Deshalb liefern wir 1000 Panzerabwehrwaffen und 500 Stinger-Raketen an unsere Freunde in der #Ukraine.
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) February 26, 2022
შოლცის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა:
"ამ წუთას გერმანიამ გამოაცხადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისა და სტინგერის რაკეტების მიწოდების შესახებ. ასე გააგრძელე, კანცლერო. ანტი-საომარი კოალიცია მოქმედებს".
Germany has just announced the provision of anti-tank grenade launchers and stinger missiles to Ukraine. Keep it up, Chancellor @OlafScholz! Anti-war coalition in action!
შოიგუმ ბრძანება გასცა, უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განაახლონ
26.02 - 22:02
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა, უკრაინაზე შეტევა ყველა მხრიდან განაახლონ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები შეჩერდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ინსტაგრამზე სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, გამართულ უკრაინის მხარდამჭერი აქციების ფოტოებს აქვეყნებს.
26.02 - 21:55
"უკრაინას მხარს უჭერს მთელი მსოფლიო! სიმართლე და გამარჯვება ჩვენ მხარესაა!" - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა
26.02 - 21:25
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა.
თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
26.02 - 21:17
Українська правда: უკრაინელებმა რუსულ რკინიგზასთან დამაკავშირებელი კვანძები ააფეთქეს
26.02 - 21:15
Українська правда-ს ცნობით, დღეს, 26 თებერვალს უკრაინელებმა რუსულ რკინიგზასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო კვანძები ააფეთქეს.
ინფორმაცია გამოცემას უკრაინის სარკინიგზო კომპანიის პრესის სამსახურმა დაუდასტურა.
გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან სამხედრო აღჭურვილობის და ჯარების უკრაინაში შესვლის აღსაკვეთად მიიღეს.
ბელგია უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევსა და 3 800 ტონა საწვავს მიაწვდის
26.02 - 20:47
ბელგიის პრემიერმინისტრის ალექსანდრ დე კროს ინფორმაციით, უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევს მიაწვდიან. ბელგია ასევე 3 800 ტონა საწვავის მიწოდებასაც აპირებს. როგორც დე კრომ აღნიშნა, ბელგია უკრაინის ჯარს მხარდაჭერას უცხადებს.
იზიუმ-ხარკოვის გზაზე რუსებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა მინიმუმ 1 ადამიანი
26.02 - 20:39
იზიუმ-ხარკოვის გზაზე რუსებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა მინიმუმ 1 ადამიანი.
ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომდგენლის ცნობით, ხარკოვსა და მის ირგვლივ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
მისი განცხადებით, რუსები მტკიცე წინააღმდეგობას აწყდებიან უკრაინელების მხრიდან, განსაკუთრებით, კიევთან.
"თუმცა, ჩვენი შეფასებით, ყველაზე მძიმე ბრძოლები ხარკოვთანაა". - განაცხადა მან.
აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნისვე განცხადებით, რუსეთი ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება სამხრეთის მხარეს.
Twitter-მა რუსეთში ახალი ანგარიშების დარეგისტრირება შეზღუდა
26.02 - 20:26
შეზღუდვები მოქმედებს მრავალ პროვაიდერზე. ის მას შემდეგ ამოქმედდა, რაც რუსეთის ხელისუფლებასა და სოციალურ ქსელს შორის პლატფორმის პოლიტიკის გამო, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, უთანხმოება მოხდა.
Anonymus-მა რუსეთის სამთავრობო საიტები გათიშა
26.02 - 20:19
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymus-მა რუსეთის სამთავრობო საიტები გათიშა.
საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, ასევე მთავრობის, დუმის, ფედერაციის საბჭოს და როსკომნადზორის [კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური] საიტებზე.
უკრაინა ქვეყანაში საგზაო ნიშნების მოხსნას აპირებს, რათა მტერი „პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდეს“
26.02 - 19:45
უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სამსახური Укравтодор აცხადებს, რომ მტრისთვის გზის ასარევად ქვეყნის გზებზე ადგილთა დასახელების ნიშნებს ხსნიან.
სამსახურის ცნობით საგზაო ნიშნების მოხსნის მთავარი მიზანია, მტერს „პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვედრაში დაეხმარონ“
რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
26.02 - 18:04
„შავი ზღვის წყლებში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის "მეგობრულმა ცეცხლმა" საკუთარი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო", - წერს უკრაინის საზღვაო ძალები ფეისბუქ გვერდზე.
ზელენსკი: თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა
26.02 - 18:00
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა.
"მადლობას ვუხდი მეგობარ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა და ჰუმანიტარული მხარდაჭერა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს". - დაწერა ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტმა.
Anonymous: გვაქვს ბელარუსის იარაღის მწარმოებლის იმეილები, ის პუტინს შეჭრაში ეხმარებოდა
26.02 - 17:02
უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous აცხადებს, რომ მოიპოვა და გაავრცელა დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან.
მათი თქმით, ეს ის კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაში ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა და მათგან აქვთ შეძენილი ის ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა.
JUST IN: Hacktivist group #Anonymous has successfully breached and leaked about 200GB of emails from Belarusian weapons manufacturer Tetraedr. This company has provided Vladimir Putin with logistical support in his invasion of #Ukraine. #OpRussia #StandWithUkriane pic.twitter.com/3MhSbrggbh
კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა
26.02 - 16:14
შაბათს ადგილობრივი დროით 17:00 საათიდან 08:00 საათამდე კიევში კომენდანტის საათი იმოქმედებს. ვიტალი კლიჩკოს თქმით, ყველა პირი, ვინც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში იქნება დივერსიული დაჯგუფების წევრად მიიჩნევა. აქამდე კომენდანტის საათი 22:00-07:00 საათამდე მოქმედება.
ზელენსკი: ჩვენ დავამსხვრიეთ მათი გეგმები, რუსებს არ აქვთ უპირატესობა ჩვენზე
26.02 - 16:10
"ჩვენ მაგრად დავდექით და წარმატებით მოვიგერიეთ მტრის თავდასხმები. ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში გრძელდება" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხისთვის 1 მილიონ ლარს გამოყოფს
26.02 - 16:07
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.
"სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე მისი პოზიციის გამო.
საფრანგეთმა რუსული სატვირთო გემი, სავარაუდოდ, სანქციების დარღვევისთვის დააკავა
26.02 - 16:06
საფრანგეთის საზღვაო ძალებმა რუსეთში, სანქტ პეტერბურგში მიმავალი სატვირთო გემი დააკავა.
საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, გემი შეაჩერეს, რადგან არის ეჭვი, ის ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. საფრანგეთის სასაზღვრო ძალები გადამზიდ გემთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ.
"127-მეტრიანი რუსული სატვირთო გემი სახელად "ბალტიის ლიდერი", რომელსაც მანქანები გადააქვს, ღამით საფრანგეთის საძღვაო ძალებმა დააკავა და გადაიყვანა ჩრდილოეთით, ბულონი სურ-მერის პორტში.
ის საფრანგეთის მთავრობის მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს ფრანგულ პორტში, რადგან, სავარაუდოდ, ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ლატვია და ესტონეთი რუსეთისთვის საჰაერო გზას კეტავენ
26.02 - 15:28
ლატვია და ესტონეთი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებისთვის საჰაერო გზას კეტავენ, ამის შესახებ ლატვიის იუსტიციის მინისტრმა და ესტონეთის ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რაც ახლა უკრაინაში ხდება, ამის ნახვა ჩინეთს არ სურს
26.02 - 14:54
"ჩინეთი თვალ-ყურს ადევნებდა უკრაინის საკითხის განვითარებას და ახლანდელი სიტუაცია არის ის, რისი ნახვაც ჩინეთს არ სურს.
ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრება და საკუთრებები ეფექტურად უნდა იყოს დაცული და ფართო მასშტაბიანი ჰუმანიტარული კრიზისი თავიდან უნდა იყოს არიდებული" - განუცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმბრიტანელ ფრანგ და ევროკავშირის წარმომადგენელ დიპლომატებს.
27 ქვეყანა უკრაინას დამატებით იარაღსა და სამხედრო დახმარების გაუგზავნის
26.02 - 14:48
Sky News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ დონორთა კონფერენცია გუშინ ვირტუალურად გამართა. 27 ქვეყანა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი იარაღის, სამედიცინო მარაგებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდა.
მედვედევი: კარგი შესაძლებლობაა აღდგეს, რიგი ინსტიტუტები, როგორიცაა სიკვდილით დასჯა
26.02 - 14:45
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე და ყოფილი პრემიერი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დაწესებული სანქციები ფიქცია და მითია. მისივე თქმით, ევროსაბჭოში წევრობის შეჩერება ახალ შესაძლებლობებს აჩენს, როგორიცაა სიკვდილით დასჯის აღდგენა.
"კარგი შესაძლებლობაა [ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ] აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება აშშ-სა და ჩინეთში", - ამბობს მედვედევი.
ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა ვიტალი სკაკუნს, რომელმაც სიცოცხლის ფასად ააფეთქა ხიდი
26.02 - 14:38
"მივიღე გადაწყვეტილება, უკრაინის გმირის წოდებით დავაჯილდოვო საზღვაო ბრიგადის წევრი, ვიტალი სკაკუნი, მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ააფეთქა ხიდი", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე.
უკრაინა წითელ ჯვარს მიმართავს, დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები სამშობლოში გადაასვენონ
26.02 - 14:17
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა, რომ დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე დაიღუპნენ, სამშობლოში გადაასვენონ.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ საღამოს კიევში ამოქმედდება ცხელი ხაზი რუსი ჯარისკაცების ახლობლებისთვის, რომელთაც შეეძლებათ ინფორმაციის მიღება.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის თავზე რუსულ მხარეს დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უკრაინაში ამტკიცებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 3 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200 ტყვედ აიყვანეს.
რუსეთის თავდასხმებმა 198 უკრაინელი იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია
26.02 - 13:55
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, ახლანდელი მონაცემებით რუსულმა თავდასხმებმა 198 უკრაინელი იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია.
დაჭრილია 1115 ადამიანი - 33 ბავშვი.
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ექიმებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების მოძიება დამჭირდებოდა. მაგრამ რუსი ტერორისტების ქმედებების გამო, ვინც მიზანმიმართულად უხსნიან ცეცხლს სასწრაფო დახმარების მანქანებს, ჩვენ ამის გაკეთებაც გვიწევს," - წერს ჯანდაცვის მინისტრი ფეისბუქზე.
თორნიკე შენგელიამ CSKA დატოვა
26.02 - 13:53
#უკრაინისთვის - 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება
26.02 - 13:40
"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული ქალაქების აღება ვერ მოახერხეს, თუმცა სისხლისმღვრელი ომი გრძელდება! ქართველი ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა შეუმჩნეველი არ დარჩა, ჩვენ მადლობა გადაგვიხადა უკრაინის პრეზიდენტმა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 7 საათზე!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
"ტკივილისგან ყვირილს ყველა ერთ ენაზე დაიწყებს" - რუსი ექიმები პუტინს მიმართავენ, ომი შეწყვიტოს
26.02 - 13:10
ასობით რუსი ექიმი ღია წერილით მიმართავ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოითხოვს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტოს.
"ომი ბევრ სიცოცხლეს წაიღებს, დაამახინჯებს იმდენ ბედს, რომ მთელი ძალისხმევის შემთხვევაშიც ვერ შევძლებთ დახმარებას. ტკივილისგან ყვირილს, დედის მოწოდებას ყველა ერთ ენაზე დაიწყებს [...] რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნებით მართლდებოდეს სასიკვდილო იარაღის გამოყენება, ის სასიკვდილოა. სასიკვდილო, რომელიც იწვევს ტკივილსა და ტანჯვას.
ამიტომ, ჩვენი ფიცის დაცვით და ყველა ადამიანის მიმართ ჰუმანური და თანაბარი მოპყრობის შენარჩუნებით, ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ოპერაცია სასიკვდილო იარაღის გამოყენებით", - აღნიშნულია ღია წერილში.
კლიჩკო: კიევში ღამით 35 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ბავშვია
26.02 - 12:47
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში ღამის შეტაკებების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ბავშვია. მას არ დაუზუსტებია, დაშავებულებს შორის რამდენია სამხედრო და სამოქალაქო პირი.
მანვე განაცხადა, რომ ამჟამად კიევში რუსული მსხვილი წარმომადგენლობა არაა.
ფეისბუქმა ყველა რუსულ სახელმწიფო მედიას რეკლამის განთავსება შეუზღუდა
26.02 - 11:54
ფეისბუქმა ყველა რუსულ სახელმწიფო მედიას პლატფორმაზე რეკლამის განთავსების ფუნქცია შეუზღუდა. ამის შესახებ ფეისბუქის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა, ნათანიელ გლეიჩერმა ტვიტერზე დაწერა.
„ჩვენ ვუზღუდავთ რუსულ სახელმწიფო მედიებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩვენს პლატფორმაზე რეკლამების განთავსებას ან მონეტიზაციას. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ სხვა რუსული სახელმწიფო მედიებისთვის იარლიყების მინიჭებას. ამ ცვლილებების განხორციელება უკვე დაიწყო და კვირის ბოლომდე გაგრძელდება", - განაცხადა გლეიჩერმა.
1/ We are now prohibiting Russian state media from running ads or monetizing on our platform anywhere in the world. We also continue to apply labels to additional Russian state media. These changes have already begun rolling out and will continue into the weekend.
— Nathaniel Gleicher (@ngleicher) February 26, 2022
ზელენსკი: ეს ის მომენტია, როცა უკრაინის ევროკავშირში მიღება უნდა გადაწყდეს
26.02 - 11:36
"ეს ის გადამწყვეტი მომენტია, როცა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და უკრაინის ევროკავშირში მიღება გადაწყდეს.
მე უკვე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს დამატებით დახმარებასა და ქვეყნის თავისუფალი მომავლისთვის უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე", - წერს უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერზე.
It is a crucial moment to close the long-standing discussion once and for all and decide on Ukraine's membership in the #EU. Discussed with @eucopresident further effective assistance and the heroic struggle of Ukrainians for their free future.
კულება: მოვითხოვ, რუსეთის სრულ იზოლაციას, ნავთობის ემბარგის, მისი ეკონომიკის განადგურებას!
26.02 - 11:12
"კიევმა, ჩვენმა მშვენიერმა ქალაქმა, კიდევ ერთი ღამე გადაიტანა რუსული არმიის და რაკეტების სროლის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი კიევის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ: რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გამოწვევას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. გააჩერეთ რუსი სამხედრო კრიმინალები!"
Kyiv, our splendid, peaceful city, survived another night under attacks by Russian ground forces, missiles. One of them has hit a residential apartment in Kyiv. I demand the world: fully isolate Russia, expel ambassadors, oil embargo, ruin its economy. Stop Russian war criminals! pic.twitter.com/c3ia46Ctjq
კანადაში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები რუსულ არაყს გაყიდვიდან ამოიღებენ
26.02 - 10:54
კანადური ალკოჰოლის მაღაზიები რუსულ არაყსა და სხვა რუსული წარმოების ალკოჰოლურ სასმელებს აღარ გაყიდიან. ეს მათი მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის აგრესიის დაგმობაა.
მანიტობისა და ნიუფაუნდლენდის პროვინციებში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები რუსულ სასმელებს გაყიდვიდან ამოიღებენ. ქვეყნის უდიდესმა პროვინციამ ონტარიომ კი ალკოჰოლის კონტროლის საბჭოს მითითება უკვე მისცა, რომ პროვინციაში ყველა რუსული წარმოების პროდუქტი ამოიღონ გაყიდვიდან.
"ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს" - ქალაქის მერი
26.02 - 10:52
"დილა მშვიდობის. ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს! ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს. ტროლეიბუსის პირველი ხაზები გავიდა. ვასწრებთ ქალაქის ცოტ-ცოტა დალაგებას. პროდუქტებთან და პურთან დაკავშირებით საკითხებს ვაგვარებთ, დააკვირდით ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციას. წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმშია. "წყალი გრაფიკით" - ტყუილია. ვცდილობთ, ყველა ავარია ოპერატიულად გამოვასწოროთ. ხერსონის თავშესაფარში გუშინ ორი ჯანმრთელი ბიჭი გაჩნდა. ჩვენი მედიკოსები მზად იყვნენ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა - დედებისთვისა და ახალი ხერსონელებისთვის", - წერს ქალაქის მერი იგორ კოლიხაევი.
საცხოვრებელი კორპუსი კიევში შეტაკებების შემდეგ
26.02 - 10:42
"აქ ვარ, არანაირ იარაღს არ დავყრით" - ზელენსკი ფეიკნიუსის გავრცელებას ეხმაურება
26.06 - 10:05
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მისი სახელით გავრცელებულ ფეიკნიუსს ეხმაურება. ზელენსკიმ კიევში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.
"აქ ვარ, არანაირ იარაღს არ დავყრით", - ამბობს ზელენსკი.
ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტის სახელით ვრცელდება მესიჯი, რომ დანებებას აპირებს და აგრესორ ქვეყანას იარაღს აბარებს.
პოდოლიაკი: დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, 200-მდე ტყვედ ჩავარდა
26.06 - 09:57
უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ ჩავარდა.
Maxar: უკრაინის საზღვართან, ბელარუსში ათეულობით ვერტმფრენი და სახმელეთო ჯარია მობილიზებული
26.02 - 9:34
ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან 32 კილომეტრში 150-მდე სატრანსპორტო ვერტმფრენი და სახმელეთო ჯარია დაფიქსირებული.
ამის შესახებ Reuters Maxar-ის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფოტოებზე ჩანს, რომ ბელარუსის ქალაქ ხოინიკთან, გზაზე 90-ზე მეტი ვერტმფრენია დაყენებული.
თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვისთვის $350 მილიონს გამოყოფს
26.02 - 9:30
თეთრი სახლი უკრაინისთვის $350 მილიონიანი სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევისთვის მემორანდუმს ავრცელებს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაავალა, გამოყოს $350 მილიონი, რათა დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.
"ყველაფერი მშვიდადაა, ყველა დავაწვინეთ"
26.02 - 08:51
კიევში, ბერესტეისკას მეტროსთან 101-ე ბრიგადამ რუსული კოლონა გაანადგურა.
"ყველა მშვიდადაა, ყველა დავაწვინეთ", - წერს უკრაინის სახმელეთო ჯარები.
მთელი ღამის განმავლობაში კიევში სროლებისა და შეტაკებების ხმა ისმის.
კელი ღარიბაშვილზე: ეს ნიშნავს აგრესორის მხარეს დადგომას
"რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს აგრესორის მხარეს დადგომას და მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავს თავისუფლებისთვის".
What does this mean? It means siding with the aggressor and against those risking their lives for freedom. https://t.co/vpY5ekHOLx
ლვოვსა და ჩერვონოგრადში საჰაერო განგაში გამოცხადდა
26.02 - 08:37
შაბათს, 26 თებერვალს, დილით, დაახლოებით 06:10 საათზე, ლვოვში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამ დრომდე, ქალაქში არსებული ვითარება უცნობია. მოსახლეობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ წავიდნენ უსაფრთხო ადგილას და თავი შეიკავონ ფანჯრებთან მისვლისგან.
დაახლოებით, 5:20 საათზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა ხარკოვში, 5:35 საათზე - ვინიცაში. 5:50 საათზე - ლუცკში. ლვოვთან ერთად განგაში გამოცხადდა რივნეს რაიონში.
შეტაკებების გამო კიევის მერია, მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდნენ
26.02 - 08:00
შეტაკებების გამო კიევის მერია, მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდნენ.
"ჩვენი ქალაქის ქუჩებში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. გთხოვთ, დაიცვათ სიმშვიდე და მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ. თუ თავშესაფარში ხართ - ახლა არ დატოვოთ. თუ სახლში ხართ - არ მიხვიდეთ ფანჯრებთან, არ გახვიდეთ აივნებზე", - აცხადებენ ქალაქის ადმინისტრაციაში.
უკრაინაში, ხერსკოვსკის ოლქში, ახალ კახოვკაში ბრძოლებია
26.02 - 06:30
უკრაინაში, ხერსკოვსკის ოლქში, ახალ კახოვკაში ბრძოლებია.
უკრაინელებმა ქალაქი ნიკოლაევი დაიბრუნეს
26.02 - 06:29
უკრაინულმა არმიამ სამხრეთით მდებარე ქალაქი ნიკოლაევი დაიბრუნა.
ინფორმაცია ამ წუთებში ვრცელდება.
კიევი: რუსები ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს უტევდნენ, თავდასხმა მოგერიებულია
26.02 - 06:25
უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადებით, რუსი სამხედრო დამნაშავეები კიევში, თავისუფლების გამზირზე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს უტევდნენ.
უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს.
Anonymous პუტინს: მხოლოდ დროის ამბავია, გამოვააშკარაოთ ის სიბინძურე, რასაც მალავთ
26.02 - 06:00
ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართავს.
სპეციალურ მიმართვაში ანონიმურმა ჰაკერმა თქვა:
"ჩვენ მოთმინებით ველოდებოდით თქვენს პასუხს ჩვენს ბოლო თხოვნაზე. მაგრამ მივხვდით, რომ მოთმინება არ გვყოფნის, ვინაიდან ფეხს ითრევთ.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, თქვენ აირჩიეთ, უგულებელყოთ ჩვენი არსებობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი ოპერაციები კონკრეტულად თქვენ მოგიძღვნათ - ერთგვარი საჩუქარი.
ალბათ გახსოვს 2018 წელს ჩვენ გავთიშეთ roscommodz-ის ვებგვერდი.
ბატონო პუტინ, გახსოვთ, როცა ავღანეთის ხელში აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროს მონაცემები, რომელიც იმეილების მისამართებს და პაროლებს მოიცავდა. ეს მონაცემები ტვიტერზე გამოქვეყნდა და ახლა საჯარო ინფორმაციაა.
თქვენ ბოლო მცდელობა, დაემუქროთ შვედეთს და ფინეთს, სამარცხვინოა. თქვენ დაემუქრეთ ამ ქვეყნებს შეჭრით იმ შემთხვევაში, თუ ისინი NATO-ს შეუერთდებიან.
ჩვენ გავთიშეთ ფედერალური ანტომონოპოლიური სამსახურის, კრემლის, Russia Today-ის ვებ გვერდები და რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა საიტი.
ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ ეს დამთხვევაა, Anonymous ფიქრობს, რომ არა.
ჩვენ ვცდილობთ, გამოვააშკარაოთ ის, რაც წლებია, დამალულია Anonymous-ის ძალით, რომელიც გიმკლავდებათ თქვენ და თქვენს ახლობლებს.
მხოლოდ დროის ამბავია, გამოვააშკარაოთ ის სიბინძურე, რასაც თქვენ საზოგადოებას უმალავთ. თქვენი კარადის სიღრმიდან არც ერთი ჩონჩხი არ დარჩება ამოუბრუნებელი.
ახლა მოვითხოვთ, აღადგინოთ უკრაინელი ხალხის უფლებები და გადადგეთ თანამდებობიდან. თქვენ ვერ შეძელით მოწყვლადი ადამიანების დაცვა, თქვენ, როგორც საჯარო მოხელემ, ვერ შეძელით თქვენი მორალური და სამოქალაქო მოვალეობების შესრულება, როცა მოინდომეთ მუდმივი მმართველობა ნაკლები პატიოსნებით".
უკრაინელებმა კიდევ სადესანტო ხომალდი IL-76 ჩამოაგდეს
კიევიდან 80 კილომეტრში უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი სადესანტო ხომალდი IL-76 ჩამოაგდეს.
26.02 - 05:29
კიევში ისევ ისმის აფეთქებების და სროლის ხმა
26.02 - 05:05
კიევში ისევ ისმის აფეთქებების და სროლის ხმა. ბოლო 10 წუთში უკრაინის დედაქალაქში 50-ზე მეტი აფეთქება მოხდა. რუსი ოკუპანტების თავდასხმა გრძელდება.
ფოთის საკათედრო ტაძარი უკრაინის დროშის ფერებში განათდა
26.02 - 04:00
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციის გმირები უკრაინის დროშით ხელში
26.02 - 04:40
ფოტო სიმპსონების ოფიციალური Twitter-ის გვერდიდან
რუსმა დივერსანტებმა უკრაინელი ჯარისკაცების ფორმა გადაიცვეს, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა
26.02 - 04:46
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში, ქალაქ ვასილკოვთან, უკრაინელი ჯარისკაცების ფორმა გადაიცვეს.
მალევე ქალაქში სატვირთო მანქანით შევიდნენ რუსი სამხედროები.
მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა.
კიევში აფეთქებების ხმა ისმის
26.02 - 4:20
კიევში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმვალობაში ერთბაშად რამდენიმე აფეთქება მოხდა.
აშშ უკრაინისთვის 6.4 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს
26.02 - 03:43
თეთრმა სახლმა კონგრესს უკრაინისთვის 6.4 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული მოიერიშე SU-25 და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს
26.02 - 03:43
უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი, IL - 76 ჩამოგდეს
26.02 - 03:18
უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ოლქში, ვასილკკოვთან, რუსული სამხედრო თვითმფრინავი, IL - 76 ჩამოგდეს. ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო იზიარებს უკრაინის ამ გადამწყვეტ, უძილო ღამეს
26.02 - 03:17
"საქართველო იზიარებს უკრაინის ამ გადამწყვეტ, უძილო ღამეს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, ჯარისკაცების და მთელი ერის სიმამაცეს და თავდადებას. დიდება უკრაინას". - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე.
ვლადიმერ პუტინისთვის და სერგეი ლავროვისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ავსტრალიაც აპირებს
26.02 - 03:11
ზელენსკის თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს პუტინისთვის სანქციბის დაწესებას და SWIFT-დან გათიშვას
26.02 - 03:09
"უნდა ითქვას, რომ მაკრონი ნამდვილი მეგობარია. საფრანგეთი ჩვენს გვერდშია ყველაზე რთულ მომენტში. საფრანგეთი მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას, ასევე პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას. დაგვეხმარებიან სამხედრო ტექნიკით. მადლობა საფრანგეთს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
ზელენსკი: მინდა, მადლობა გადავუხადო კეთილ ქართველ ხალხს
02:20
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
ვიდეომიმართვაში მან თქვა:
"დღეს გავეცანი სიახლეებს მეგობარი საქართველოდან. მინდა, მადლობა გადავიხადო მშვენიერ და კეთილ ქართველ ხალხს, რომლებიც გამოვიდნენ დედაქალაქის ქუჩებში და ხმარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას. თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ".
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდაჭერაზე უარი თქვა, თუმცა, საქართველოს მოქალაქეებმა ამ ქვეყნის მხარდასაჭერად მრავალრიცხოვანი აქცია გამართეს.
აშშ უკრაინას დამატებით დახმარებას გაუწევს უსაფრთხოებისთვის
01:47
"აშშ აპირებს გაუწიოს დამატებითი დახმარება უკრაინას უსაფრთხოებისთვის, თუმცა, როგორ იქნება ეს გაკეთებული, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ" - ამბობს პეტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ პუტინს და ლავროვს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს
01:32
თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს შეუერთდება და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ჯო ბაიდენი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ელაპარაკა.
"მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი". - თქვა ფსაკიმ.
ზელენსკიმ ისრაელს რუსეთთან შუამავლობა სთხოვა
01:14
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერმინისტრს, ნაფტალი ბენეტს მიმართა და რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა სთხოვა.
ისრაელში უკრაინის ელჩის, ევგენი კორნიჩუკის თქმით, ზელენსკიმ ეს ბენეტს 25 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას სთხოვა.
"ჩვენი აზრით, ისრაელი ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც აქვს შესანიშნავი ურთიერთობა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან". - თქვა კორნიიჩუკმა.
25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს მიმართა, "დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შეჩერდეს ადამიანების ხოცვა".
მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახარაოვამ თქვა, რომ კიევმა მოლაპარაკების შესახებ განხილვა ხვალისთვის გადადო.
ორმა ჩინურმა ბანკმა რუსეთზე ფულის გასესხება აკრძალა
01:00
ჩინური ბანკები ამბობენ, რომ ბეიჯინგის მხრიდან მოსკოვის დახმარების ლიმიტი არსებობს, იმ ფონზე როცა კრემლი უკრაინაზე თავდასხმის გამო სანქციებს იღებს.
ევროპულმა და კანადურმა მობილურმა ოპერატორებმა უკრაინაში ზარების განხორციელება უფასო გახადეს
00:52
ევროპულმა და კანადურმა მობილურმა ოპერატორებმა უკრაინაში ზარების განხორციელება უფასო გახადეს. ამით მათ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ზელენსკი: მადლობა ქართველ ხალხს, ის შემთხვევაა, როცა მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესნი არიან
00:22
"საოცარ ქართველ ხალხს კარგად ესმის, რომ მეგობრებს გვერდით უნდა დაუდგე. მადლობა ყველა ადამიანს, თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება ომს. მართლაც, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, თუმცა, მთავრობაზე უკეთესები არიან." - ვოლოდიმირ ზელენსკი
Incredible Georgian people who understand that friends must be supported! Grateful to everyone in Tbilisi and other cities who came out in support of Ukraine and against the war. Indeed, there are times when citizens are not the Government, but better the Government.
უკრაინული მედია: რუსული ავიაცია კიევისკენ მოფრინავს, 15 წუთში ბუნკერებში უნდა ვიყოთ
00:02
უკრანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ავიაცია კიევისკენ მიფრინავს და შესაძლოა, დედაქალაქი დაიბომბოს.
მოქალაქეებს მოუწოდებენ, 15 წუთში თავდასაცავად ბუნკერებში ჩავიდნენ.
კლიჩკო: რთული ღამე იქნება, რუსული ჯარები კიევთან ძალიან ახლოს არიან
23:57
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ რუსული ჯარები "კიევთან ძალიან ახლოს არიან". მისი ვარაუდით, ქალაქისთვის "რთული ღამე იქნება".
"კიევს საფრთხე ემუქრება. გადაჭარბების გარეშე. ღამე და დილა რთული იქნება. რუსული ჯარები დედაქალაქთან ძალიან ახლოს არიან. ხიდები დაცულია, დედაქალაქი სპეციალური კონტროლის ქვეშაა. სამხედრო აღჭურვილობა და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პატრულირებენ". - თქვა ვიტალი კლიჩკომ.
მისივე განცხადებით, კიევის ჰოსპიტლები საომარ ვითარებაში მუშაობენ.
დიდი ბრიტანეთის ელჩი: დღეს ქართველმა ხალხმა უკრაინისადმი ერთიანი სოლიდარობა აჩვენა
23:40
Georgian people in a massive show of solidarity with Ukraine tonight. The stronger the coalition against Russian aggression, the better. #StandWithUkraine Photos by SkyPro pic.twitter.com/ZgvmuH0Pqm
პენტაგონი: წინააღმდეგობამ შეანელა რუსეთის წინსვლა უკრაინაში, მათ მომენტუმი დაკარგეს
23:30
პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინაში ფართოდ შეიჭრას, თუმცა, უკრაინული ძალების მხრიდან უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი და მისი სამხედროები ელოდნენ.
"უკრაინელების მხრიდან წინააღმდეგობა იმაზე დიდია, ვიდრე რუსეთი ელოდა. უკრაინელებმა თქვეს, რომ ისინი იბრძოლებდნენ თავისი ქვეყნისთვის და ასეც იქცევიან". - თქვა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.
მისივე განცხადებით, უკრაინელების წინააღმდეგობამ შეანელა რუსეთის წინსვლა კიევში.
"მთლიანობაში, რუსებმა დაკარგეს მომენტუმი. ისინი ვერ მიიწევენ წინ ისე სწრაფად, როგორც ეგონათ, რომ წაიწევდნენ. ამის კარგი ინდიკატორი ის არის, რომ რუსეთს არ აუღია ის ადგილები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს". - თქვა მან.
თუმცა, პენტაგონის მაღალჩინოსანი ასევე ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ჯარისკაცების რიცხვის გაზრდას - მარიუპოლთან ახლოს, აზოვის ზღვაში, მათ ათასობით საზღვარო ჯარისკაცი განალაგეს.
აშშ ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა საზღვართან განლაგებული ჯარების 1/3 უკრაინაში შეიყვანა, თუმცა, რუსეთის ავიაციას არ მიუღწევია უპირატესობისთვის. აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები მეტ-ნაკლებად ეფექტურია და რუსეთის ავიაციას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
უკრაინაში სახიფათო საჰაერო ზონის მასშტაბი იზრდება, რადგან მოსალოდნელია სარაკეტო თავდასხმა
23:13
უკრაინაში სახიფათო საჰაერო ზონის მასშტაბი ორჯერ გაიზარდა, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია სარაკეტო თავდასხმა.
პეტერბურგში უკრაინაში მიმდინარე ომს აპროტესტებენ
23:08
პეტერბურგში უკვე მეორე დღეა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს აპროტესტებენ. აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
EU-მა პუტინსა და ლავროვს სანქციები დაუწესა, მათ ბრიტანეთიც შეუერთდება
22:54
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ის ახალ სანქციებს დაუწესებს ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს, დამატებით, მას შემდეგ რაც გუშინ ბრიტანეთმა სანქციები გამოაცხადა.
გარდა ამისა, CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინისთვის სანქციების დაწესებას მალე აპირებს აშშ-ც.
ისტორიაში პირველად NATO-მ სწრაფი რეაგირების ძალები გაააქტიურა
10:54
არსებობის ისტორიაში პირველად NATO-მ სწრაფი რეაგირების ძალები გაააქტიურა, როგორც თავდაცვითი ღონისძიება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ.
NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესი სარდლის, გენერალ ტოდ უოლტერსის თქმით, გააქტიურებულია მრავალეროვნული ძალები, რომელიც შედგება მოკავშირეების სახმელეთო, საჰარეო, საზღვაო და სპეციალური საოპერაციო ძალებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, სწრაფად განლაგდნენ ალიანსის მხარდასაჭერად.
მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ აშშ-ის ან ნატოს ჯარები შევლენ უკრაინაში, რომელიც არ არის ალიანსის წევრი ქვეყანა.
"ეს ისტორიული მომენტია. ალიანსმა პირველად გამოიყენა უმაღლესი მზადყოფნის ძალები შეკავებისა და თავდაცვის მიზნით. ეს არის მოქნილი, სანდო საბრძოლო ძალა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი მიმართულებით. ეს შემაკავებელი ზომები არის გონივრული და აძლიერებს ჩვენს სისწრაფეს, რეაგირების და თითოეული ადამიანის დაცვის უნარს". - განაცხადა უოლტერმა.
NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ჯერჯერობით განლაგებული არ არის, მაგრამ მზადყოფნაშია. უცნობია, კონკრეტულად რამდენი ჯარისკაცია ამ ძალაში.
ნაღდი ფულის კრიზისი რუსეთში
10:42
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ბანკომატებისთვის ნაღდი ფულის მიწოდება გაზარდა, ბანკის განცხადებითვე ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო დღეებში ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაიზარდა.
გერმანია და იტალია აცხადებენ, რომ SWIFT-დან რუსეთის გათიშვას მხარს დაუჭერენ
22:39
გერმანია და იტალია აცხადებენ, რომ SWIFT-დან რუსეთის გათიშვას მხარს დაუჭერენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ის ესაუბრა იტალიელ კოლეგას ლუიჯი დი მაიოს, რომელმაც უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადა. კულებას თქმით, დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერენ. მანამდე შესაბამისი განცხადება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა გააკეთა.
რუსეთი Facebook-ს ნაწილობრივ ბლოკავს და ცენზურაში ადანაშაულებს
10:37
რუსეთი Facebook-ს ნაწილობრივ ბლოკავს, მას შემდეგ რაც რუსეთის კომუნიკაციების მინისტრმა სოციალური ქსელი უკანონო ცენზურაში დაადანაშაულა. სამინისტროს განცხადებით, ფეისბუქმა
„რუსი მოქალაქეების უფლებები დაარღვია, როცა რამდენიმე რუსული მედია პლატფორმა შეზღუდა“.
სტოლტენბერგი: პოზიციების გასამაგრებლად მობილიზებული გვყავს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები
10:30
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსს თავდაცვის მიზნით მობილიზებული ჰყავს NATO-ს სწრაფი რეაგირების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დანაყოფები.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას და გააკეთოს ყველაფერი NATO-ს ტერიტორიისა და მოკავშირეების დასაცავად.
"გუშინ, NATO-ს მოკავშირეებმა აამოქმედეს ჩვენი თავდაცვის გეგმა და შედეგად ჩვენ გადაგვყავს NATO-ს სწრაფი რეაგირების დანაყოფები მიწაზე, ზღვასა და ჰაერში, რათა გავამაგროთ ჩვენი პოზიცია და ვუპასუხოთ სწრაფად ყველა ვითარებას.
აშშ-მ, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა უკვე გადაიყვანეს დამატებით ათასობით სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.
ჩვენ 100-ზე მეტი თვითმფრინავი გვყავს სრულ მზადყოფნაში, რომლებიც ახლა 30 სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ. ასევე მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, მათ შორის საზღვაო ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფებიც.
არ უნდა არსებობდეს სივრცე არასწორი გათვლებისა და გაუგებრობებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც იქნება საჭირო ჩვენი მოკავშირეებისა და NATO-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დასაცავად" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბაიდენთან განვიხილეთ სანქციების გამკაცრება, კონკრეტული დახმარება თავდაცვის კუთხით და ანტი-საომარი კოალიცია
22:24
ზელენსკის და ბაიდენის სატელეფონო საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.
Strengthening sanctions, concrete defense assistance and an anti-war coalition have just been discussed with @POTUS. Grateful to for the strong support to!
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა გავუგზავნეთ, კოლონა ჩავიდა
22:14
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ამბობს, რომ პოლონეთმა უკრაინისთვის სახმელეთო გზით საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდება დაიწყო.
Konwój z amunicją, którą przekazujemy Ukrainie dotarł już do naszych sąsiadów. Wspieramy Ukraińców, jesteśmy solidarni i stanowczo sprzeciwiamy się rosyjskiej agresji. pic.twitter.com/Wx5zoXBnBe
უკრაინამ ქალაქ ხერსონზე კონტროლი დაკარგა
21:14
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხერსონის თავდაცვა გაარღვიეს. ხერსონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტიკი შეტაკებების შემდეგ უკრაინამ ოლქზე კონტროლი დაკარგა.
ოფიციალური განცხადება ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა გენადი ლაგუტამ ფეისბუქით გაავრცელა.
„მტერმა დიდი სამხედრო ძალებითა და დიდი დანაკარგით გაარღვია ქალაქის თავდაცვის უკრაინული ძალები“ - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
რეგიონის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ წესრიგის აღდგენისა და ადამიანთა სიცოცხლეთა გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"ყველანი აქ ვართ!" - ზელენსკი ვიდეოს აქვეყნებს, იმის დასტურად, რომ უკრაინა არ დაუტოვებია
21:11
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული დეზინფორმაციის საპასუხოდ ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც ადასტურებს, რომ მას და სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყანა არ დაუტოვებია.
ევროპის მაუწყებელთა კავშირი: რუსეთი წელს ევროვიზიაში მონაწილეობას არ მიიღებს
20:24
"უკრაინაში უპრეცედენტო კრიზისის ფონზე, რუსეთის ჩართვა წლევანდელ ევროვიზიაში კონკურსის რეპუტაციას დააზიანებს" - წერია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.
Amnesty International: რუსი სამხედროები უკრაინაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევენ
20:20
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, Amnesty International აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად დაირღვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები.
ორგანიზაციის განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინაში თავდასხმებს განურჩევლად ახორციელებენ. Amnesty International ამბობს, რომ მოხდა, სულ მცირე, 3 შემთხვევა, როცა დაიღუპა, სულ მცირე, 6 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 12.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი განურჩეველი თავდასხმები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს (ომის კანონებს) და შეიძლება იყოს ომის დანაშაული. გარდა ამისა, რუსეთის მტკიცება, რომ იყენებს ზუსტად მართვად იარაღს, უეჭველად მცდარია.
"რუსის ჯარმა უგულებელყო სამოქალაქო პირების სიცოცხლე ბალისტური რაკეტების და სხვა ასაფეთქებელი იარაღის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ფართო გამოყენებით.
ზოგიერთი ასეთი თავდასხმა შეიძლება იყოს ომის დანაშაული.
რუსეთის მთავრობამ, რომელიც იტყუება და ამტკიცებს, რომ იყენებს ზუსტი მართვის იარაღს, ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს". - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი, აგნეს კალამარდი.
ორგანიზაცია აცხადებს:
"რუსულმა ჯარებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ განურჩეველი თავდასხმები ომის კანონების დარღვევით. უპატიებელია ბალისტიკური რაკეტების და სხვა არაზუსტი ფეთქებადი იარაღის გამოყენების გაგრძელება, რაც იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილს და მათი ჯანმრთელობის დაზიანებას".
ევროპის საბჭომ რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა
20:02
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეწყვეტის პროცედურა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაიწყო და გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
ევროპის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საბჭოს წესდების შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობის უფლება შეუწყვიტა. საბჭო განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის პირდაპირი შედეგია.
თბილისში კანცელარიასთან და პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის ნიშნად და ღარიბაშვილის განცხადებების გასაპროტესტებლად აქციები მიმდინარეობს.
19:30
"დღეს ამ აქციის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები უკრაინის მიმართ და ირაკლი ღარიბაშვილი და ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებს არ წარმოადგენენ" - ნოდარ რუხაძე, აქტივისტი
პუტინი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს: თქვენთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ნეო-ნაცისტებთან, რომლებმაც მძევლად აიყვანეს უკრაინელი ხალხი
19:00
"ჩვენ ვხედავთ ამას ნეო-ნაცისტები ძალიან მძიმე შეიარაღებას ამოქმედებენ უკვე მსხვილი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში, კიევისა და ხარკოვის ჩათვლით. ისინი გეგმავენ, რომ გამოიწვიონ რუსეთის მხრიდან საცხოვრებელი კვარტლებისადმი დარტყმა. ისინი მოქმედებენ, როგორც ტერორისტები მთელს მსოფლიოში, წინ იფარებენ სხვა ადამიანებს, იმისათვის რომ შემდეგ ჩვენ დაგვადანაშაულონ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში და ეს ყველაფერი უცხოელი, მათ შორის ამერიკელი კონსულტანტების რჩევებით ხდება, მათ შორის კიდევ ერთხელ მივმართავ სამხედრო მოსამსახურეებს უკრაინისა, არ მისცეთ ნება ნეო-ნაცისტებს და "ბანდეროვცებს" [უკრაინის მეამბოხე არმია], თქვენი მოხუცები, თქვენი მეუღლეები ფარის ფუნქციით გამოიყენონ. ძალაუფლება გადაიტანეთ თქვენს ხელში, თქვენთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ნეო-ნაცისტებისა და ნარკომანების აი ამ ბანდასთან, რომელმაც მძევლად აიყვანა მთელი უკრაინელი ხალხი. ამასთანავე მსურს, ძალიან მაღალი შეფასება მივცე რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ქმედებებს ისინი მამაცად, პროფესიონალურად და გმირულად იქცევიან." - ამბობს ვლადიმერ პუტინი.
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში რამდენიმე დაწესებულებას, მათ შორის საბავშვო ბაღს, ბომბი ესროლეს
18:30
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, დღეს რუსული ძალები სუმის ოლქის ქალაქ ახტირკას სამჯერ დაესხნენ თავს. მძიმედ დაშავდნენ ბავშვები. დაჭრილთა და გარდაცვლილთა რაოდენობა უცნობია.
„ახტირკაში ჭურვების ქარიშხალი იყო, ჭურვებმა მიაღწიეს დასახლებულ პუნქტებამდე, საბავშვო ბაღსა და ბომბისგან თავდაცვის თავშესაფრებამდე.
იქ ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. ვიცით, რომ არიან მძიმედ დაჭრილი ბავშვები." - წერს ჟივიცკი
"ღარიბაშვილის დედას შევე*ით" - გირჩი - მეტი თავისუფლებას წევრი, რომელსაც ეს პოსტერი ეჭირა, დააკავეს
18:23
პარტიის ცნობით, ბადრი გრიგალაშვილთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი პირი, უკრაინელი მხარდამჭერი. მათი აქცია ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარეობს.
რომის პაპი რუსეთის საელჩოში მივიდა
18:12
პაპი ფრანცისკე საელჩოში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მივიდა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.
ოდესაში მოლდოვურ გემს რაკეტა დაეცა
18:11
მოლდოვის საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, მოლდოვურ ტანკერს, რომელიც ოდესის პორტთან ახლოს იდგა რაკეტა მოხვდა. მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის ორმა წევრმა სერიოზული ჭრიალობა მიიღო.
УНИАН: უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევში ქალაქის დასაცავად შევიდნენ
18:05
УНИАН-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. ამჟამად დედაქალაქის ზოგიერთ ნაწილში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.
დენისენკომ ასევე მოუწოდა ადგილობრივებს, არ გადაიღონ და არ გაავრცელონ უკრაინის შეიარაღებულ ძალების სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა.
ევროკავშირმა პუტინისა და ლავროვისთვის სანქციების დაწესების გეგმა დაამტკიცა
17:58
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატებმა დაამტკიცეს გეგმა რომ სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უკრაინის დაპყრობის გამო. სანქციები ითვალისწინებს ლავროვისა და პუტინის საზღვარგარეთ აქტივების გაყინვას.
"14 წლის შემდეგ, გონს მოდიან" - რუსულ პროპაგანდისტულ არხზე ღარიბაშვილის განცხადება განიხილეს
17:34
ერთ-ერთი მთავარი რუსული პროპაგანდისტული გადაცემა "Время покажет"-ს ეთერში საქართელოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება განიხილეს. საუბარია განცხადებაზე, როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ შეუერთდება.
გადაცემის წამყვანმა არტიომ შეინინმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება წარმატებული რუსული სამხედრო ოპერაციების შედეგია.
მარგარიტა სიმონიანი ღარიბაშვილის განცხადებაზე: საქართველო გამოჯანმრთელდა
17:42
RT-ს ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი ერთერთ ტელეგრამ არხში ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს წერს, რომ საქართველო გამოჯანმრთელდა.
კრემლი: რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს
17:30
"ზელენსკის შეთავაზებაზე პასუხად, ვლადიმერ პუტინი მზადაა, გაგზავნოს რუსული დელეგაცია მინსკში თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის დონეზე, უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის“ - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: დღეისთვის 1000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი სამხედროა მკვდარი
17:20
უკრაინის შეიარაღებული ძალების გვერდი წერს, რომ 24 თებერვლიდან ამ დრომდე გარდაცვლილი რუსი ოკუპანტების რიცხვი 1000-ს გადასცდა და რუსეთს ასეთ მცირე დროში მსგავსად დიდი რაოდენობის ჯარისკაცი არცერთ კონფლიქტში არ დაუკარგავს.
კლიჩკო: კიევი თავდაცვის ფაზაშია გადასული
16:28
"ქალაქი [კიევი] თავდაცვის ფაზაშია გადასული, ახლა ზოგიერთ რაიონში სროლები და აფეთქებებია", - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
უკრაინამ კუნძული ზმეინი დაიბრუნა
16:16
კუნძული ზმეინი უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა. ამჟამად ადგილზე უკრაინელი მესაზღვრეები იმყოფებიან.
"ორი უცნობი გემი მიუახლოვდა კუნძულ ზმეინს და ცეცხლი გაუხსნეს ნავსადგურს. მოითხოვეს უკრაინელი მესაზღვრეებისგან, რომ ჩაბარებოდნენ, თუმცა ვადები არ განსაზღვრეს. რის შემდეგაც დაიხიეს კუნძულისგან. ამჟამად კუნძული ჩვენია", - განაცხადა დენისენკომ.
РИА: პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის მზადაა
15:52
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს არაა უბრალოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ესაა ომი ევროპის წინააღმდეგ
15:41
უკრაინის ელჩი სამხრეთ კორეას კიბერთავდაცვაში დახმარებას სთხოვს
15:32
დმიტრო პონომარენკო, უკრაინის ელჩი სამხრეთ კორეაში, აცხადებს, რომ უკრაინის სახელისუფლებო საიტებზე რუსული კიბერშეტევები ხორციელდება და მაღალტექნოლოგიურ სამხრეთ კორეას კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაში დახმარებას სთხოვს.
"ვაპროტესტებთ ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციას" - 7 საათზე კანცელარიასთან აქცია გაიმართება
15:30
7 საათზე კანცელარიასთან უკრაინაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება.
ომბუდსმენი: პრემიერის დღევანდელი განცხადებება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას - ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში
15:00
სალომე სამადაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ელოდება კიევის დაცემას
"ირაკლი ღარიბაშვილი ელოდება კიევის დაცემას იმიტომ, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ იკავებს იმ პოზიციას, რასაც იკავებს და ამბობს იმას, რასაც ამბობს. ამ ბრძოლაში რუსეთს და თავისუფალ სამყაროს შორის დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დგას რუსეთის მხარეს"
გონჩარენკო: არა უშავს, ირაკლი, როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამოქალაქო თვითმფრინავები იფრენენ - შეგიძლია, არსადაც აღარ წახვიდე
14:22
"უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
საქართველომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდა?
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციების გატარება მის ქვეყანას უფრო მეტად დააზარალებს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც არ აპირებს.
მაგრამ ყველაზე მეტად გასაკვირია რეაქცია მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი კიევს ეწვიოს სოლიდარობის ნიშნდად. პრემიერი ამბობს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია. არა უშავს, ირაკლი. როდესაც ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამოქალაქო თვითმფრინავები იფრენენ, სამხედროების ნაცვლად - შეგიძლია, არსადაც აღარ წახვიდე.
ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც თბილისში 2008 წელს ტანკები დადიოდნენ? თქვენ ამას აიტანთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, თუ რა უნდა გააკეთოს?"
ლიგის ფინალი პარიზში ჩატარდება
13:59
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის განცხადება
13:52
ზელენსკი: სანქცირების ყველა შესაძლებლობა ჯერ არ ამოწურულა, რუსეთზე წნეხი უნდა გაიზარდოს
13:43
"სანქცირების ყველა შესაძლებლობა ჯერ არ ამოწურულა. რუსეთზე წნეხი უნდა გაიზარდოს. მე ეს უკვე ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტის მადლიერი ვარ" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
Not all possibilities for sanctions have been exhausted yet. The pressure on Russia must increase. Said this to @Vonderleyen. I am grateful to the President for her decision on additional financial assistance.
ანჯელინა ჯოლი უკრაინაზე
13:42
რუსეთის ტანკმა ობოლონში მოქალაქის მანქანას გადაუარა
13:41
შვარცნეგერი უკრაინელის ხალხის გვერდით
13:40
კიევის სამთავრობო კვარტალთან სროლის ხმა ისმის
13:30
კიევში განგაშის სიგნალები ჩაირთო, სროლის ხმა ისმის სამთავრობო კვარტალში.
ინფორმაციას სროლის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო The Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთი ბრიტანული ავიაკომპანიებისთვის ცას კეტავს
13:24
როგორც როსავიაცია იტყობინება, შეზღუდვები დაწესებულია ქვეყნის ტერიტორიაზე "თვითმფრინავების ფრენებზე, რომლებსაც ფლობს, იჯარით ან ოპერირებს გაერთიანებულ სამეფოსთან ასოცირებული ან დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული პირი". შეზღუდვების ქვეშ მოყვება რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ტრანზიტული ფრენებიც. როგორც BBC-ს რუსული გამოცემა წერს, ამის გამო შესაძლოა, ბრიტანულ ავიაკომპანიებს აზიაში ფრენის პრობლემა შეექმნათ.
რუსული ტანკები კიევის ერთ-ერთ რაიონში, ობოლონში გადაადგილდებიან
13:09
BBC ადასტურებს იმ ვიდეოების ნამდვილობას, სადაც ჩანს, რომ რუსული ტანკები ობოლონში, კიევის ერთ-ერთ რაიონში გადაადგილდებიან.
ობოლონი უკრაინის დედაქალაქის, კიევის ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ რუსული ძალები საცხოვრებელ დასახლებებში შევიდნენ.
Оболонь pic.twitter.com/24JiKGx0yO
— February 25, 2022
მარკ რუფალო უკრაინის მოვლენებს ეხმაურება
13:04
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
13:00
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ უკრაინამ ტექნიკის დანაკრგი განიცადა:
- 11 სამხედრო აეროდრომი
- უკრაინის შეიარაღებული ძალების 13 საკონტროლო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი
- S-300 და OSA საზენიტო სარაკეტო 14 სისტემა
- 36 სარადარო სადგური
- 5 საბრძოლო თვითმფრინავი
- 1 ვერტმფრენი
- 5 უპილოტო საფრენი აპარატი
- 18 ტანკი და სხვა ჯავშნიანი მანქანა
- 7 რეაქტიული სისტემა
- 41 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა
- 5 საბრძოლო ნავი
უკრაინას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაზე
12:28
- "უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის".
- "თქვენ მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არა თუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია".
- "ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება".
- "საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში".
- "არავითარ საჭიროებას არ ვხედავ, რა თქმა უნდა, არ მივალ [პარლამენტში]. მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს".
- "ოპოზიციის ამოცანა იმ უბედურების განმეორებაა, რაც 2008 წლის ომში მათ ვერ აირიდეს".
უკრაინის ჰიმნი პარლამენტში
12:15
"დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში და საქართველოს ისტორიაში", - ხატია დეკანოიძე
ბრიტანეთის თავდაცვის შეფასებით, რუსეთმა 450-ზე მეტი სამხედრო დაკარგა
12:04
დიდი ბრიტანეთის შეფასებით რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 450-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა Sky News-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია რუსეთის თავდაცვას.
გარდა ამისა, უოლესი ამბობს, რომ შეჭრის პირველ დღეს რუსეთმა ვერ მოახერხა ძირითადი ამოცანების შესრულება. მისივე თქმით, რუსების "ელიტური სპეცრაზმი" ცდილობდა, ანტონოვის აეროდრომის აღებას, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაიბრუნეს.
ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაშალა
12:03
უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომის გამართვას ოპოზიცია ითხოვდა, რომელზეც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც იბარებდა.
მოთხოვნას ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მხრიდან სესიის მოწვევის მიზეზი "უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა".
რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციიაა საჭირო, ოცნების არმისვლით კი კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, მოთხოვნისთანავე უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნიან
11:07
"საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა
10:32
კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში.
УП: რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან
10:34
უკრაინული გამოცემა უკრაინსკაია პრავდა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან.
როგორც ცნობილია კოლონა დასახლება ივანკოვოსთან არის გაჩერებული - უკრაინელმა სამხედროებმა ტეტერევის მდინარეზე ხიდი ააფეთქეს.
ზელენსკი: მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს
უკრაინის გენშტაბის განახლებული ინფორმაცია
9:57
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი კიევის დროით 06:00 საათის მდგომარეობით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:
- რუსულმა ჯარებმა ავიაიერიში მიიტანეს უკრაინულ ქვედანაყოფებზე ქალაქ კროპივნიცკის მახლობლად
- დაფიქსირდა რუსული ვერტმფრენები ვილკოვოსა და ტირასპოლიას რაიონში (მოლდოვას საზღვართან)
- შეიარაღებული ძალების დესანტი-თავდამსხმელები ბრძოლას აწარმოებენ დიმერსა და ივანკოვოში, სადაც რუსული ჯავშანტექნიკაა მობილიზებული.
- გენშტაბმა ტერერევის მდინარეზე ხიდის აფეთქება დაადასტურა
- ტაქტიკური ჯგუფი კიევთან ახლოს აეროდრომ ანტონოვს ამაგრებს
ზელენსკი: რუსეთის მოქალაქეებს, ვინც აქციებზე გამოდის - გხედავთ, იბრძოლეთ ჩვენთვის
დნეპრში ახალშობილთა მოვლის განყოფილება ბომბებისგან თავდასაცავად განკუთვნილ თავშესაფარში მოაწყვეს
09:02
"ჩვენ ვნერვიულობთ, ძალიან დაბნეულები ვართ", - უთხრა Times-ს ექიმმა სურკოვმა
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა რუსული და ბელარუსული რუბლით სავალუტო ოპერაციები აკრძალა
08:57
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა რუსული და ბელარუსული რუბლით სავალუტო ოპერაციები აკრძალა.
როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, ცვლილებები შესაბამის დადგენილებაში უკვე შეიტანეს. გარდა ამისა, დაწესდა აკრძალვა რუსეთის ფედერაციაში ან ბელარუსში მდებარე იურიდიული ან ფიზიკური პირების მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.
კიევის საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ჩააქრეს
08:47
სახანძრო სამსახურის განცხადებით, კიევში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. დაშავებულია რვა ადამიანი, 150 კი ევაკუირებულია.
NATO საგანგებო სხდომას გამართავს
08:18
დღეს NATO საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომა კიევის დროით 16:00 საათზე გაიმართება.
კულება: საშინელი თავდასხმაა კიევზე, ბოლოს მსგავსი რამ 1941 წელს მოხდა
08:13
"საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმაა კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც მას ფაშისტური გერმანია დაესხა თავს. უკრაინამ დაამარცხა ის ბოროტება და ამ ბოროტებასაც დაამარცხებს. საჭიროა რუსეთის იზოლაცია, ყველა კავშირის გაწყვეტა. რუსეთის გაგდება ყველაფრიდან".
Horrific Russian rocket strikes on Kyiv. Last time our capital experienced anything like this was in 1941 when it was attacked by Nazi Germany. Ukraine defeated that evil and will defeat this one. Stop Putin. Isolate Russia. Severe all ties. Kick Russia out of everywhete.
კიევის თავზე ჩამოგდებული რუსული საფრენი აპარატის ნაწილები საცხოვრებელ სახლს მოხვდა
07:48
კიევის თავზე ჩამოგდებული რუსული საფრენი აპარატის ნაწილები საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილს ორი ნაწილი დაეცა, რომელიც კორპუსის პირველ და მეორე, ასევე მერვე და მეცხრე სართულებს მოხვდა. არსებობს კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლზე რაკეტის ნაწილების მოხვედრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედაა.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში
07:34
კიევის საჰაერო სივრცეში უკრაინამ რუსების თავდასხმები მოიგერია
07:20
კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის
06:29
კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.
მოგვიანებით, ანტონ გერაშენკომ განმარტა, რომ აფეთქბები, რომლებიც კიევში გაისმა, ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის დარტყმები მტრის თვითმფრინავზე, ან უპილოტო საფრენ აპარატზე.
უკრაინის რადას დეპუტატის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, კიევის საჰაერო თავდაცვამ ქალაქის თავზე ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდო.
მაკრონი: უკრაინას 300 მილიონ ევროს გამოვუყოფთ და სამხედრო ტექნიკით დავეხმარებით
06:11
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას 300 მილიონ ევროას გამოუყოფენ. როგორც მაკრონმა განაცხადა, უკრაინის დასახმარებლად ასევე გამოყოფენ სამხედრო ტექნიკას.
ევროკავშირმა რუსეთს 5-პუნქტიანი სანქციები დაუწესა
05:54
ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის გამო ახალი სანქციები დაუწესა. სულ სანქციების პაკეტი 5 პუნქტს მოიცავს: ფინანსური სექტორი, ენერგიტიკის სექტორი, ტრანსპორტის სექტორი, ექსპორტის ფინანსირების აკრძალვა და სავიზო პოლიტიკა.
თეთრი სახლი გმობს რუსეთის მიერ ჩერნობილის სადგურის პერსონალის მძევლად აყვანას
05:48
"ჩვენ აღშფოთებულები ვართ მიღებული სანდო ცნობებით, რომ რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანა.
ამ უკანონო და საშიშმა ქმედებამ შეიძლება, შეაფერხოს ბირთვული ნარცენების დაცვა, რაც წაც წარმოუდგენლად შემაშფოთებელი და საგანგაშოა. ჩვენ ვგმობთ ამას და მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას", - უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს.
ჩერნობილთან რადიაციის დონემ მოიმატა
05:23
მას შემდეგ, რაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, კიევის ოლქში რადიაციის დონემ მოიმატა.
ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო
03:54
უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო. მათ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის (RT) ვებგვერდი გათიშეს. მათი საიტი ამ მომენტისთვისაც [04:03] გათიშულია.
ზელენსკი: დავკარგეთ 137 გმირი - კუნძულ ზმეინზე დაღუპულებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ
03:23
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულ თავდასხმას 137 უკრაინელი ემსხვერპლა. მისივე თქმით, საომარი მოქმედებების დროს 315 ადამიანი დაშავდა.
ზელენსკი: ლიდერებს ვკითხე, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი? ყველას ეშინია, ჩვენ - არა
02:58
"ჩვენ დავრჩით მარტო საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში. ვინ არის მზად ჩვენთან ერთად იომოს? ვერავის ვხედავ. ვინ არის მზად, უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გარანტია მისცეს? ყველას ეშინია", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკი: არსებობს ინფორმაცია, რომ მტრის #1 სამიზნე ვარ, კიევში ვრჩები
02:50
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ "მტერმა მიზანში ამოიღო". როგორც ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, ის უკრაინის დატოვებას არ აპირებს.
24 თებერვალი უკრაინაში - მოკლედ
2:20
- რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს კიევში, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე კომენდანტის საათი ამოქმედდა;
- რუსულმა ძალებმა სწრაფად გადაინაცვლეს უკრაინის ტერიტორიაზე და სხვადასხვა ფრონტზე განთავსდნენ სროლებით, აფეთქებებით და საჰაერო ბრძოლით. მათ შორის, ისინი დედაქალაქ კიევთან ახლოს მივიდნენ;
- უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 57 მოქალაქე დაიღუპა და 169 დაშავდა;
- საბრძოლო მოქმედებები იყო საკვანძო ადგილებზე, მათ შორის დედაქალაქთან ახლოს მდებარე აეროდრომთან, რომელიც რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს, თუმცა უკრაინული ძალების მტკიცებით, ის უკან დაიბრუნეს;
- რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარა ჩერნობილზე, ქალაქზე, სადაც 1986 წელს ატომური ენერგოსადგური აფეთქდა და დღემდე რადიოაქტიური ზონაა;
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას და თქვა, რომ "ახალი რკინის ფარდა" იშლება;
- დასავლეთის ქვეყნებმა ფინანსური სანქციები დაუწესეს რუსულ ბანკებსა და მაღალჩინოსნებს, ასევე აშშ-მ შეწყვიტა მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტი რუსეთში. ამასთან, ნატო არ გაგზავნის ჯარებს უკრაინაში;
- პარალელურად, ომის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ევროპის ქალაქებში და რუსეთში, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს;
- გაეროს მონაცემებით, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი და თავი შეაფარა მეზობელ ქვეყნებს პოლონეთში, უნგრეთში და მოლდოვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთო მობილიზაციის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა.
02:10
მობილიზაცია განხორციელდება აღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში.
ზელენსკი: უკრაინაში ევროპის ბედი წყდება
01:53
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს უკრაინას გვერდში დაუდგეს, რათა აგრესორი შეაჩერონ.
"ევროკავშირის ლიდერებს მოვუწოდე, მონაწილეობა მიიღონ ევროსაბჭოს საგანგებო სხდომაში, რათა გვერდში დაუდგენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.
უკრაინაში ევროპის ბედი წყდება: თუ პუტინი სათანადო პასუხს არ მიიღებს, ის უფრო შორს წავა", - თქვა მან.
რეზნიკოვი: თავდაცვის ძალებში ჩასაბმელად, საკმარისია უკრაინის მოქალაქემ პასპორტი წარადგინოს
01:05
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელებს ტერიტორიული თავდაცვის ძალებში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.
ოლექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებში ჩაბმის პროცედურა გამარტივდა და ყველა უკრაინელს, ვისაც იარაღის ხელში დაჭერა შეუძლია, პასპორტის წარდგენის შემდეგ შეუძლია მიიღოს იარაღი და შეუერთდეს ტერიტორიის დაცვის ძალებს.
კანადამ რუსეთის მიმართ ახალი სანქციები დააწესა
12:54
პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა "მკაცრ სანქციებს" აწესებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც მოიცავს რუსული ელიტისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გატარებულ ზომებს.
"ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებს;
დამატებით, ვწყვეტთ ყველა საექსპორტო ნებართვის გაცემას რუსეთისთვის და ვაუქმებთ არსებულ ნებართვებს;
ეს სანქციები სერიოზულ ფინანსურ წნეხს დააკისრებს რუსულ ელიტას, ეს შეამცირებს პრეზიდენტ პუტინის შესაძლებლობას, გააგრძელოს ამ გაუმართლებელი შეჭრის დაფინანსება", - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
რუსული ძალები ქალაქ ენერგოდარში არსებულ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით იმუქრებიან
00:32
"ყურადღება! ენერგოდარი - ატომური ელექტროსადგური. რუსებმა დაამონტაჟეს ქვემეხები და ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით იმუქრებიან. ეს იქნება ტრაგედია მთელი ევროპისთვის", - სოციალურ ქსელში წერს უკრაინის ვერხოვნა რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიანა ბეზუგლა.
უკრაინის ჯანდაცვის უწყება: რუსეთის თავდასხმას 57 უკრაინელი ემსხვერპლა, დაშავდა 169 ადამინი
00:27
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 24 თებერვალს 57 უკრაინელი დაიღუპა, ხოლო 169 დაშავდა. ლიაშკოვი ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი სრული დატვირთვით მუშაობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მათ შორის კერძო კლინიკებიც.
უკრაინის შსს: ოკუპანტებმა 6 ხიდი გაანადგურეს და 32 სამოქალაქო დაწესებულებას გაუხსნეს ცეცხლი
23:57
„მინდა აღვნიშნო, რომ რუსი ოკუპანტები მხოლოდ სამხედრო ობიექტებს არ ესხმიან თავს, როგორც ამას რუსული მედია ავრცელებს. მათ შორისაა საავადმყოფოები და მოქალაქეების საცხოვრებლებიც, რისი ამსახველი ვიდეომასალაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება." - აცხადებს უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური, ალიონა შევცოვა.
Bloomberg კიევის შესაძლო დაცემაზე წერს
23:59
Bloomberg დასავლელი დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევი შეიძლება, რუსულ ძალებთან დაეცეს რამდენიმე საათში.
გამოცემის ცნობით, რუსული ჯარები უკრაინისკენ მიიწევენ მდინარე დნეპრის ორივე მხრიდან. ისინი აკონტროლებენ რამდენიმე აეროდრომს, რაც შეიძლება ქვეყანაში მეტი ჯარის შესაყვანად გამოიყენონ.
"უკრაინაში ომი პუტინმა აირჩია" - აშშ-მ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა
23:00
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის ომზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უკრაინაზე თავდასხმისთვის კი რუსეთი უარყოფით შედეგებს მოიმკის.
"პუტინი აგრესორია. მან აირჩია ეს ომი. და ახლა ის და მისი ქვეყანა უარყოფით შედეგებს მიიღებენ". - თქვა ბაიდენმა.
მისივე განცხადებით, რუსეთს უწესდება დამატებითი სანქციები, კერძოდ:
- აშშ-მ სანქციები დაუწესა 5 რუსულ ბანკს, რომელთა საერთო აქტივიც 1 მილიარდი დოლარია.
ასევე, სანქცირები შეეხება რუს ოლიგარქებს და მათი ოჯახის წევრებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ატარებენ კრემლის პოლიტიკას და ტკივილიც მათ უნდა იგრძნონ.
გარდა ამისა:
- =ბაიდენის თქმით, რუსულ ბიზნესებს უწესდებათ შეზღუდვები ტრანზაქციებზე დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში.
- შეუჩერდებათ ჯარის დაფინანსების და გაზრდის საშუალება.
- ირყევა რუსეთის კონკურენციის უნარი 21-ე საუკინის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაში.
კულება: რუსეთი უკრაინულ ჰოსპიტლებს ბომბავს, ეს ბოროტების მიღმაა
22:51
"წარმოიდგინეთ: პუტინმა წამოიწყო მასობრივი აგრესია და ომი ევროპაში პანდემიის დროს. ამასთან, რუსეთი უკრაინის საავადმყოფოებს ბომბავს. ეს ბოროტების მიღმაა. ერთადერთი მორალური არჩევანი, რაც რომელიმე მთავრობას შეუძლია, გააკეთოს, არის უკრაინის უპირობოდ მხარდაჭერა", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.
Consider this: Putin has launched a massive war of aggression in Europe during a still raging pandemic. On top of that, Russians bomb Ukrainian hospitals now. This is beyond evil. The only moral choice any government can make now is to support Ukraine by all means.
რუსეთში მოქალაქეები უკრაინაზე თავდასხმას აპროტესტებენ - აქციებზე 1237 ადამიანი დააკავეს
22:44
რუსეთის 49 ქალაქში მოქალაქეები უკრაინაზე თავდასხმას აპროტესტებენ. პროტესტი დილიდან ერთკაციანი აქციებითა და პიკეტებით დაიწყო და ახლაც გრძელდება. აქციები იმართება მათ შორის მოსკოვშიც. უფლებადამცველი ჯგუფი ОВД-Инфо-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციებზე ამ დროისთვის 1237 ადამიანი დააკავეს, აქედან 629 მხოლოდ მოსკოვშია დაკავებული.
პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებას "იძულებითი ზომა" უწოდა
22:43
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებას "იძულებითი ზომა" უწოდა. მისი მტკიცებით, რუსეთს სხვა შანსი არ დაუტოვეს.
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილი დაიკავეს და მძევლები აიყვანეს
22:09
„რუსებმა ჩერნობილის სადგური დაიკავეს. იქ მომუშავე პერსონალი მძევლად აიყვანეს. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც“ - აცხადებს უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური ალიონა შევცოვა.
ჯონსონმა დიდ ბრიტანეთში აეროფლოტის ფრენა აკრძალა
21:26
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენას აუკრძალავენ. მან, ასევე სხვა სანქციებიც ჩამოთვალა:
- "ჩვენ დავაწესებთ კიდევ ახალ სავაჭრო შეზღუდვებს და ექსპორტის მკაცრ კონტროლს;
- ახალ კანონმდებლობას შემოვიღებთ, რომლითაც აიკრძალება რუსეთში ყოველგვარი ორმაგი გამოყენების საქონლის ექსპორტი - ეს შეეხება ელექტრონულ საქონელს, ტელეკომუნიკაციებს, საჰაერო მიმოსვლის საშუალებებს. ეს ყველაფერი შეზღუდავს რუსეთის სამხედრო, სამრეწველო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს;
- ასევე, რუსული კომპანიების დარეგისტრირება სხვა ქვეყნებში შეუძლებელი იქნება;
- დავაწებთ სანქციებს, რომლებიც გამოამჟღავნებს რუსეთის იმ აქტივებს, რომლებიც საზღვარგარეთაა განთავსებული - ეს ოლიგარქებს დააზარალებს". - თქვა ბორის ჯონსონმა.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მთავარი ბანკებისთვის აქტივები გაყინა
21:14
პრემიერმა ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაასახელა - დიდი ბრიტანეთი რუსეთის მთავარი ბანკებისთვის ბრიტანულ აქტივებს სრულად ყინავს. ჯონსონმა, ასევე განაცხადა, რომ შემდეგი კვირიდან დიდ რუსულ კომპანიებს შეუჩერებს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ფინანსებისა და სესხების მოზიდვას.
"ჩვენ მიზანში ვიღებთ რუსულ ფინანსურ საშუალებებს, ბანკებს. ჩვენ VTB-ზე ვაწესებთ აქტივების სრულ გაყინვას. რუსეთის ბანკები სრულიად იზოლირებული იქნება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემისაგან. ასევე, ჩვენ შევაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობას. აშშ-ც მსგავს ზომებს იღებს". - თქვა ჯონსონმა.
ჟურნალისტი: 18 ერთეული IL-76 თვითმფრინავი რუსეთიდან კიევისკენ გაემართა
20:55
ნიდერლანდური გამოცემა Bellingcat-ის ჟურნალისტი ქრისტო გროზევი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ 18 ერთეული IL-76 თვითმფრინავი რუსეთიდან კიევისკენ მიემართება.
Il-76 საბჭოთა კავშირში შექმნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია. მას პარაშუტისტების, საბრძოლო მასალების, შეიარაღებული ძალებისა გადასაყვანად იყენებენ.
უკრაინის ეროვნული გვარდია: სიტუაცია კიევში არის მშვიდი და კონტროლირებადი
20:30
თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება
20:22
ფოტო: ვახო ქარელი/ ფორმულა
ზელენსკი: ევროკავშირის სანქციების პაკეტი ახლოსაა, ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან
20:06
"რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება. ყველა დეტალი განვიხილე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან [მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან], უკრაინის საჰაერო სივრცის [რუსეთისთვის] ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებასა და სხვა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა შევაჩეროთ აგრესორი" - წერს ტვიტერზე პრეზიდენტი ზელენსკი.
A package of additional tough sanctions against Russia from the EU is approaching. Discussed all the details with @EmmanuelMacron. We demand the disconnection of Russia from SWIFT, the introduction of a no-fly zone over Ukraine and other effective steps to stop the aggressor.
ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს: დღეს თუ არ დაგვეხმარებით, ხვალ ომი თქვენს კარზე მოაკაკუნებს
20:03
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობს უკრაინის გვერდში დადგომისკენ მოუწოდა.
"თუ თქვენ პატივცემულო ევროპელებო, მსოფლიო ლიდერებო, თავისუფალი სამყაროს ლიდერობო, ჩვენ დღეს არ დაგვეხმარებით, მაშინ ხვალ ომი თქვენს კარზე მოაკაკუნებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე
20:00
თბილისში უკრაინის საელჩოსთან აქციაზე რუსეთის მოქალაქემ რუსული პასპორტი დაწვა
19:39
უკრაინის საელჩოსთან აქციაზე რუსეთის მოქალაქემ რუსული პასპორტი დაწვა. "მე უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე და არ მინდა რუსული პასპორტი" - თქვა მან.
კიევში კომენდატის საათი გამოცხადდა
კიევში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე იმოქმედებს. კომენდანტის საათი კიდევ რამდენიმე ქალაქში ამოქმედდა. კერძოდ - ჩერკასის ოლქსა და დნეპრში.
კიევში საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენის ხმა გაისმა.
19:18
კიევის მთავრობამ მოსახლეობა საჰაერო თავდასხმის საფრთხეზე გააფრთხილა. ყველა მოქალაქეს თხოვეს შეეფარონ მიწისქვეშა თავშესაფრებს. სირენების ხმა მთელს კიევში გაისმა.
უკრაინაში, კიევთან ახლოს, სხვადასხვა ლოკაციაზე 80-ზე მეტი შეტევა განხორციელდა.
19:06
უკრაინის ბევრ ლოკაციას რუსეთი თავს დაესხა, მათ შორის კიევთან ახლოს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმების რიცხვი 80-ზე მეტია.
რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ
18:52
რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ. ინფორმაციას ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ ტელეგრამით გაავრცელა.
„ეროვნული თავდაცვა, რომელიც სახიფათო რადიაქტიური ნარჩენების საწყობის შენობას იცავს, მათ მტკიცე წინააღმდეგობას უწევს. თუ ოკუპანტების არტილერია თავს დაესხმება ამ საწყობის ბირთვულ ნარჩენებს, რადიოაქტიური ღრუბლები დაფარავს უკრაინას, ბელარუსსა და ევროკავშირს“ - განაცხადა ჟურნალისტმა.
ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტი ზელენსკიც.
Russian occupation forces are trying to seize the #Chornobyl_NPP. Our defenders are giving their lives so that the tragedy of 1986 will not be repeated. Reported this to @SwedishPM. This is a declaration of war against the whole of Europe.
ლატვია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას აჩერებს
18:51
"უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე გადავწყვიტე რუსეთიდან ლატვიის ელჩი კონსულტაციებისთვის გავიწვიო, ამასთან შევაჩერო რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, გარდა ჰუმანიტარული მიზნით გამონაკლისი შემთხვევებისა", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე.
Ņemot vērā Krievijas agresiju Ukrainā, esmu pieņēmis lēmumu atsaukt Latvijas vēstnieku Krievijā uz konsultācijām, kā arī pārtraukt izsniegt Latvijas vīzas Krievijas Federācijas pilsoņiem, izņemot gadījumus, kas saistīti ar īpašiem humāniem apsvērumiem
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) February 24, 2022
კულება: პარტნიორ ქვეყნებს მოვუწოდებთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ
18:41
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს მათ მიბაძონ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ.
ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი უკრაინის საკითხზე რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს
18:35
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქართული ოცნება უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს.
რეზოლუციის პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი შეადგენს.
უკრაინის მიმართულებით ბელარუსმა 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლა
18:00
უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილში 4 ბალესტიკური რაკეტა ისროლეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ შალკე 04-მა მაისურიდან გაზპრომის ლოგოს წაშლის
18:00
ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს
18:00
ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს. განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ გააკეთა.
მინისტრთა კაბინეტმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს რუსეთის ორი საკუნსულო და რუსი თანამშრომლები ქვეყნიდან გაუშვას.
"ვტოვებ პოსტს, არ შეიძლება მკვლელისთვის მუშაობა" - რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი.
17:47
რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ელენა კოვალსკაია ფეისბუქზე წერს, რომ მკვლელისთვის მუშაობა და მისგან გასამრჯელოს აღება არ შეიძლება და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობას ტოვებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარტნიორებთან ერთად ანტი-პუტინურ კოალიციას აფუძნებს
17:47
ზელენსკის თქმით, ის საფრანგეთის პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ავსტრიის კანცლერსა და თურქეთის პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე უკვე ესაუბრა.
We are creating an anti-Putin coalition. I spoke with @vonderleyen, @EmmanuelMacron, @karlnehammer and @RTErdogan about concrete sanctions and concrete assistance for our military. We are waiting for decisive action.
დუბლინში, უკრაინის მხარდამჭერი აქციის დროს, რუსეთის საელჩოს შესასვლელი წითელი საღებავით შეღებეს
17:48
ზახაროვა: ეს ომის დასაწყისი არაა, ჩვენი მიზანია ავიცილოთ გლობალური ომი
17:40
ეს ომის დასაწყისი არაა. ეს ერთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მიზანია თავიდან ავიცილოთ მოვლენების განვითარება, რომელიც შესაძლოა გლობალურ ომში გადაიზარდოს. და მეორეც, ეს ომის დასარულია.
ჩეხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ორ რუსულ საკონსულოს დახურავს
17:37
ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთსა და უკრაინაში მყოფ ელჩებს კონსულტაციებისთვის იბარებს. ჩეხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთში ორ დიპლომატიურ დაწესებულებას დახურავენ.
ნობელის პრემიის ლაურეატის განცხადება
17:29
"დილით ადრე რედაქციაში ყველანი შევიკრიბეთ. მწუხარება გვაქვს.
ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით უკრაინასთან ომი დაიწყო. და არავის შეუძლია ომის დასრულება. ამიტომაც მწუხარებასთან ერთად ჩვენ და მეც სირცხვილს ვგრძნობთ.
მთავარსარდალი ხელში ატრიალებს "ბირთვულ ღილაკს", როგორც ძვირადღირებული მანქანის "ბრელოკს". შემდეგი ნაბიჯი - ბირთვული თავდასხმა? ვლადიმერ პუტინის სიტყვებს შურისძიების იარაღზე სხვაგვარად ვერ ავხსნი.
Novaya Gazeta-ს შემდეგ ნომერს ორ ენაზე - უკრაინულ და რუსულ ენაზე გამოვცემთ. იმიტომ რომ, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინას მტრად და უკრაინულ ენას მტრის ენად. არასდროს ვაღიარებთ.
და ბოლოს, მხოლოდ გლობალურ ანტისაომარ მოძრაობას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა ამ პლანეტაზე".
ახალი თავდასხმები მელიტოპოლის აეროპორტზე
17:11
რაგბიში საქართველოსა და რუსეთს შორის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო
17:04
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ინფორმაცია რაგბის კავშირმა გაავრცელა.
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად სპეციალური ანგარიში შექმნა
16:52
ანგარიში რამდენიმე სხვადასხვა ვალუტაზეა მორგებული და ღიაა, როგორც ადგილობრივი ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო დონორებისთვის.
ანგარიშის ნომერია: UA843000010000000047330992708 / უკრაინის ეროვნული ბანკი
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ: უკრაინულ გრივნაში, ამერიკულ დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში.
ერდოღანი გმობს და "მიუღებელს" უწოდებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში
16:51
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი "მიუღებელს" უწოდებს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დაგმო რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედება უკრაინაზე.
"ეს ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, დარტყმაა რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობაზე" , - თქვა ერდოღანმა, რომელმაც, ასევე აღნიშნა, რომ იგი ესაუბრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელთანაც დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.
მოსკოვში დააკავეს უფლებადამცველი, რომელიც აქციებისკენ მოუწოდებდა
16:44
მოსკოვში დააკავეს უფლებადამცველი, მარინა ლიტვინოვიჩი, რომელიც მანამდე მოქალაქეებს აქციების ჩატარებისკენ მოუწოდებდა.
"სახლიდან გამოსვლისას დამაკავეს", - დაწერა მან სოცქსელებში.
ლიტვინოვიჩი სოციალურ ქსელში წერდა, რომ რუსი ხალხი უკრაინაში ომის წინააღმდეგია და მოუწოდებდა ყველას აქციაზე გასულიყვნენ.
UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთში აღარ გამართავს
ESPN-ის ინფორმაციით, UEFA-მ სანქტ პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი წელს, 28 მაისს იყო დაგეგმილი.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, 25 თებერვალს NATO-ს საგანგებო სამიტი დისტანციურად გაიმართება.
შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საკითხზე იმსჯელებენ.
იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი 30-ვე ქვეყნის ლიდერს დასწრებისკენ მოუწოდა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ქმედება "მიზანმიმართული, ცივსისხლიანი შეჭრაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
იენს სტოლტენბერგისვე განცხადებით, იგეგმება შეკავების და თავდაცვის ახალი ნაბიჯების გადადგმა.
თუმცა, როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, ალიანსი არ გეგმავს, უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, ვინაიდან ეს ორგანიზაცია "მხოლოდ თავს იცავს".
გოსტომელში რუსეთის ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს
პესკოვის თქმით, რუსეთი მზადაა, უკრაინას ნეიტრალიტეტის სტატუსზე ესაუბროს
15:59
კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსული საომარი ოპერაციის მიზანია "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". მისივე თქმით, ოპერაციის ხანგრძლივობაზე გადაწყვეტილებებს რუსეთის პრეზიდენტი იღებს.
"ოპერაციას აქვს თავისი მიზნები, ისინი უნდა იქნეს მიღწეული. პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია, ხოლო მიზნები მიღწეული იქნება", - განაცხადა პესკოვმა.
ლუკაშენკო: ჩვენი ჯარები უკრაინაში არ არიან, მაგრამ თუ რუსეთს და ბელარუსს დასჭირდება, შევლენ
15:52
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მათი ჯარები მონაწილეობას არ იღებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროცესში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამას გააკეთებენ.
"ჩვენი ჯარები იქ არ არიან, მაგრამ თუკი საჭირო იქნება, ბელარუსიისთვის და რუსეთისთვის, ჯარები შევლენ", - თქვა ლუკაშენკომ ბელარუსის სახელისუფლებო სააგენტო "Belta"-სთან საუბარში.
გრიბაუსკაიტე: აგრესორს სანქციები მხოლოდ დასჯის, დამნაშავის შეჩერება ბრძოლის ველზე შეიძლება
15:51
"აგრესორს სანქციები მხოლოდ დასჯის და არ შეაჩერებს. ომის დამნაშავის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება", - წერს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე Twitter-ზე.
Sanctions will not stop the aggressor only punish. War criminal could be stopped only on the field of battle
პესკოვი: იდეალურ შემთხვევაში, უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ნაცისტებისგან
15:40
კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია უკრაინის საომარი პოტენციალის განეიტრალებას ნიშნავს, რომელსაც ბოლო პერიოდში "დასავლეთი კვებავდა".
"იდეალურ შემთხვევაში, უკრაინა უნდა გათავისუფლდეს ნაცისტებისგან", - განაცხადა პესკოვმა.
გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ არსებული ვითარება ოკუპაცია არაა.
უკრაინის მოქალაქეები კიევში
15:30
სალომე ზურაბიშვილი მზადაა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ხელი მოაწეროს
15:25
"საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ ერთად, მთელი ერი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გვერდით. ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო", - თქვა ზურაბიშვილმა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქში შევიდნენ
15:19
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ბრძოლით გაარღვიეს უკრაინის საზღვარი და ამ გზით შევიდნენ კიევის ოლქში, ქვეყნის ტერიტორიაზე.
BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, რომ სასაზღვრო ქვედანაყოფები გადანაწილებულია სარეზერვო პოზიციებზე და თანამშრომლობენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან.
ოკუპირებულმა ცხინვალმა დონბასში ავტობუსი გაუშვა
15:13
ოკუპირებული ცხინვალი დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ავტობუსი გაიგზავნა. ამის შესახებ TASS-ს ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დინა გასიევმა განუცხადა.
NATO ალიანსის აღმოსავლეთ მხარეში დამატებით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს აგზავნის
15:04
NATO აცხადებს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს აგზავნის მოკავშირე ქვეყნებისა და ალიანსის დასაცავად.
„NATO ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა დაიცვას ყველა მოკავშირის უსაფრთხოება და თავდაცვა. ჩვენ ვაგზავნით დამატებით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ მხარეში. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებას",- წერია ალიანსის ოფიციალურ განცხადებაში.
ალიანსი გმობს რუსეთის შემაძრწუნებელ თავდასხმას უკრაინაზე. NATO კონფლიქტის შესახებ პასუხისმგებლობას სრულად რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან და ჰუმანიტარულ სამართალს უერთგულოს.
ოდესის ოლქში დაბომბვას 18 ადამიანი ემსხვერპლა
15:01
ოდესის ოლქის ხელისუფლების ცნობით, სოფელ ლიპეცკოეში სამხედრო ნაწილზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი - 8 კაცი და 10 ქალი. 6 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბელგიას სურს, ევროკავშირმა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტოს
14:49
ბელგიას სურს, ევროკავშირმა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტოს, მათ შორის სტუდენტებისთვის, დასაქმებულებისთვისა და ტურისტებისთვის.
"რუსეთის დაუფიქრებელი თავდასხმა გვაიძულებს, ფრთხილად ვიყოთ ბელგიაში ჩასვლის მსურველ რუსებთან", - თქვა ბელგიის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრმა სემი მაჰდიმ განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ლუგანსკში უკრაინამ რუსეთის მეშვიდე თვითმფრინავი ჩამოაგდო
14:37
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის ძალებმა რუსეთის მეშვიდე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
შეიარაღებული ძალები იუწყება, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს სათანადოდ იგერიებს და უკრაინული სამხედრო დანაყოფები ადგილებზე რჩებიან.
ბელარუსი საჰაერო სივრცეს კეტავს
14:36
ბელარუსის გენშტაბის გადაწყვეტილებით ქვეყნის საჰარეო სივრცე იკეტება. ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. ფრენა ყველა სამოქალაქო ლაინერისთვის იქნება აკრძალული.
ლიეტუვის შემდეგ საგანგებო მდგომარეობას მოლდოვაც აცხადებს
14:24
მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გააკეთა.
სანდუს თქმით, მზადაა, მეზობელი უკრაინიდან ათიათასობით ადამიანი მიიღოს.
"ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ", - თქვა სანდუმ.
ბიბილოვის თქმით, მზად არიან "უპასუხონ ყველა პროვოკაციას, რომელიც შეიძლება საქართველოს მხრიდან იყოს"
14:05
ეხო კავკაზას ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. უსაფრთხოების საბჭო გაფართოვებულ ფორმატში შეიკრიბა. ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ შეიქმნა საოპერაციო შტაბები. მისი მიზანია, უზრუნველყოს მზაობა "იმ პროვოკაციებზე, რაც შეიძლება, საქართველოდან წამოვიდეს".
უკრაინა: რუსეთის აგრესიის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
14:00
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. როგორც ის ამბობს, ძირითადად ეს მოხდა დილის თავდასხმების დროს. მისივე თქმით, რუსულ მხარეს უკრაინისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.
უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა
13:55
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა.
უწყების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ძირს უთხრის.
სამინისტროს ინფორმაციითვე, უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა.
ზელენსკის ახალი მიმართვა: მთავარი გზავნილები
13:41
- "მტერმა სერიოზული დანაკარგები განიცადა"
- "ჩვენ უკვე ვარიგებთ იარაღს ჩვენი მიწის დასაცავად"
- "მოვუხსნით სანქციებს უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომელიც ტეროტორიულ თავდაცვის რაზმებში ჩაეწერება და იარაღით ხელში დაიცავს ქვეყანას"
- "რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ისევე, როგორც ეს გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს"
- "ყველა, ვისაც რუსეთში სინდისი არ დაუკარგავს, უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს უკრაინასთან ომი"
მინსკის შეთანხმების დარღვევის შემდეგ ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინას ისევ მინსკში შეხვედრას სთავაზობს
13:39
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა მსგავსი მოლაპარაკებებისთვის თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების პროექტები იქნება მზად.
"დიახ, ისინი მკაცრები იქნებიან უკრაინის მიმართ. რა თქმა უნდა, გამარჯვებული რაღაცას გიკარნახებს. მაგრამ, მოდით, ვიყოთ რეალისტები: რა თქმა უნდა, რაღაცას გიკარნახებენ, მაგრამ ეს გაცილებით კარგი იქნება, ვიდრე უკრაინა ომში დამარცხდეს", - თქვა ლუკაშენკომ.
კობახიძე: ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!
13:37
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეხმაურება.
"ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!!! სოლიდარობა უკრაინას", - წერს კობახიძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი: შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ ქვეყანას
13:35
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ ქვეყანას.
"ჩერნიგოვის ოლქში მოხერხდა მოწინააღმდეგის შეჩერება. მძიმე ბრძოლებია ხარკოვის მიმართულებით. მოწინააღმდეგემ ზარალი განიცადა - ადამიანური და ტექნიკური. ჩვენმა ჯარებმა სრული კონტროლის ქვეშ დაიბრუნეს მარიუპოლის და სჩასწიეს ხიდები. სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ეკიპირება განადგურებულია. ვითარება რთულია ხერსონში, უკრაინის ჯარები აგრესორს იგერიებენ", - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
13:34
ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
რუსეთში ომის წინააღმდეგ ერთკაციანი პიკეტები დაიწყო
13:13
ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
13:10
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ლიეტუვაში პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი მოაწერა და მას სეიმი რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.
ალექსეი ნავალნი: ამ ომის წინააღმდეგი ვარ
13:00
ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ რუსეთის საომარ ოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს
12:41
ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ ბელარუსი რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე საომარ ოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს.
კალაძე: მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!
12:29
"მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!"
პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას და კონსულტაციებს გეგმავენ
12:27
"რუსეთის ფართო აგრესია მუქარაა მთელი მსოფლიოს მიმართ და NATO-ს ყველა ქვეყნის მიმართ. NATO-ს კონსულტაციები მოკავშირეების უსაფრთხოების გაძლიერებაზე უნდა იყოს ინიცირებული, რომ გატარდეს დამატებითი ზომები NATO-ს მოკავშირეების დასაცავად. ყველაზე ძლიერი პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ერთიანობა." - ამბობს ესტონეთის პრემიერმინისტრი.
უკრაინამ კრამატორსკის ტერიტორიაზე რიგით მეექვსე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო
12:26
ღარიბაშვილი: სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია
12:24
რამდენიმესაათიანი დუმილის შემდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრას საქართველოს პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ტვიტერზე დაწერა:
"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია". - დაწერა ღარიბაშვილმა.
We #StandWithUkraine. Military attack on sovereign country is unacceptable. We call on international community to apply all possible measures to stop blatant violation of international order by Russia and avoid further military escalation.
მაკრონი: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში
12:22
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა "დაუყონებლივ“ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია უკრაინაში.
"საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია. საფრანგეთი უკრაინასთან ერთად დგას და მუშაობს პარტნიორებთან ერთად ომის დასრულებისთვის". - თქვა ემანუელ მაკრონმა.
უკრაინაში შესაძლოა დევნილების კრიზისი შეიქმნას
12:18
უკრაინის სამოქალაქო თავისუფლების ორგანიზაციის ლიდერის თქმით, ქვეყანაში შესაძლოა დევნილების კრიზისი შეიქმნას.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსები შეიძლება თავს დაესხან ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს და მოხალისეებს.
ევროკავშირი "სანქციების მასობრივ პაკეტს" ამზადებს
12:17
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, დღეს ევროპელი ლიდერები წარმოადგენენ „მასობრივ და ტარგეტირებულ სანქციებს“.
"ამ პაკეტით ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს, დაბლოკავთ მათ წვდომას საკვანძი ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე. დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკას და მისი მოდერნიზების შესაძლებლობას". - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, გაიყინება რუსული ქონებები ევროკავშირში, შეჩერდება რუსული ბანკების წვდომა ევროპის ფინანსურ ბაზართან.
კიევში მოქალაქეები თავს მეტროს აფარებენ
12:13
კიევში მოქალაქეები თავს მეტროს აფარებენ. მათ პირველადი მოხმარების ნივთები აქვთ წაღებული. მედიის ცნობით, ისინი ჯგუფებად არიან ორგანიზებული.
ზურაბიშვილი: ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით
12:07
მას შემდეგ, რაც უკრაინის შესახებ ფორმულას ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხა, საქართველოს პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მოუწოდებს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვის მიმართავს.
"ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ". - წერს სალომე ზურაბიშვილი.
Georgian nationshocked by the Russian agression in Ukraine. We stand in solidarity with the Ukrainian people and call for a halt of the military operations #SlavaUkraini
ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს წარადგენს
12:06
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო წარადგენს სანქციების უპრეცედენტო და კოორდინირებულ პაკეტს. სანქციები დღეს შევა ძალაში და მომდევნო დღეებში რამდენიმე ტალღად გამოცხადდება. მისი თქმით, ეს იქნება ყველაზე დიდი და მძიმე სანქციები, რაც რუსეთს ოდესმე უნახავს. მისივე თქმით, ბრიტანეთი უკრაინას „პირდაპირ დახმარებას“ გაუწევს თავდაცვისთვის.
უკრაინამ ლუგანსკის ოლქში ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა
12:01
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის ცნობით, უკრაინამ ლუგანსკის ოლქში ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა. ამავე ცნობით, რუსეთის მხარეს დაიღუპა 50 ადამიანი. რუსეთი ზოგადად დონბასის რეგიონის შესახებ განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შსს: დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
11:49
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია 19 დაკარგული ადამიანის შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსული ჯარი დანაკარგს განიცდის
11:50
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ჯარი დანაკარგს განიცდის.
"ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად უპირისპირდებიან რუსებს და ზიანს აყენებენ მათ ჯარს". - აცხადებს უწყება.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელთა რიგებში მსხვერპლი არ არის.
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა გაათავისუფლეს ქალაქი შჩასწიე და მოკლეს 50-მდე რუსი ჯარისკაცი.
რეფეჯ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია
11:40
რეფეჯ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია.
მანამდე კიევმა სთხოვა თურქეთს დახუროს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთისთვის.
მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება აქვს, აუკრძალოს სრუტეში გავლა ნებისმიერი სახელმწიფოს სამხედრო გემებს, თუ ის სახელმწიფო მონაწილეობს ომში ან თვლის, რომ მას ომი პირდაპირ ემუქრება.
მანამდე კიევმა სთხოვა თურქეთს დახუროს ბოსფორის და დარდანელის სრუტეები რუსეთისთვის.
მონტრეს კონვენციის თანახმად, თურქეთს უფლება აქვს, აუკრძალოს სრუტეში გავლა ნებისმიერი სახელმწიფოს სამხედრო გემებს, თუ ის სახელმწიფო მონაწილეობს ომში ან თვლის, რომ მას ომი პირდაპირ ემუქრება.
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა
11:37
პაპუაშვილი: მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები
11:30
6-საათიანი დუმილის შემდეგ ხელისუფლებიდან მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.
19:00 საათზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
11:25
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, აქცია შაბათს, 26 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა, ვითარება შაბათამდე ვერ მოიცდის.
"შაბათამდე ვერ გავჩერდებით. დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ახლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი.
დღეს 7-ზე რესპუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე". - წერს პოლიტიკოსი.
ზელენსკი: მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს, აამოქმედონ ყველა სანქცია რუსეთის და პუტინის წინააღმდეგ
11:19
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი მიმართვა გაავრცელა.
"ჩემო ძვირფასო უკრაინელები, ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს. შევეცდები, ყველა საჭირო და ამავდროულად სწორი ინფორმაცია ოპერატიულად მოგაწოდოთ.
ახლა ჩვენ თავს გვესხმიან როგორც ბომბებით, ისე ფეიკ ნიუსებით. ამიტომაც, საჭიროა ვიცოდეთ მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია.
დღეს რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში. პუტინს სურს დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინის ჩამოშლა. მას უნდა, დაამხოს ჩემი სამშობლო, მას უნდა, დაამხოს ჩვენი უკრაინა.
მოვუწოდებ უკრაინელებს და ყველა ჯარისკაცს, ვიდგეთ მდგრად. ჩვენ გაუტეხელი ერი ვართ. მივმართავ ყველა უკრაინელს, რომელიც უკრაინის მიწაზეა, არ მიეცეთ პანიკას.
მე ვესაუბრე ბაიდენს, შარლ მიშელს და სხვა ლიდერებს - ჩვენ ვიწყებთ ანტიპუტინურ მოძრაობას. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ლიდერს, აამოქმედონ ყველა სანქცია რუსეთის და პუტინის წინააღმდეგ.
დიდება უკრაინას". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი
უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადება
11:11
თავდაცვის ძალები, იყენებენ რა თავდაცვის უფლებას, წინააღმდეგობას უწევენ მტრის მცდელობებს, გადმოლახოს სახელმწიფო საზღვრები. ვითარება კონტროლის ქვეშაა. რუსული ძალები განიცდის დანაკარგებს. რუსეთის საჰაერო ძალების 5 თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი ჩამოგდებულია, ორი ტანკი დაზიანებულია, განადგურებულია რუსების რამდენიმე სატვრითო მანქანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გასცა ბრძანებები, მივაყენოთ მაქსიმალური დანაკარგები აგრესორს. უკრაინის მხარეს დანაკარგები არ არის.
ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და არ დავნებდებით! ერთად გამარჯვებისკენ!
უკრაინა: დაბომბვა და აფეთქებები 17 რეგიონშია
11:03
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფეთქებები და დაბომბვა მიმდინარეობს 17 რეგიონში.
"რუსეთი საზღვრის თითქმის მთელ პერიმეტრზე არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით უტევს საზღვრებს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა
10:44
რუბლი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა და 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც უკრაინაში ომის დაწყებისა და აშშ-ის მიერ სანქციების დაანონსების შემდეგ ადგილობრივი ვაჭრობის შეჩერებას უკავშირდება.
მოსკოვის საფონდო ბირჟის მიერ ყველა ბაზარზე ტრანზაქციების შეჩერების შემდეგ, ბანკთაშორის ვაჭრობაში 1 დოლარის ღირებულება 90 რუბლს მიუახლოვდა.
უკრაინის განცხადება ტანკების განადგურებაზე
10:33
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სჩასტიეს რაიონში ორი რუსული ტანკი გაანადგურეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება
10:30
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ: უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის საშუალებები ჩახშობილია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოყვანილია უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსულ ქვედანაყოფებს წინააღმდეგო არ გაუწიეს. გარდა ამისა, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
ზელენსკი: მსოფლიომ რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულოს
10:29
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ტელეფონით ესაუბრა ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანჟეი დუდას და ბორის ჯონსონს.
"დაჟინებით მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ. შეიქმნას პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია. დაუყოივნებლივ დაწესდეს სანქციები, ამასთან, უკრაინას გაეწიოს ფინანსური და თავდაცვითი დახმარება. მსოფლიომ რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულოს". - წერს ზელენსკი ტვიტერზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ლუგანსკის რეგიონში უკრაინამ 5 რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდო
10:11
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინამ 5 რუსული თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
10:07
უკრაინის შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსეთი თავს ესხმის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და აეროდრომებს.
"დღეს, 24 საათზე, 5:00 საათზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთით ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსტიური დაბომბვა დაიწყეს, ამასთან, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ბორისპოლის, ოზერნის, კულბანკინოს, ჩუგაევის, კრამატორსკის, ჩერნობაევიკის აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტების მიმართ. ამავე დროს, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების დაბომბვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლის საჰაერო თავდასხმა. სახელმწიფო თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, დაიკავეს და იკავებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ინფორმაცია ოდესაში რუსული ჯარების გადმოსვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!" - აღნიშნულია განცხადებაში.
ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის საგარეო მინისტრების ერთობლივი განცხადება
10:00
"რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტეროტორიული მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. Slava Ukraini!"
უკრაინის განცხადებით, თავდასხმა მოხდა რუსეთის, ბელარუსის და ოკუპირებული ყირიმის მხრიდან
09:55
უკრაინის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანაზე თავდასხმა რამდენმე მხრიდან ერთდროულად მოხდა - რუსეთის, ბელარუსის და ოკუპირებული ყირიმის მხრიდან.
უწყების განცხადებით, რუსული ჯარების თავდასხმა დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის ტერიტორიებიდან.
თავდასხმები მოხდა ლუჰანსკში, სუმიში, ხარკოვში, ჩერნიგოვსა და ჟიტომირის რეგიონებში - ეს ტერიტორიები უკრაინის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს.
დამატებით, თავდასხმა ხორციელდებოდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან.
უკრაინას თავს ბელარუსიდანაც დაესხნენ
09:37
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინას თავს ბელარუსიდანაც დაესხნენ.
მათი ცნობით, სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით.
"ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში. გარდა ამისა, თავდასხმა ხდება ყირიმიდანაც.
ასევე ფიქსირდება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
Novaya Gazeta: პუტინის მიმართვა ომის გამოცხადებაზე 21 თებერვალს ჩაიწერა
08:58
გამოცემა Novaya Gazeta-ს ინფორმაციით, უკრაინისთვის ომის გამოცხადების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვიდეო ჯერ კიდე 21 თებერვალს ჩაიწერა.
ჩანაწერის გაკეთების თარიღი ვიდეოს მეტამონაცემებშია მოცემული.
ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
08:57
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან თავდასხმა სერიოზული საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის
08:30
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა. იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის "უგუნური თავდასხმა" უკრაინაზე.
ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს: "ის რისკში აყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს. ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის".
მანვე აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები შეხვედრას გამართავენ რუსეთის მხრიდან "განახლებულ აგრესიაზე".
კულება: უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს, მსოფლიომ უნდა შეაჩეროს პუტინი
08:07
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ომის დაწყებას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინა საკუთარ თავს დაიცავს, მსოფლიომ კი პუტინი უნდა შეაჩეროს.
"პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ. თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე გრძელდება. ეს არის დამპყრობლური ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დრო ახლაა", - წერს დმიტრო კულება ტვიტერის გვერდზე.
ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს
07:53
"პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რაც სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას გამოიწვევს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ვგრევაზე, რასაც ეს ომი მოიტანს და აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს".
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო
07:00
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ წუთებში აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ასევე, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე..