logo
ENG



რუსთავის აზოტის მუშაობა შეჩერებულია, ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

29 აპრ 202112:19
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ, ქარხნის მუშაობა კი შეჩერებულია.

გაფიცულებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გუშინ შედგა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ნაბიჯი ქარხნის მენეჯმენტმა უნდა გადადგას და მათი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

"შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, ალბათ შუამავლობას გაგვიწევს ჩვენი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე. ველოდებით, რომ მოვიდეს, მოლაპარაკებებზე უნდა წამოვიდნენ წესით. ქარხანა გაჩერებულია, არ იტვირთება ტრაილერები, პროდუქცია არ გადის. ყოველ შემთხვევაში, ნაბიჯი მათზეა ახლა და ჩვენ ველოდებით მათ ნაბიჯებს", - განაცხადა ქარხნის თანამშრომელმა, ლევან ჭიტაძემ.

რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლები აქციებს მესამე დღეა მართავენ. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


close დახურვა