საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა თელავში ხევის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს მოზარდები, რომლებიც რელიეფის გამო დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
საგანგებოს ცნობით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
"თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა. ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს. მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", – წერს საგანგებო.