logo
ENG



სამნიძე: კობახიძისგან ძალადობის წახალისება და მოწოდება გვესმის

07 ივნ 202213:17
3 წუთის საკითხავი
clock 876
2022/06/07/3n8ovvzn9kls4u5.jpg

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებებით მოძალადეებს ახალისებს. მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ მან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბროს, ის მოძალადე ჯგუფებს მწვანე შუქს უნთებს, რომ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს თავს დაესხან.

"გვესმის მისგან [ირაკლი კობახიძისგან] წახალისება ძალადობის, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაში და ამ წახალისებასთან ერთად მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე ვინც არ ეთანხმება, რომელიმე პოლიტიკოსს, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება არც დასჯილი, პირიქით. თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში მეფის კრიტიკა და ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, ქართული ოცნების მეფე მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა", - თქვა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველოს იდენტობას სწორედ ირაკლი კობახიძე ებრძვის, რადგანაც არ საუბრობს რეალურ პრობლემებზე და ცდილობს, საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს.

"არაფრის გამო. ფსევდოპატრიოტიზმის გამო. ძალადობა არის თქვენი მთავარი დნმ თქვენს პარტიაში. აი, ამის გამო. მაგრამ ამის საშუალება არ მოგცემთ საზოგადოება. გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, გარეთ საღამოს მარტო ნუ გახვალო. აი, ამ სიტყვების გამო მარტო, არ გაპატიებთ არც ერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეებს მოუწოდებთ და წაახალისებთ ძალადობას", - თქვა სამნიძემ.

6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გარდა ამისა, პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე თავდასხმიდან მეორე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე დავით და ლევან ბერძენიშვილებს დაესხა თავს. მას არ დაუგმია პოლიტიკოსებზე თავდასხმა და პირდაპირ დაიწყო საუბარი, რომ "ეროვნული იდენტობის დაკნინებას ცდილობენ".


close დახურვა