14 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ ორლეანში, კლუბებს შორის ევროპის თასი გაიმართა.
გამარჯვება ადგილობრივმა ფარიკაობის კლუბმა „ორლეანმა“ შეძლო, რომელსაც ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, ლიდერობდა.
დაძაბულ ფინალში „ორლეანმა“ რუსეთის საუკეთესო მოფარიკავეებით დაკომპლექტებულ გუნდს 45-41 სძლია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სანდროსთან ერთად გუნდში ფრანგი მოფარიკავეები: ბოლად აპიტი, ჟან-ფილიპი და სებასტიენ პატრისი იყვნენ.