სუს-ის ფაილებიდან ირკვევა, რომ თბილისის ერთ-ერთი ტაძრის გავლენიანი სასულიერო პირი მოქალაქეს სამინისტროში დასაქმებას დაპირდა და 5 ათასი ლარი მოითხოვა, რომელიც სავარაუდოდ მიიღო კიდეც.
კერძოდ, ფაილების მიხედვით, ერთ-ერთ სასულიერო პირს საზღვარგარეთიდან დაუკავშირდა კ.ჭ და მისი შვილის სახელმწიფო სამსახურში დასაქმება სთხოვა.
არქიმანდრიტმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში შეხვდება ერთ-ერთ მინისტრს და ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს. მოგვიანებით სასულიერო პირი დაუკავშირდა კ.ჭ-ს ოჯახის წევრს და დასაქმების სანაცვლოდ 5 000 ლარი მოითხოვა.
ჩანაწერების მიხედვით, სასულიერო პირმა მოქალაქეს უთხრა, რომ "მინისტრი საჩუქრის გარეშე არ დაეხმარება და დღესდღეობით სახელმწიფო სამსახურებში დასაქმება მსგავსი მეთოდით ხდება".
***
13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.
ჩანაწერები თარიღდება 2014-2021 წლებით.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.
ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.
ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.