logo
ENG



საფრანგეთის პრემიერმინისტრი ასტრაზენეკას ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

19 მარ 202122:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/19/kls9vvdgwynqvrb.jpg

საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ჟან კასტექსი ასტრაზენეკას ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. მან ვაქცინაცია პარიზთან ახლოს მდებარე კლინიკაში საზოგადოებაში ასტრაზენეკას ვაქცინისადმი ნდობის ამაღლების მიზნით ჩაიტარა.

"ასტრაზენეკას ვაქცინა ეფექტურია, როგორც ამას ევროპული რეგულატორი გვეუბნება. მას იშვიათი გვერდითი მოვლენები ახასიათებს", - ამბობს კასტექსი.

საფრანგეთი იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ასტრაზენეკას ვაქცინისადმი გარკვეული ეჭვები გაჩნდა, თუმცა ევროპის წამლების სააგენტომ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ბრიტანული ვაქცინის გამოყენება აღადგინეს.

სავარაუდო უკუჩვენებების შემდეგ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა. მას შემდეგ, რაც ევროპის წამლების სააგენტომ ასტრაზენეკას უსაფრთხო და ეფექტური უწოდა, ვაქცინაციის პროცესი შემდეგ ქვეყნებში გაგრძელდა: საფრანგეთი, იტალია, გერმანია,  ლატვია, ესპანეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი და სლოვენია. 

იტალიაში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების შესახებ პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრას დროის მცირე მონაკვეთში. გარკვეული დემოგრაფიული ჯგუფების გამოკლებით განაგრძობს მოსახლეობის აცრას ესპანეთი, ხოლო საფრანგეთში 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრიან.

ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება არ განუახლებიათ ნორვეგიასა და შვედეთს - მათი ჯანდაცვის სისტემები ჯერ კიდევ სწავლობენ მდგომარეობას.

ევროპის წამლების სააგენტომ ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ კვლევა ჩაატარა და გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ის „უსაფრთხო და ეფექტიანია".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომ „ასტრაზენეკას მოაქვს უფრო მეტი სარგებელი ვიდრე რისკი. მას აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ შეამციროს სიკვდილიანობა გამოწვეული კორონავირუსით".

 

close დახურვა