logo
ENG



საქართველოს ელჩი აშშ-ში: ტრამპის ადმინისტრაციასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს

17 დეკ 201911:06
3 წუთის საკითხავი
 
1p2xnv6fxoui0d3.jpg

საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში „ელჩების კონფერენცია 2019-ზე" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარტნიორები ელჩებისგან ობიექტურ ინფორმაციას იღებენ.

ბაქრაძის თქმით, ქართულ მხარეს ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირი აქვს.

„ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ამ ურთიერთობის გამოხატულებაა ის უპრეცედენტო შედეგები, რომელიც გასულ წელს გვქონდა. ეს გამოიხატება, როგორც საქართველოს მხარდამჭერი აქტის, ასევე ამერიკის კონგრესის სხვა გადაწყვეტილებებში, ეს გამოიხატა გაზრდილ ინვესტიციებში. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ ჩვენ პარტნიორებს. გასაგებია, რომ წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის. თუმცა, ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ჩვენგან ობიექტურ ინფორმაციას და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო.

გარდა ამისა, გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ იგზამინერი" საქართველოში, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთ ვრცელ სტატიას უძღვნის. ტომ როგანი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის მიმართულებით მკაცრი გაფრთხილება უნდა გასცეს.

 


close დახურვა