logo
ENG



სიბეცეა, ევროდეპუტატს უწოდო ნაციონალი - გიორგი ვაშაძე

13 მაი 202015:39
3 წუთის საკითხავი
 
2ba648ua1kc8019.jpg

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ მსგავსი შეფასების გაკეთება სირცხვილია.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, კრიტიკის გამო დასავლელი პარტნიორების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ასოცირება „სიბეცეა".

„სიბეცეა და არაადეკვატურია, როცა ევროპარლამენტარზე საუბრობ, რომ ნაციონალია. ამაზე მეტი სიურცხვე რა შეიძლება ჩაიდინოს. აი, ეს იქნება, რაც მათ მოუღებს ბოლოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე. მისი თქმით, დეპუტატებს არასწორ ინფორმაციას აწვდის ოპოზიცია. მისივე თქმით, განცხადებებს ავრცელებენ ერთი და იგივე ადამიანები, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციას ერთი და იგივე ხაზი აქვს გაჭრილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხაზებით მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ „ქართულ ოცნებას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მოუწოდა.

რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მმართველ ძალას საქართველოში მოქმედმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთიანი წერილით მოუწოდეს. შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება ადამ კინზინგერმაც, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

close დახურვა