logo
ENG



სომხეთის თავდაცვა: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

13 სექ 202202:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/xj40qkl5vfgnqg8.png

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

"აზერბაიჯანული მხარის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შედეგად დაწყებული ინტენსიური ბრძოლა სროლა გრძელდება. სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ რეაგირებას ახდენენ"- აცხადებენ უწყებაში.

დღეს, 13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე დაშკასანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით "ფართომასშტაბიანი დივერსია" განახორციელა.

აზერბაიჯანული უწყება ირწმუნება, რომ "ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება".


close დახურვა