logo
ENG



სოფელ უდაბნოში ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც აგრესიით დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს (VIDEO)

05 მაი 202114:57
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, სადაც გუშინ მთავარი არხის ჟურნალისტსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს დღესაც აგრესიით დახვდნენ.

ერთერთი ადგილობრივი ამჯერად ფორმულას ჟურნალისტს დაუპირისპირდა, რომელიც გუშინ მომხდარზე გასაუბრების მიზნით, საგარეჯოს მერის წარმომადგენლის, ალექსანდრე იოსელიანის მისამართის გაგებას ცდილობდა.

პირი ფორმულას წარმომადგენლებს დაემუქრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაპირისპირებაც სცადა, თუმცა ამის საშუალება მისმა შვილმა არ მისცა.

"წადით აქედან სანამ კარგად ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმ მოღალატეს [ივერი მელაშვილს] თუ დასდევთ, დავით გარეჯზე ვინც ის თქვა... იმის... არაფრის გარკვევა არ გვინდა ჩვენ, თქვენი ტელევიზიებია ის ფორმულა და ისინი, აჭრელებული რომ გაქვთ... წადით ამ სოფლიდან, თორემ თავებს წაგაჭრით", - მიმართა ადგილობრივმა ფორმულას გადამღებ ჯგუფს.

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 

რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა