logo
ENG



სუნაკი: უნდა ვიფრთხილოთ, ვიდრე ქალაქ ხერსონის თავზე უკრაინული დროშა არ იფრიალებს

10 ნოე 202221:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/10/ner4olht42pnobe.jpg

ბრიტანეთის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შორის სატელეფონო დიალოგისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ ხერსონიდან რუსეთის გასვლის შესახებ სიახლეებს ამ დროისთვის "ფრთხილი ოპტიმიზმით" უნდა მიუდგნენ.

დაუნინგ სტრიტის განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებული ქალაქი ხერსონიდან რუსეთის გასვლა უკრაინული ძალების ძლიერი პროგრესის დემონსტრაცია იქნება და რუსეთის სამხედრო შეტევის დასუსტებას ხელს შეუწყობს, თუმცა მათი თქმით, საჭიროა სიფრთხილე ვიდრე ქალაქის თავზე უკრაინული დროშა არ იფრიალებს.  

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მან ბრიტანეთის პრემიერთან ერთად ასევე განიხილა სამხედრო დახმარება და უკრაინელი სამხედროებისთვის ზამთრის პერიოდისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება. ზელენსკის თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელება მნიშვნელოვანია.

"ხერსონიდან რუსეთის გასვლა ძლიერი პროგრესი იქნება, მაგრამ ვიდრე უკრაინული [დროშა] არ იფრიალებს ქალაქ ხერსონის თავზე, სწორი იქნება თუ ვიფრთხილებთ.

მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და დავუდასტურე, რომ ჩვენ დამატებით 1 000 ხმელეთიდან ჰაერში სასროლ რაკეტებს და 25 000-ზე მეტ განსაკუთრებით ცივი ზამთრისთვის საჭირო კომპლექტებს გავუგზავნით“ - განაცხადა რიში სუნაკმა.


close დახურვა