აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს უკანონოდ დატყვევებულ სამ მოქალაქეს ათავისუფლებს. ესენი არიან ბუთხუზ კვირკვია, ვახტანგ და მიხეილ ლამანძიები.
როგორც „ფორმულას“ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ეს ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა.