logo
ENG



უგულავა: ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსასვლელად პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო

16 მაი 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

გათავისუფლების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა პარტიის ოფისში პირველად მივიდა. როგორც უგულავამ განაცხადა, შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და გიორგი რურუაც მალევე უნდა გათავისუფლდეს.

უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას და ის არ არის დარწმუნებული, რომ მმართველი პარტია ეკონომიკური კრიზისს თავს გაართმევს, ამიტომ ამისთვის პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო.

„შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად, გიორგი რურუამაც მალე უნდა დატოვოს საპატიმრო. ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და უნდა გადაიშალოს. მე არ მსიამოვნებს, როცა საერთაშორისო საზოგადოება საუბრობს, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, ამას ხიფათი მოსდევს ქვეყნისთვის. არ მაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს, მათი ქმედებიდან ეს არ გამომდინარეობდა, მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და არც კორონავირუსით შებურული და ის, რაც სიმართლეა, რა ვალდებულებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკინვეული იყოს შენთვის, ეს ვალდებულება უნდა შეასრულო. საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპტიმრების ეპოქა და მასზე ხელისუფლების რეაგირება უნდა დავასრულოთ. საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ცვლილებები აუცილებელია იმ ქარიშხლის მოსაგერიებლად, რა ქარიშხლის წინაშეც ვდგავართ. ამ პანდემიის შემდეგ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი ჩვენ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს და ექნება. მტკივნეული ცვლილებებია საჭირო, ბიუჯეტის შეკვეცაა საჭირო, ბიუროკრატიის შეკვეცაა საჭირო, ქამრების შემოჭერაა საჭირო - ეს მთავრობა ამას ვერ შეძლებს, ამიტომ თუ გვინდა, რომ ეკონომიკური კოლაფსიდან მოვიდეთ ამას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები და ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება არჩევნების გზით ამ წლის ბოლოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.


close დახურვა