აზოვსტალიდან 100-მდე მოქალაქის ევაკუაციის შემდეგ რუსებმა ქარხნის დაბომბვა გაანახლეს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლში მყოფმა სამხედრომ, მე-12 ბრიგადის მეთაურმა დენის შლეგამ უკრაინული ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ოკუპანტები "ყველა სახის იარაღის" იყენებენ.
ევაკუაციის შემდეგი ეტაპი ორშაბათს, 2 მაისს უნდა დაიწყოს. როგორც ცნობილია, ქარხანაში კვლავ რჩება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
1 მაისს აზოვსტალის ტერიტორიიდან 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში იმყოფებოდა. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გუტიერეშმა თქვა, რომ გაერო მზად არის მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ გუტიერეშის ვიზიტის დროს რუსეთმა კიევზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.