თურქეთის განცხადებით, უკრაინის პორტი მარცვლეულით და ზეთით დატვირთულმა კიდევ 2-მა გემმა დატოვა.
მთლიანობაში, უკრაინული პორტების რუსეთის მიერ განბლოკვის შემდეგ ქვეყნიდან გავიდა მარცვლეულით დატვირთული 27 გემი.
როიტერის ცნობით, Reuters-ის ცნობით, გემები Zumrut Ana და MV Ocean S დატვირთულია შესაბამისად 6300 ტონა ზეთით და 25000 ტონა ხორბლით.
საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, გემებისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო გადასასვლელი.
მანამდე მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამმა პორტმა უკვე დაიწყო საკვების ჩატვირთვა შვიდ გემზე. საქმე ეხებოდა 65 ათას ტონა ხორბალს, სიმინდს და ზეთს.
22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.
ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.
23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.
27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.