logo
ENG



უკრაინის წინსვლა - პანიკა მოსკოვში - დროება

18 ივნ 202320:45
3 წუთის საკითხავი
 

მასხრად აგდებული პუტინი, შოიგუ-გერასიმოვის დაპირისპირების მორიგი რაუნდი, ომისგან გადაღლილი რუსული ელიტა და უკრაინის თანმიმდევრული შეტევითი ოპერაცია. ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომის 68-ე კვირა. ამავე კვირაში, ერთი შეხედვით კრემლის მოკავშირე აფრიკული სახელმწიფოების ლიდერებმა თავის თავზე გამოცადეს რუსული სარაკეტო იერიშის შიში და დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ეფექტურობა. როცა კიევში აფრიკელი ლიდერები იმყოფებოდნენ უკრაინის დედაქალაქი მასიურად, მათ შორის კინჟალებით დაიბომბა, თუმცა პატრიოტებმა უშეცდომოდ იმუშავეს. ფრონტზე კი ნელი, თუმცა მეთოდური და თანმიმდევრული უკრაინული შეტევა მიმდინარეობს. ომის 68-ე კვირა - უკრაინის წინსვლა და პანიკა მოსკოვში - დროების რეპორტაჟი.


close დახურვა