logo
ENG



უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 3 გემი ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებს ტოვებს

05 აგვ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/05/l9ftl7xex3soegg.jpg

დღეს, 5 აგვისტოს ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული სამი გემი გავიდა.

ამის შესახებ უკრაინელმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აგრესორ ქვეყანას უკრაინული მარცვლეულის ქვეყნიდან გატანა დაბლოკილი ჰქონდა, თუმცა, თურქეთის შუამავლობით, რუსეთი ექსპორტის განბლოკვას დათანხმდა. 

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა.

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ

ამ ხელშეკრულებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.

23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებს.

27 ივლისს უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად, უკრაინის შავი ზღვის სამმა პორტმა ფუნქციონირება განაახლა.

 

 


close დახურვა