ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტატორთა განცხადებას ეხმაურება.
როგორც ადამ კინზინგერი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალმება მედიატორთა განცხადებას.
„სრულყოფილი ნათქვამია. უმნიშნელოვანესია, რომ შეთანხმება შესრულდეს და პროცესები გაგრძელდეს", - წერს კინზინგერი.
შეგახსენებთ, რომ ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს - ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.