logo
ENG



უნგრეთის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა

05 ნოე 202315:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/05/2e9szgar57jrepr.jpg

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს. ახლა ვხვდები ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს, შემდეგ კი ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი უნგრეთის მოქალაქეების ოჯახებს შევხვდები", - წერს უნგრეთის პრეზიდენტი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა