საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ 2022 წლისთვის განკუთვნილი კორონა ვირუსის ვაქცინები მთავრობას უკვე ნაყიდი აქვს და მომდევნო წლისთვის კოვიდისთვის გამოყოფილ 500 მილიონში, ვაქცინების ხარჯი არ შედის.
"კოვიდთან მიმართებაში სამედიცინო ხარჯები დაახლოებით 500 მილიონით ლარით გვაქვს განსაზღვრული, აქ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პრაქტიკულად ამაში არ შედის ის ვაქცინები, რომელიც უკვე წელს შევიძინეთ და პრაქტიკულად წელს გვაქვს ნაყიდი მომდევნო წლისთვის საჭირო ვაქცინების შესაბამისი ოდენობები, და პრინციპში გარკვეულწილად ეს მოიცავს მკურნალობის ხარჯებს." - ამბობს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
საქართველოში იმუზაციის პროცესი ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს: ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი.
გარდა ამისა, ლიეტუვა საქართველოს ფაიზერის ვაქცინის - კომირანტის 50 310 დოზას ჩუქნის.
ლატვიის მთავრობამ საქართველოს 83 070 ფოზა Pfizer-ის ვაქცინა გადმოსცა.
6 დეკემბერის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 238 070 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 198 176 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.2%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 1 018 984 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7%.
5 დეკემბერს აიცრა 2 674 ადამიანი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე.