ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა.
ცოტახნის წინ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ხელის მოწერის ცერემონია NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.
რამდენიმე საათში NATO-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ალიანსის წევრი ქვეყნების დროშებს შორის ფინეთის დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართება.
Last steps before joining #NATO.
— Finland at NATO (@FinMissionNATO) April 4, 2023
FM @Haavisto signed Finland’s instrument of accession to NATO.
#FinlandNATO pic.twitter.com/lRqOIVRDZ1
თურქეთის პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ ფინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ალიანსთან შეერთება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას გააუმჯობესებს.
ფინეთის წევრობა 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების შემდეგ NATO-ს პირველი გაფართოებაა.
ნორდიკული ქვეყნის ალიანსში დაჩქარებული წესით მიღება შედარებით შეანელა თურქეთმა, რომელიც ქურთული ჯგუფების მიმართ იარაღის ექსპორტის კუთხით ფინეთის მხარდაჭერისადმი შეშფოთებას გამოთქვამდა.
რაც შეეხება შვედეთს, რომელმაც NATO-ს წევრობის განაცხადი ფინეთთან ერთად გააკეთა, თურქეთი მას ანალოგიური მიზეზით ჯერჯერობით უარს ეუბნება.
თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ფინეთმა დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა და გასულ წელს 2 ქვეყანას შორის თურქეთის უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით მუშაობის შესახებ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა.
თურქეთი გახდა ბოლო ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება.
მანამდე, 27 მარტს ანალოგიური გადაწყვეტილება უნგრეთის პარლამენტმაც მიიღო.
რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ თურქეთი და უნგრეთი დასტურის შესახებ დოკუმენტებს ვაშინგტონში გაგზავნიან. საბოლოოდ იენს სტოლტენბერგი ფინეთს ოფიციალურად მიიწვევს, რომ ალიანსს შეუერთდეს, ფინეთი მიიღებს მიწვევას რომელსაც ხელს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მოაწერს.
ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე NATO-ს წევრობის განაცხადი 2022 წლის მაისში გააკეთეს.
იმისთვის, რომ ქვეყნები ალიანსში მიიღონ საჭიროა 30-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა. თურქეთის პრეზიდენტმა ნორდიკული ქვეყნების ნაბიჯის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ქვეყნები "ტერორისტულ ჯგუფებს მფარველობდნენ" და თურქეთისთვის შეიარაღების ექსპორტი შეწყვიტეს.