logo
ENG



ქვემო ჭალაში გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

23 ივნ 202113:07
3 წუთის საკითხავი
 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობისთვის თბილისიდან ჩავიდნენ აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები.

ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე დღეს ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას გეგმავდა, თუმცა, მისივე თქმით, პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით, გადაიფიქრა, ხელისუფლებას კი 1-თვიანი ვადა მისცა.

გუშინ, 22 ივნისს მეუფე ანდრია და მეუფე დამიანე გახელაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. სახლის დატოვების შემდეგ მეუფე ანდრიამ თქვა, რომ ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით წერილს გაუგზავნის.


close დახურვა