ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რეანიმაციის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. საავადმყოფოში პაციენტების მიღება 3 დღით შეჩერდა.
გარდა ამისა, ქუთაისში დაიდგა კარავი, სადაც მოქალაქეთა ნაწილს უტარდება ტესტირება. ტესტირება სავალდებულოა მასწავლებლებისთვის და მათთვის, ვინც ბოლო პერიოდის განმვლობაში აჭარაში იმყოფებოდა ან აქვს ვარაუდი, რომ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
"უმეტეს შემთხვევაში კონტაქტები იდენტიფიცირებულია. დაწყებული გვაქვს ლაბორატორიული კვლევები. გუშინდელი შემთხვევებიდან 70% უკავშირდება სკოლას და ცაგერს", - ამბობს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ვირუსით ბოლო 24 საათში 87 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულების უმეტესი ნაწილი ბათუმსა და ქუთაისს უკავშირდება.