ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 84 ანალიზის პასუხიდან ყველა უარყოფითია. ამის შესახებ „ფორმულასთან“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ ისაუბრა .
მისი თქმით, გამოკვლევები იმ ადამიანებს ჩაუტარდათ, რომელსაც საეჭვო სიმტპტომები ჰქონდათ. ჩატარებულ კვლევებს შორის, 52 მედპერსონალია. ქუთაისის ლაბორატორიაში დღის ბოლოს კიდევ რამდენიმე ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
„ყველა პასუხი უარყოფითია. სხვადასხვა მიმდინარე შემთხვევები იყო. ცხელების ცენტრში მყოფი პაცინტებიც იყვნენ, სამკურნალო ცენტრში იყვნენ და შევამოწმეთ ისინი კორონავირუსზე. პროფილაქტიკურად სკრინინგი და კვლევა დავიწყეთ იმ მედპერსონალის, რომელიც კორნავირუსის დაასამარცხებლად მუშაობს“, - განაცხადა გიორგიძემ.
ამ მომენტისთვის ქვეყანაში 408 ინფიფიცერებულია. აქედან, 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 მათგანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 561 ადამიანი.
