logo
ENG



ქუთაისის სააპელაციომ შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს გირაო პატიმრობით შეუცვალა

15 თებ 202416:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/15/hqtp6unwud5fvga.jpg

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს გირაო პატიმრობით შეუცვალა. კაცს გირაო ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 თებერვალს შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.

პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა. 


close დახურვა