logo
ENG



ქუთაისში რუსეთის დასის ჩამოსვლას აპროტესტებენ

19 ოქტ 201916:01
3 წუთის საკითხავი
 
vd87ik0vnrlu7jb.png

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში რუსეთის დასის ჩამოსვლას, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლები აპროტესტებენ.  აფიშის მიხედვით მოსკოვის თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს. დაგეგმილი გასტროლის შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას პროტესტი მოჰყვა ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებში. ისინი ამბობენ, რომ დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში სპექტაკლი ითამაშონ.

"დღეს საღამოს ვაპროტესტებთ მოსკოვის თეატრის ვიზიტს ჩვენს ქალაქში. იმ ქვეყნის თეატრის ვიზიტს რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართვლოს 20%. აღნიშნული თეატრის შვილი ცნობილი ნორდ-ოსტის ტრაგედიის დროს დაზიანდა და ის, როგორც ასეთი, მათ შორის მისი ცხოვრებისეული ფაქტიდან გამომდინარე, წინააღმდეგობაშია რუსულ პოლიტიკასთან. გაგვახარებს ის ფაქტი, თუ აღნიშნული პიროვნება გამოვა ჩვენს აქციაზე და იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია", -აღნიშნავს მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია"-ს დამფუძნებელი ნიკოლოზ დეისაძე. 

აქციის ორგანიზატორებისგან შედარებით განსხვავებული პოზიცია აქვს თეატრის დირექტორს. სულხან გოგოლაშვილის თქმით, იგი იზიარებს პროტესტის აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს რუსეთის კულტურის ნაწილი, რომელიც აგრესორი პოლიტიკისგან განსხვავებულია. 

"ეს არის კულტურული რუსეთი , რომელსაც მე ვთვლი რომ ნამდვილად არ უნდა ვებრძოლოთ. პირიქით, ის სწორედ იმ აზროვნებისაა, რა აზრზეცაა მთელი ჩვენი ერი. თან, ჩემია აზრით, ესაა სახალხო დიპლომატია, რომელიც აუცილებელია", - განმარტავს ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

აქცია-პერფორმანსი მოსკოვის თეატრ „ნიკიტკის კარიბჭეს"  ქუთაისში დაგეგმილი გასტროლის გასაპროტესტებლად, მესხიშვილის თეატრის წინ დღეს, 19 საათზეა დაგეგმილი.

 


close დახურვა