უცებ წარმოიდგინეთ რამდენი რამ უნდა მოხდეს მსოფლიოში, რომ მარტინ ლუთერ კინგი, დედა ტერეზა, ნელსონ მანდელა, კისინჯერი - კარტერი - ერთ სიბრტყეზე დაიწეროს, უცებ წარმოიდგინეთ რომ ნორვეგიის ნობელის მშვიდობის კომიტეტმა ივანიშვილის პრემიერს ნობელის ჯილდო გადასცეს, წარმოიდგინეთ? აი ქართველ რუსეთუმეებს უკვე წარმოდგენილი აქვთ. უფრო მეტიც, ქართული ოცნების წევრებმაც კი წარმოიდგინეს და ფიქრობენ რომ ღარიბაშვილი პრემიის მისაღებად კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მე მშვიდობის ადამიანი ვარ - ეს სიტყვები ეკუთვნის კაცს, რომლის სახელიც ბოლო 12 წელია ხელისუფლების სახელით განხორციელებულ ყველა ძალადობას უკავშირდება... მშვიდობის მტრედი პრემიერი - დროების სიუჟეტში.
ღარიბაშვილი - მშვიდობის მტრედი - დროება
28 მაი 202320:14
3 წუთის საკითხავი