კავკასიური მყიფე მშვიდობა დენთის კასრზე. სომხეთ აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ იძაბება, თუმცა ფართო სურათში დიპლომატიის კარი ჯერ დახურული არ არის. აზერბაიჯანი ძალის დემონსტრირებით ცდილობს აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და ამასთან ერთად, თუ გამოუვა, თურქეთთან სახმელეთო დერეფნის გაჭრას. სომხეთს სურს ახალი ომი თავიდან აიცილოს, ისე რომ სუვერენიტეტი კიდევ უფრო არ შეიზღუდოს. ამ ფონზე აქტიურობენ შტატები და ევროკავშირი და ცხადია რეგიონის მსხვილი მოთამაშეები თურქეთის და ირანის სახით, ხოლო რუსეთი თითქოს დუმს, მაგრამ აშკარად დახლს ქვემოდან მოქმედებს. სამშვიდობოები რომლებიც ყარაბაღში სომხეთის თხოვნით დგანან უმოქმედოები არიან, პარალელურად კი მთიან ყარაბაღში დარჩენილი არაფორმალური შეიარაღებული შენაერთები ერევანს აღარ ემორჩილებიან და მოსკოვის წინადადებას ელოდებიან. ფაშინიანი ცდილობს არატრადიციულ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვას და რუსეთის ჩრდილიდან საბოლოოდ გამოსვლას. ამ პროცესს საქართველო რუსეთის არაფორმალური მოკავშირის უჩვეულო სტატუსით ხვდება. დროება - ყარაბაღიდან ყარაბაღამდე - ერევანი დილემის წინაშე.
ყარაბაღიდან ყარაბაღამდე - დროება
17 სექ 202320:20
3 წუთის საკითხავი