logo
ENG



შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

20 აპრ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 
თეა თეთრაშვილი/ფორმულა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. 

მთავრობის ადმინისტრაციაში მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გადმოინაცვლა. 

შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. 

შარლ მიშელი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის მიზნით. 

მან შეთანხმების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზა.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

ის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთანხმების მიზნით შემოთავაზებულ დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა, ხელი მოაწერონ დოკუმენტს და შევიდნენ პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია უპირობოდ გათავისუფლდება პატიმრობიდან. 


close დახურვა