logo
ENG



შეთანხმება ან სრულდება სრულად, ან მას შლის ივანიშვილი - ბოკუჩავა

13 მაი 202016:08
3 წუთის საკითხავი
 
z481eswbwckvvow.jpg

თინა ბოკუჩავა შეთანხმების ჩაშლის საკითხზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რვა მარტის შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი და თუკი ორივე მათგანი არ შესრულდება, ეს მთლიანად მმართველი ძალის ბრალი იქნება.

„მივიღეთ ერთობლივი განცხადება და დავადასტურეთ, რომ რვა მარტის შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი - საკონსტიტუციო ცვლილება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ივანიშვილს უნდა შეიტანოს ოპოზიციაში განხეთქილება, მაგრამ ამას ვერ მიიღებს, ის დარჩება მარტო და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაიწყეს უკვე ტერმინ „პოლიტიკური პატიმრის“ გამოყენება.

გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებას აქვს ორი ნაწილი, ის სრულდება ან სრულად, ან ივანიშვილის შლის ამ შეთანხმებას. თუკი ის არ შესრულდება სრულად, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 
საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“  გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  

close დახურვა