შრომის ინსპექციის ინფორმაციით, გასულ წელს უსაფრთხოების მიმართულებით 3 765 ინსპექტირება ჩაატარეს. ნორმების დარღვევისთვის 2 527 შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სანქცია იქნა გამოყენებული, კერძოდ:
- 1 523 შემთხვევაში გაფრთიხლება;
- 361 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება;
- ხოლო 643 შემთხვევაში ჯარიმა.
გარდა ამისა, ინსპექციის ცნობით, 2023 წელს ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულს შეეხო.
"მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველივე შემოწმებისას ობიექტების 51%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები. სამუშაო ადგილზე გარდაცვალილთა რაოდენობა კი 2018 წლიდან დღემდე 42%-ით არის შემცირებული", - ნათქვამია განცხადებაში.