logo
ENG



შუახევსა და ხულოში ენმ-ს წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს კონტრ-აქცია დაახვედრეს

04 დეკ 201919:35
3 წუთის საკითხავი
 
evm775y0q3uklzj.jpg

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო შუახევში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“  წარმომადგენლებმა, აქცია გამართეს. შუახევის მერიასთან მყოფ აქტივისტებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად, ხულოსა და შუახევის საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები დაუპირისპირდნენ.

ინციდენტში მონაწილეობდნენ როგორც შუახევის საკრებულოს დეპუტატები, ასევე ადგილობრივი სიპებისა და აიპების თანამშრომლები. მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ტრადიციისამებრ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არც ამ შემთხვევაში ყოფილა.

ხმაური იყო ხულოშიც, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები მივიდნენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ცოცხებით დახვდა კონტრ-აქცია. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. დაპირისპირებისას დაშავდა აქციის ერთი მონაწილე. „ანზორ ბოლქვაძეს მივანიჭეთ მონის სტატუსი", –  განაცხადეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და პერფორმანსით ხულოს ცენტრში მდებარე ბოლქვაძის სასტუმროსთან გადაინაცვლეს.

 


close დახურვა