logo
ENG



ძალადობრივმა ჯგუფებმა ტვ პირველის ოპერატორს სირცხვილიას ოფისთან სცემეს და კამერა დაუმტვრიეს

05 ივლ 202112:11
3 წუთის საკითხავი
 
ძალადობრივმა ჯგუფებმა ტვ პირველის ოპერატორს სირცხვილიას ოფისთან სცემეს და კამერა დაუმტვრიეს
ტვ პირველი

ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ტვ პირველის ოპერატორს სცემეს და კამერა დაუმტვრიეს მას შემდეგ, რაც მათ მიერ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის სადარბაზოში შეჭრის კადრებს იღებდა.

ათეულობით აგრესიული პირი "სირცხვილიას" ოფისთან სადარბაზოში შეიჭრა, გარეთ კი ასეულობით მათგანი ალყაშემორტყმული დარჩა იმ მიზნით, რომ ოფისში მყოფ პირებს გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცენ. მათ, ასევე შენობის მინებიც ჩაამსხვრიეს. ფორმულას ინფორმაციით, ოფისის დატოვება თბილისი პრაიდის წევრებმა ძალადობრივი ჯგუფების გამოცენამდე შეძლეს. 

ტვ პირველის ცნობით, დამტვრეულია მათი ტექნიკა, მათ შორის პირდაპირი ჩართვის აპარატი, ოპერატორს კი წაართვეს მობილური ტელეფონი. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტსა და ოპერატორზე იძალადეს.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ დაკავებული. მათ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს


close დახურვა