logo
ENG



წულუკიანი: ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი

24 სექ 202115:48
3 წუთის საკითხავი
clock 1134
წულუკიანი: ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი

კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს აინტერესებს, როგორ შეაფასებს ევროკავშირი ნიკა მელიას ქმედებებს. მან თბილისის მერობის კანდიდატს "პროფესიონალი ხულიგანი" უწოდა.

"ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია ქართულ ოცნებასთან. აგერ არის პერსონაჟიც აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა", - თქვა მინისტრმა.

გუშინ 23 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის შენობასთან ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ადგილზე ქართული ოცნების აქტივისტები გამოჩნდნენ. გარდა ამისა, ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც. 

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების აქტივისტები გეგმავდნენ, როგორ გასწორებოდნენ ნიკა მელიას ევროკავშირის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ. 

ვიდეოში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა ისმის, რომ ისინი მელიასთვის კვერცხების სროლას აპირებდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შეხვდნენ. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა.


close დახურვა