logo
ENG



ჭკადუა:თუ ბასილაშვილი გამართლდება, დავიწყებთ დავას პატივისა და ღირსების შელახვისთვის

26 მაი 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით დავა გრძელდება. ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ თუ ჩოგბურთეს  სასამართლო გაამართლებს, ახალი დავა, ბასილაშვილის სახელის შელახვასთან დაკავშირებით დაიწყება. უფლებადამცველი უარყოფს, რომ ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეს დუმილის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას უხდიდა. ჭკადუას ვარაუდობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ გამოიტანს.  

„იმ შემთხვევაში, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ გამართლდება, ეს არის ძალაინ ბუნებრივი თანმდევი შედეგი, რომ პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყებთ დავას სასამართლოში, ვინაიდან როგორც ვიცით ნიკოლოზ ბასილაშვილი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, ის არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ვიცით რომ მის სახელს და რეპუტაციას გარკვეული ჩრდილი მიადგა ამ ყველაფრით და იმ შემთხვევაში თუკი არ დადასტურდა ეს ბრალდებები ბუნებრივია მას მისი ღირსების აღსადენად მოუწევს ამ დავის წამოწყება. დაცვას გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ვიმედოვნებთ რომ იმ მტკიცებულებებით რა მტკიცებულებებსაც მოვიპოვებთ და დღეს გვაქვს სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გამამართლებელი“,-აცხადებს ირმა ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო სიმართლეს დაადგენს. გარდა ამისა, შესაბამისი განცხადება ბასილაშვილის ოჯახმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 


close დახურვა