logo
ENG



ხელისუფლება ვარგისიანობის ვადის მიღმა გადის - მშვილდაძე

16 ივლ 202023:18
3 წუთის საკითხავი
 

"სირცხვილიას" აქტივისტი მიშა მშვილდაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული არჩევნები მოქმედი ხელისუფლების დამარცხების შესაძლებლობას იძლევა. 

როგორც მშვილდაძემ გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, მმართველი გუნდი ვარგისიანობის ვადის მიღმა არის. იგი არჩევნებს გადამწყვეტ დღედ აფასებს და ამბობს, რომ მოსახლეობა არჩევნებზე მობილიზებული უნდა იყოს. 

"პოლიტიკა სტრატეგიული თამაში რომ იყოს, მისი მხრიდან ლოგიკური იქნებოდა შემდეგი სახის გადაწყვეტილება  - რომ თავის ხმით გააძლიეროს ის, ვინც დააბალანსებს იმას, ვისიც ეშინია უფრო მეტად, ვიდრე არსებულის. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ არ მისცეს სრული ძალაუფლება იმას, ვისიც ეშინია და ეს ძალაუფლება გაუნაწილოს სხვებს. 

ხელისუფლება ვარგისიანობის ვადის მიღმა გადის. ხელისუფლებები არ იცვლება საგარეო პოლიტიკით, მთავარია აქ, შიგნით რა ხდება. 

54% ამბობს, რომ ინტერესი მაღალია და ეს დღე გადამწყვეტია. ძალიან ბევრი ხალხი თუ მივა არჩევნებზე ეს იქნება ცვლილებების არჩევნები. პროპორციული იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლება დამარცხდეს", - განაცხადა მშვილდაძემ. 

ამავე თემაზე: 

2004-2012 წლებს დადებითად 76% აფასებს, 2012-დან დღემდე - 58% - Edison Research

როგორ აფასებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - Edison Research

გახარია, კალაძე, ივანიშვილი - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერებს - Edison Research

სამგორის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ისნის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ვაკის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

გლდანის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

Ბაქრაძე, ვაშაძე, გრ. ვაშაძე - ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად - Edison Research

56%-ის აზრით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი უკეთესი იქნება - Edison Research

უმეტესობას პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიის(ების) ხილვა სურს - Edison Research

Რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების მიმართ - Edison Research




 


close დახურვა