სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთდგულება საკუთარი პოზიციის მიმართ.
ამის შესახებ პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ფეისბუქზე წერს. ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში მოაწერეს. ხელმომწერებს შორის იყო სალომე სამადაშვილიც, თუმცა მან ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.